საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2010
საქმის ნომერი
2კ-32აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹32აპ-10 11 მაისი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით:

ლ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 იანვრიდან.

მ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასამართლო განხილვამდე _ 2009 წლის 2 აპრილიდან 2009 წლის 24 სექტემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ მ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

კ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასამართლო განხილვამდე _ 2009 წლის 5 აპრილიდან 2009 წლის 24 სექტემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ კ. მ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ზ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასამართლო განხილვამდე _ 2009 წლის 7 აპრილიდან 2009 წლის 17 აპრილამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ზ. ზ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ნ. დ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქობულეთის რაიონში.

ნ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 6000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასამართლო განხილვამდე _ 2009 წლის 8 აპრილიდან 2009 წლის 17 აპრილამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ნ. დ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქობულეთის რაიონში.

გ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლითY თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სსკ-ის 376-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ა. ა-ს განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ პირადი თავდებობა გაუქმდა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

ლ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 იანვრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დაზუსტდა და დაემატა შემდეგი:

მ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასამართლო განხილვამდე _ 2009 წლის 2 აპრილიდან 2009 წლის 24 სექტემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ მ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

კ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასამართლო განხილვამდე _ 2009 წლის 5 აპრილიდან 2009 წლის 24 სექტემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ კ. მ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ზ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასამართლო განხილვამდე _ 2009 წლის 7 აპრილიდან 2009 წლის 17 აპრილამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ზ. ზ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ნ. დ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქობულეთის რაიონში.

ნ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 6000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასამართლო განხილვამდე _ 2009 წლის 8 აპრილიდან 2009 წლის 17 აპრილამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ნ. დ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქობულეთის რაიონში.

ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სსკ-ის 376-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ა. ა-ს განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ პირადი თავდებობა გაუქმდა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, მსჯავრდებულების _ მ. ა-ის, კ. მ-ის, ნ. ზ-სა და გ. ჩ-ას მიმართ _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, მსჯავრდებულ ზ. ზ-ის მიმართ _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით, ხოლო მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე და 376-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.