შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-3051-შ-96-04 4 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნ.ვ. ხ.-ს შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის, ...-ის საქალაქო ფედერალური სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განაჩენის და ამავე სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ, ადვოკატისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
...-ის ოლქის ...-ის საქალაქო ფედერალური სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ბ.-ს და ი. ი.-ს ტ. დ.-ს სასარგებლოდ მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიყენებულია ქონების ქურდობით, დაეკისრათ სოლიდარულად 180 925 რუბლის გადახდა. ჯ. ბ.-ს და ი. ი.-ს, ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ თითოეულს პროცესუალური ხარჯები 1072 რუბლისა და 10 კაპიკის ოდენობით. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002წ. 5 ნოემბერს და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ასევე, არ აღსრულებულა ამავე სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ჯ. ბ.-ს დაეკისრა პროცესუალური ხარჯები ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების სახით 1800 რუბლის ოდენობით. ...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნ.ვ. ხ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ...-ის ოლქის, ...-ის საქალაქო ფედერალური სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განაჩენის და ამავე სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ჯ. ბ.-ის მიმართ ცნობასა და აღსრულების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 6 ივნისის განჩინებით ...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნ.ვ. ხ.-ს შუამდგომლობები მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნ.ვ. ხ.-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ...-ის ოლქის ნოვგოგრადის საქალაქო ფედერალური სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ბ.-ს და ი. ი.-ს ტ. დ.-ს სასარგებლოდ მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიყენებულია ქონების ქურდობით, დაეკისრათ სოლიდარულად 180925 რუბლის გადახდა. ჯ. ბ.-ს და ი. ი.-ს ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ, თითოეულს, პროცესუალური ხარჯები 1072 რუბლისა და 10 კაპიკის ოდენობით. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002წ. 5 ნოემბერს და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ასევე, არ აღსრულებულა ამავე სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ჯ. ბ.-ს დაეკისრა პროცესუალური ხარჯები ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების სახით 1800 რუბლის ოდენობით.
...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნ.ვ. ხ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ...-ის ოლქის, ...-ის საქალაქო ფედერალური სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განაჩენის და ამავე სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ჯ. ბ.-ის მიმართ ცნობასა და აღსრულების ნაწილში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ...-ის საქალაქო ფედერალური სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვეციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნ.ვ. ხ.-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
...-ის ოლქის ნოვგოგრადის საქალაქო ფედერალური სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განაჩენით, რომლითაც ჯ. ბ.-ს და ი. ი.-ს ტ. დ.-ს სასარგებლოდ მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრათ სოლიდარულად 180925 რუბლის გადახდა. ჯ. ბ.-ს და ი. ი.-ს ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ, თითოეულს, პროცესუალური ხარჯები 1072 რუბლისა და 10 კაპიკის ოდენობით. ამავე სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ბ.-ს დაეკისრა პროცესუალური ხარჯები ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების სახით 1800 რუბლის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.