შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
118 საზ თბილისი
31 ოქტომბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 20 თებერვლის განჩინების გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ა. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:Ñ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ»ª, ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ზ», ,,თ» პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის ,,ა», ,,ზ», ,,თ», ,,ი» პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2005 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით რ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ»ª, ,,გ», ,,დ»ª ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ზ», ,,თ» ქვეპუნქტების საფუძველზე – 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის ,,ა», ,,ზ», ,,თ», ,,ი» ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ე. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,დ»ª ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ზ», ,,თ» ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის ,,ა», ,,ზ», ,,თ», ,,ი» ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ნ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; 375-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) შესაბამისად, ნ. ჩ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც აღნიშნული კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
იმავე განაჩენით ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის საფუძველზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით.
იმავე განაჩენით მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,დ»ª ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო მესამე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ზ», ,,თ» ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის ,,ა», ,,ზ», ,,თ», ,,ი» ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) შესაბამისად, მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით კ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 23-ე მუხლისა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 20 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. პ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. პ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განზრახი მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით აღნიშნული დანაშაულისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. პ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და აღნიშნულ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
რაც შეეხება ა. პ-სათვის შერაცხულ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მათ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათ მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მსჯავრდებულების – რ. ს-ის, ე. თ-ის, მ. ს-ისა და კ. ვ-ის მიმართაც, ზემომითითებული გარემოებების გამო, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ:
მსჯავრდებულ რ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან და 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტიდან (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ ე. თ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან და 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტიდან (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ მ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტიდან (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების – ა. პ-ს, რ. ს-ის, ე. თ-ის, მ. ს-ის, კ. ვ-ის, ნ. ჩ-ისა და ლ. გ-ის მიმართ იმავე განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მათი შეცვლისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ ა. პ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 20 თებერვლის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ა. პ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
იმავე განაჩენით მსჯავრდებულ რ. ს-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
იმავე განაჩენით მსჯავრდებულ ე. თ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტიდან (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
იმავე განაჩენით მსჯავრდებულ მ. ს-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტიდან (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში მსჯავრდებულების – ა. პ-ს, რ. ს-ის, ე. თ-ის, მ. ს-ის, კ. ვ-ის, ნ. ჩ-ისა და ლ. გ-ის მიმართ, აგრეთვე გასაჩივრებული განაჩენით მათთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატა განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.