საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.01.2009
საქმის ნომერი
2კ-861აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

861აპ-08 20 იანვარი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი

მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. პ-სა და მსჯავრდებულების: ვ. .გ-ს, ვ. თ-ის, გ. მ-ის, თ. ჟ-ის, ზ. დ-ას, გ. ა-ის, რ. შ-ის, რ. ბ-ას, ი. კ-ის, კ. ქ-ას, მ. თ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. ხ-ის, მ. E-ის, გ. ნ-ის, ქ. ჭ-ის, ო. მ-ას, შ. შ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენზე, რომლითაც:

1) მ. თ-ა, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), მე-18, 315-ე მუხლის II ნაწილითა და 25-236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2) თ. ჟ-ი, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის I ნაწილითა და მე-18, 315-ე მუხლის II ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3) კ. ქ-ა, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით, მე-18, 315-ე მუხლის II ნაწილითა და 236-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4) რ. ს-ე, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის I ნაწილითა და მე-18, 315-ე მუხლის II ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5) გ. მ-ი, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

6) გ. პ-ი, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

7) ვ. გ-ა, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

8) რ. ბ-ა, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

9) გ. ა-ე, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

10) ი. კ-ე, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

11) ზ დ-ა, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

12) ვ. თ-ე, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ისინი სასჯელს იხდიან 2006 წლის 6 სექტემბრიდან.

13) მ. ნ-ი, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეეცვალა პირობით _ 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

მ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის 3 დღე _ 2006 წლის 6 სექტემბრიდან 2006 წლის 8 სექტემბრამდე.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ა)ქაღალდის კონვერტში მოთავსებული ორი მუყაოს ფურცელი (სქემა), შენახულ იქნეს სასამართლოს კანცელარიაში საქმის შენახვის ვადით; ბ) დალუქული ცხრა პოლიეთილენის ფუთა (ქართულ და უცხოურ ენებზე შედგენილი პროკლამაციები), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; გ) ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალები, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები: AKM მოდელის 22 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, AKMAKMჩ მოდელის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, AKAK-74 მოდელის 7 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ΠΚ- სისტემის 1 ტყვიამფრქვევი, ავტომატური იარაღის 29 მჭიდი, ღΓД-5 ტიპის 18 ხელყუმბარა, ორ ცილინდრისებურ ფორმის კონტეინერში მოთავსებული УЗРГМ ტიპის 15 ფალია, РРПГ-7 ტიპის 6 და РПГ– 26 ტიპის 1 ყუმბარსატყორცნი, ПРГ7Л ტიპის 6 გასროლა, ორასგრამიანი 15 და ოთხასგრამიანი 14 ტროტილის კოჭა, 7,62 მმ კალიბრიანი 40 ვაზნა, ოთხ ლითონის ყუთში მოთავსებული 7, 62 მმ კალიბრიანი 2700 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, ორ ანალოგიურ ყუთში მოთავსებული 5, 45 მმ კლაიბრიანი 2100 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა და ტყვიის ერთი გულარი გადაეცეს შემდგომი განკარგვისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს;

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: თANFOGLIO სისტემის 1 პისტოლეტი და 2 მჭიდი, „ნაგანის“ სისტემის 1 რევოლვერი, ККО-72 მოდელის 1 კარაბინი, ღEMINGთON 870 EXშPღEშშ მოდელის 1 სანადირო თოფი, ТОЗ 34 ЕР მოდელის 1 სანადირო თოფი, 12 კალიბრიანი 62 სანადირო ვაზნა, 40 შ&ჭ 12 ვაზნა, რაც ინახება შს სამინისტროში, დაუბრუნდა მესაკუთრეებს;

მ. თ-ას საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული 46730 (ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდაათი) აშშ დოლარი, 300 (სამასი) ევრო, 780 (შვიდასოთხმოცი) რუსული რუბლი და პარტია „სამართლიანობის“ ახალგაზრდული კავშირის ოფისიდან ამოღებული 34000 (ოცდათოთხმეტი ათასი) ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ჩამოერთვა და უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფო ბიუჯეტს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. პ-ისა და მსჯავრდებულების: ვ. თ-ის, გ. მ-ის, თ. ჟ-ის, ზ. დ-ას, გ. ა-ის, რ. ს-ის, რ. ბ-ას, ი. კ.-ის, კ. ქ-ას, მ. თ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. ე-ის, გ. ნ-ის, ქ. ჭ-ის, ო. მ-ას, შ. შ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.