შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3ა-118-02 5 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ.კვანტალიანი,ქ. გაბელაია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. უ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის ქ.ჩელიაბინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 1992წ. 31 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე ვ. უ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. უ-ი და ვ. უ-ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1988წ. 1 აგვისტოს, შეეძინათ შვილი ს.. მოპასუხე მატერიალურ დახმარებას არ უწევს შვილს, რის გამოც მ. უ-იმ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შვილის სარჩენად ვ. უ-ისათვის ალიმენტის დაკისრება. ვინაიდან რუსეთის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავისი არასრულწლოვანი შვილები, სარჩელი დაკმაყოფილდა.
სასამართლოს დადგენილებით ვ. უ-ის დაეკისრა ალიმენტის გადახდა მ. უ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ყველა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით შვილის სრულწლოვანებამდე.
მოცემული სასამართლოს დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 1992წ. 10 აპრილს.
მ. უ-იმ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.ჩელიაბინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 1992წ. 31 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 იანვრის განჩინებით მ. უ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის ქ.ჩელიაბინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 1992წ. 31 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. უ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.ჩელიაბინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 1992წ. 31 მარტის დადგენილებით ვ. უ-ის დაეკისრა ალიმენტის გადახდა მ. უ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ყველა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით შვილის სრულწლოვანებამდე.
მოცემული სასამართლოს დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 1992წ. 10 აპრილს.
მ. უ-იმ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.ჩელიაბინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს მოცემული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქერჩის საქალაქო სასამართლოს 1988წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” სკ-ს 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ს 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. უ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
რუსეთის ფედერაციის ქ.ჩელიაბინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 1992წ. 31 მარტის დადგენილება, რომლითაც ვ. უ-ის დაეკისრა ალიმენტის გადახდა მ. უ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ყველა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით შვილის სრულწლოვანებამდე, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული დადგენილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.