შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹121საზ-07 22 ივნისი, 2009 წელი
Q ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე)
დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ღ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ას ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის განაჩენით კ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 18 თებერვლიდან.
მსჯავრდებული კ. ღ. საჩივრით ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი და 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, სასჯელის შემცირებასა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ კ. ღ-ს პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ კ. ღ-მ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი. ამასთან, შეიცვალა დანაშაულის კატეგორია. ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ახალ სისხლის სამართლის კანონს აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ღ-ს ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება სასჯელს, იგი მოქმედი კანონის სანქციის ფარგლებშია და მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. ღ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს: კ. ღ-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ კ. ღ-სთვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.