საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.11.2010
საქმის ნომერი
2კ-834აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹834აპ-10 11 ნოემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ვ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. კ-ას, გ. ე-ის, ჯ. შ-ასა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განაჩენზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ვ. ვ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის II ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით, ხოლო 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ვ. ვ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ,,პანასონიკის» ფირმის ვიდეოკასეტა და 2 ცალი ,,ჩD» დისკი, დალუქულ მდგომარეობაში, ინახება საქმესთან ერთად. 2 ხელყუმბარა გამოკვლევის დროს განადგურდა. ,,AK-47» მოდელის ¹... ,,კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ავტომატი, 30 ვაზნა, 43 აალების ვაზნა, რომლებიც ინახება შს სამმართველოში, მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში და შემდგომი განკარგვისათვის გადაეცა საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას; ,,სონის» ფირმის დიქტოფონი დაუბრუნდა დაზარალებულ ლ. ხ-ას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ვ. ვ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის II ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით, ხოლო 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ვ. ვ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის II ნაწილითა 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ვ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. კ-ას, გ. ე-ის, ჯ. შ-ასა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.