დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 25.09.2006
საქმის ნომერი
ა-912-ა-38-06
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
25.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ა-912-ა-38-06 25 სექტემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის

მოსამართლე მ. ცისკაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის მ-ამ 2004წ. თებერვალში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ქ.თბილისში, ... IV მ/რ-ის ¹22 მშენებარე კორპუსში შეჭრილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების მიმართ და მოითხოვა ... IV მ\რ-ის 22-ე მშენებარე კორპუსიდან მათი გამოსახლებადა მშენებლობის წარმოებაში ხელშეშლის აღკვეთა. მოსარჩელის განმარტებით, ... IV მ\რ-ის ¹22-ე მშენებარე კორპუსში, რომელიც ¹633 საბინაო სამშენებლო კოოპერატივის წევრთა ხარჯებით შენდება, ყოველგვარი ნებართვისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ მოპასუხეები. სადავო საცხოვრებელი სახლი თბილისისმ-ის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის ბალანსზეა, როგორც დაუმთავრებელი შენობა. მოპასუხეები ხელს უშლიან სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას, რითაც ჭიანურდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრება და გადაცემა კოოპერატივის წევრთათვის.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; თბილისის ... მე-4 მიკრორაიონის ¹22 მშენებარე კორპუსიდან გამოსახლდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულიმოქალაქეები: ლ. თ-ავა, მ. თ-ავა, ფ. ა-ია, დ. დ-ია, ნ. წ-ია, მ. გ-იანი, მ. წ-ია, ნ. გ-იანი, გ. კ-შვილი, ა. გ-უა, ლ. ბ-ავა, ლ. მ-ია, ბ. შ-ია, ჯ. ჩ-ძე, ა. ა-ია, მ. კ-იანი, ნ. ფ-ია, რ. გ-ავა, დ. გ-ავა, ნ. მ-ძე, ლ. მ-ძე, მ. კ-ია, ზ. კ-ია, თ. თ-შვილი, რ. ყ-ანი, ჟ. ჩ-ძე, გ. ს-იანი, მ. ჯ-იანი, დ. ჯ-იანი, პ. მ-უა, გ. შ-ია, ა. ბ-ია, მ. ჯ-შვილი. გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ-ავამ, მ. თ-ავამ, ფ. ა-იამ, დ.დ-იამ, ნ. წ-იამ, მ. გ-იანმა, ნ. გ-იანმა, გ. კ-შვილმა, ნ. კ-შვილმა, ა. გ-უამ, ლ. ბ-ავამ, ლ. მ-იამ, ბ. შ-იამ, ჯ. ჩ-ძემ, ა. ა-იამ, მ. კ-იანმა, ნ.ფ-იამ, რ. გ-ავამ, დ. გ-ავამ, ნ. მ-ძემ, ლ. მ-ძემ, მ.კ-იამ, ზ. კ-იამ, მ. კ-იამ, თ. თ-შვილმა, რ. ყ-ანმა, ვ. ჩ-ძემ, გ. ს-იანმა, მ. ჯ-იანმა, პ. მ-უამ, გ. შ-იამ და მ. ჯ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ-ავამ, ფ.ა-იამ, რ. ყ-ანმა, დ. დ-იამ, ნ. წ-იამ, ბ. შ-იამ, ლ. შ-იამ, თ. თ-შვილმა, მ. კ-იამ, თ. კ-იამ, რ. ა-იამ, რ. გ-ავამ, გ. ს-იანმა, ჟ. ჩ-ძემ და ჯ.ჩ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განჩინება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგრ.ყ-ანის, ლ.თ-ავას, დ.დ-იას და ქ.თბილისში, ... მე-4 მ/რ-ის ¹13 კორპუსის სხვა მცხოვრებთა წარმომადგენელმა ლ.ჯოხაძემ 2006წ. 10 მაისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც იგი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანას. განმცხადებლის მითითებით,თბილისის საქალქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 9 მარტის ¹05.03.117 გადაწყვეტილების შესაბამისად ჩამოყალიბდა ¹633 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი, რომლის ცხრასართულიანი სახლი შენდება ქ.თბილისში, ... მე-4 მ/რ-ის ტერიტორიაზე (¹22 კორპუსი). შესაბამისად, კოოპერატივის წევრებს 1989წ. 1 ივლისამდე უნდა შეეტანათ საპაიო თანხის 60%. განმცხადებლის მითითებით, კოოპერატივის წევრებს დღემდე არც ერთ სასამართლო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენიათ მათ მიერ დასახელებულ ანგარიშზე საპაიო შენატანების დამადასტურებელი დოკუმენტები. მისი მითითებით, მათი წერილის პასუხად თბილისის გეოლოგიური დეპარტამენტიდან მიღებული ¹25-4/186 და ¹01-4/170 პასუხების თანახმად ირკვევა, რომ 1988-89 წ.