საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ¹627აპ-11 ქ. თბილისი
27 თებერვალი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ნ-ის საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის განაჩენით რ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 8_8 (რვა-რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს _ 8 წელს დაემატა 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 4 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე მუხლის 11-ლი ნაწილებით, შეკრების წესით, რ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება კახეთის საოლქო პროკურატურასა და მსჯავრდებულებს: ი. ჯ-ს, ჯ. ყ-სა და გ. ძ-ს შორის.
ი. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 41-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით ჯ. ყ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ყ-ს სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 8 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 9 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე სსკ-ის 41-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 20.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 41-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ისინი სასჯელს იხდიან 2011 წლის 6 აპრილიდან.
მსჯავრდებულებს: რ. ნ-ს, ი. ჯ-ს, ჯ. ყ-სა და გ. ძ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5-5 (ხუთ-ხუთი) წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2011 წლის 28 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ნ-მა. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია საჩივრის შემტანი პირის მონაცემები, გასაჩივრებული განაჩენი, მისი გამომტანი სასამართლო და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, მაგრამ არ არის განმარტებული, თუ რა მოცულობით საჩივრდება განაჩენი, ასევე არ არის დასაბუთებული კასატორის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს მისცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, რადგან საჩივარი არ შეესაბამებოდა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, საკასაციო საჩივარში, სხვა გარემოებებთან ერთად, მითითებული უნდა იყოს, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს ამას.
2012 წლის 6 თებერვალს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულებიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული წერილიდან ჩანს, რომ მსჯავრდებულ რ. ნ-ს უზენაესი სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ ჩაჰბარდა 2012 წლის 1 თებერვალს, ხოლო მან საკასაციო საჩივარი ხარვეზის შევსების შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულებაში წარადგინა 2012 წლის 17 თებერვალს, რითაც დაირღვა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა.
ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, საკასაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლისა და 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.