დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.03.2009
საქმის ნომერი
2კ-902აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

902აპ-08 5 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. დ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით კ. გ, _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლევი, მცხოვრები ქ. ქუთაისი, ი.ა-ს ქ. ¹..-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 29 ივნისიდან.

განაჩენით კ. გ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებაში, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXVIII თავით გათვალისწინებლი რომელიმე დანაშაული.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

კ. გ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი აბები, რომლის ნაწილი _ 0,06084 გრამი, საერთო წონით 3,04305 გრამი, 2007 წლის 18 აპრილიდან 22 მაისამდე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სამჯერ, სულ 1950 ლარად უკანონოდ გაასაღა ალექსანდრე თეიმურაზის ძე ბოყოჩაძეზე, კერძოდ:

2007 წლის აპრილში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, კ. გ. შეხვდა თავის სიძეს (ძმისშვილის მეუღლეს), ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ ა. ბ-ს, რომელსაც შესთავაზა სუფთა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი სამედიცინო პრეპარატის _ ,,სუბოტექსის” ნახევარი აბის მიყიდვა 130 ლარად, რის შემდეგაც, შეთანხმებისამებრ კ. გ-მ ა. ბ-ზე 650 ლარად გაასაღა 0,02028 გრამი ,,ბუპრენორფინის” შემცველი აბების ნატეხები, საერთო წონით 1,01435 გრამი.

კ. გ-მ იმავე პერიოდში, დაუდგენელ ვითარებაში, ა. ბ-ზე 650 ლარად კვლავ გაასაღა 0,02028 გრამი ,,ბუპრენორფინის” შემცველი აბების ნატეხები, საერთო წონით 1,01435 გრამი.

2007 წლის მაისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, კ. გ-მ ა. ბ-ზე 650 ლარად კვლავ გაასაღა 0,02028 გრამი ,,ბუპრენორფინის” შემცველი აბების ნატეხები, საერთო წონით 1,01435 გრამი.

2007 წლის 29 ივნისს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კ. გ. თავისი კუთვნილი ა/მანქანა ,,.. .. ..”, სახელმწიფო ¹.....-.. .. .., იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, .. .. .. ქუჩაზე, ავიოტექნიკური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დააკავეს შსს სოდ-ის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციის მუშაკებმა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებული კ. გ-ს პირადი ჩხრეკისას, მისი სპორტული შარვლის მარცხენა, გვერდითი ჯიბიდან ამოიღეს ვერცხლისფერ ქაღალდში ოთხ პაკეტად დაფასოებული, თეთრი ფერის აბების ნატეხები, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საძინებელი ოთახის კედელთან მდგარი შავი ფერის კომოდის მარცხენა უჯრიდან ამოიღეს ვერცხლისფერ ქაღალდში შეფუთული, თეთრი ფერის მოგრძო აბი, წარწერით ,,ბ8”, რომლებიც, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის ¹.. .. ../სქ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი აბების ნატეხებს, საერთო წონით 1,1791 გრამი, რაშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” საერთო შემცველობაა 0,02358 გრამი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დ. F-ძემ და მსჯავრდებულ კ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დD-მა.

აპელანტი _ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დ. F-ძე ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქმეზე ნივთმტიცებად ცნობილი, ეჭვმიტანილ კ. გ-საგან ამოღებული ა/მანქანა ,,.. .. ..”, სახელმწიფო ¹.-.. .. .., მისი მესაკუთრისათვის დაბრუნების ნაცვლად, სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას.

აპელანტი – მსჯავრდებულ კ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. დ. ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება შემდეგი მიმართებით: კ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე კ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო საჩივრებში ისინი აღნიშნავენ, რომ კ. გ. არის მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და არა რეალიზატორი, შესაბამისად მას ა. Bლ-სათვის არასოდეს მიუყიდია ნარკოტიკული საშუალებები, არც 2007 წლის 21 მაისს შეხვედრია, ვინაიდან იმ დღეს იყო მისი ქალიშვილის დაბადების დღე და სახლიდან საერთოდ არ გასულა. კასატორები ასევე უთითებენ, რომ კ. გ-ს არც დაკავებისას და არც საცხოვრებელ ბინაში ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონია და რომ იგი მას პოლიციელებმა ჩაუდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ კ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების _ შ. კ-ის, ბ. ნ-ის ჩვენებებით, კ. გ-ის დაკავების, პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისის განაჩენითა და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულ კ. გ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ კ. გ-ის ქმედებაში არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, კერძოდ: განაჩენი ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ მოწმე ალ. ბ-ის ჩვენებას, რომლის თანახმად, იგი შეხვდა კ. გ-ს 2007 წლის 21 მაისს, ქ. ქუთაისში, მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ უკანასკნელისგან 650 ლარად შეიძინა 2 მთლიანი და ერთი ნახევარი აბი ,,სუბოტექსი». მისივე ჩვენებით, მას ადრეც შეუძენია კ. გ-სგან ნარკოტიკული საშუალებები. სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს გასაღების ფაქტზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს გამოუკვლევიათ. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსკ-ის 132-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. კანონის მითითებულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ დაასაბუთა, მოწმე ალ. ბ-ის ჩვენების გარდა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად მსჯავრდებულის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ მოწმე ალ. ბ-ის ჩვენება, როდესაც საქმეში არ არსებობს ბრალდების ამ ეპიზოდში სხვა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რაც მოწმის ჩვენების უტყუარობის შემოწმების საშუალებას მოგვცემს, არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ პირი დამნაშავედ იქნეს ცნობილი მსჯავრდების ამ ეპიზოდში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. გ-ს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს ნარკოტიკული საშუალებების გასაღება და, შესაბამისად, მითითება საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ, მსჯავრდებულ კ. გ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ფულად თანხაზე _ 700 ლარზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ანდა იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ანდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას».

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებითა და პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენებით არ არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულ კ. გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 700 ლარი არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, საქმეში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამიტომ მსჯავრდებულ კ. გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 700 ლარი უნდა დაუბრუნდეს მისი ოჯახის წევრებს.

პალატას ასევე მიაჩნია, რომ კ. გ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით უნდა დარჩეს უცვლელად. მართალია კ. გ-ს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს ალ. ბ-ზე ნარკოტიკული საშუალების (მთლიანობაში 0,06084 გრამი ,,ბუპრენორფინის” შემცველი აბების) გასაღება, მაგრამ როგორც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 30 ივნისის ¹.. .. ../სქ სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, კ. გ-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი აბებისა და აბის ნატეხებს, საერთო წონით 1,1791 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” საერთო შემცველობაა 0,02358 გრამი. ხოლო საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება 0,012 გრამზე მეტი წონის ,,ბუპრენორფინი”.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. დ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ კ. გ-ს განაჩენიდან ამოერიცხოს ნარკოტიკული საშუალების გასაღება.

მსჯავრდებული კ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 25 ივლისის კანონი), რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვროს _ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, კ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის _ 700 ლარის სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.

მსჯავრდებულ კ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 700 ლარი დაუბრუნდეს მისი ოჯახის წევრებს.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.