წ. თბილისში, ... მე-4 მ/რ-ში ¹22 კორპუსის დაგეგმარების დროს მათ მიერ საინჟინრო კვლევა არ ჩატარებულა. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის 2004წ. 1 ივნისის ¹06-08-02-12/915-184 ცნობიდან კი ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული კორპუსის მშენებლობა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2004წ. 22 ივლისის ¹ყ-30 წერილმა უფრო განამტკიცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ¹22 ... მე-4 მ/რ-ში არ აშენებულა, რადგან აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. იგივეს ადასტურებს ექსპერტის დასკვნა, რომელშიც უარყოფითად არის შეფასებული ¹22 კორპუსის კონსტრუქციული ნაწილი. განმცხადებლის მითითებით, თბილისის მ-ის მიერ 2004წ. 11 თებ-ვალს გაცემული ¹19 ცნობით ირკვევა, რომ ¹22 კორპუსის ადგილის შეცვლა მოხდა არქეოლოგიური სამსახურის მოთხოვნით, კორპუსის იგივე ნომრის შენარჩუნებით.მისი განმ-ებით, სახელმწიფო მინისტრთან ლტოლვილთა განსახლების მიზნით წარდგენილი თბილისში გამოთავისუფლებული ფართების შესახებ ინფორმაციის თანახმად მე-4 მ/რ-ში დაუმთავრებელი სახლის ნომერია ¹13. აღნიშნული ზეპირი განმარტებით დაადასტურა, ასევე, ¹13 კორპუსის პროექტის ავტორმა. განმცხადებელის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ.თბილისში, ... ტერიტორიაზე ¹22 კორპუსი საერთოდ არ აგებულა, ხოლო ¹13 კორპუსი აშენდა ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, რაც მისი მოსაზრებით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად შეამოწმა რ.ყ-ანის, ლ.თ-ავას, დ.დ-იას და ქ.თბილისში, ... ¹13 კორპუსის სხვა მცხოვრებთა წარმომადგენელილ.ჯოხაძის განცხადების _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ _ დასაშვებობა. ამ ნორმის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთი პირობას წარმოადგენს ის, რომ ასეთი განცხადება შეტანილი უნდა იქნეს განსჯად სასამართლოში. სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩეილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ.ყ-ანის, ლ.თ-ავას, დ.დ-იას და ქ.თბილისში, ... ¹13 კორპუსის სხვა მცხოვრებთა წარმომადგენელმა ლ.ჯოხაძემ განცხადება შეიტანა არაგანსჯად სასამართლოში, რადგან ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრისგანჩინებით; სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განჩინება კი უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინებით.მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ისეთი გარემოება, რომლის საფუძველზე სააპელაციო (საკასაციო) სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და თვითონ გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ.ყ-ანის, ლ.თ-ავას, დ.დ-იას და ქ.თბილისში, ... ¹13 კორპუსის სხვამცხოვრებთა წარმომადგენელი ლ.ჯოხაძის განცხადება უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად დატოვა იგი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 425-ე, 429-ე, 424-ე, 430-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ.ყ-ანის, ლ.თ-ავას, დ.დ-იას და ქ.თბილისში, ... ¹13 კორპუსის სხვა მცხოვრებთა წარმომადგენელი ლ.ჯოხაძის განცხადება _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ_ განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.