საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.07.2010
საქმის ნომერი
2კ-58აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

58აპ-10 5 ივლისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ა-ის, ს. ვ-ისა და მსჯავრდებულების _ ვ., რ. და ა. ჩ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით ვ. ჩ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით (2006 წლის 11 მარტის ეპიზოდი) _ 1 წლით, იმავე მუხლით (2006 წლის 9 ოქტომბრის, 13, 14 ივნისის ეპიზოდები) _ 2-2 (ორ-ორი) წლით, 23, 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 2 წლით, ხოლო 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ვ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ჩ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით (2006 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) ჯარიმა _ 2000 ლარი, ხოლო 236-ე მუხლის I ნაწილით _ ჯარიმა _ 3000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, რ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარი.

ა. ჩ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ ჯარიმა _ 3000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი.

რ. და ა. ჩ-ების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს მათ შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1 ხელყუმბარა, ,,მაკაროვის» სისტემის პისტოლეტი 2 ვაზნით, ,,აკმის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ¹........, 7,62 მმ კალიბრიანი 20 ვაზნა უნდა გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, 23, 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ა-ის, ს. ვ-ისა და მსჯავრდებულების _ ვ., რ. და ა. ჩ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.