შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 04.07.2007
საქმის ნომერი
361საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹361 საზ ქ. თბილისი

4 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 მაისის განაჩენით დ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. სასჯელის მოხდა მას დაეწყო 2003 წლის 31 ივლისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. გ-მა ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით.

მსჯავრდებული დ. გ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა სამიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ª ქვეპუნქტიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,აª ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე დ. გ-ის მსჯავრდებას, უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდების ამ ნაწილში მის მიმართ, მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს, ამიტომ განაჩენი აღნიშნულ ნაწილში მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ამავე დროს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ სასჯელი დანიშნულია სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ დ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ª ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,აª ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.