ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№17391-13 8 ივლისი, 2013 წელი
ფ-ე ჯ, 17391-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნ. ჯ-ს
დაზარალებულ - ნ. დ-ს
ადვოკატ - ლ. კ-ს
მსჯავრდებულ - ჯ. ფ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით ჯ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 13 ივნისიდან.
მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 100000 ლარი.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ჯ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ შეფარდებული ჯარიმა – 100000 ლარი დარჩა უცვლელად. ჯ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 13 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. ფ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ მოიპოვა ყველა დაზარალებულის ან მათი უფლებამონაცვლეების თანხმობები.
ამჟამად საქმეში დამატებით წარმოდგენილია დაზარალებულების - ყ. მ-ს, ლ. მ-ს, მ. ს-ს, ი. გ-ს, ზ. ს-ს, ო.გ-ს, ქ. გ-ს, გ. გ-ს, დ. ს-ს, ნ. გ-ს, ნ. ჩ-ს, ა. ნ-ს, ც. ჩ-ს, ქ-ნ კ-ს, ნ. მ-ს, ნ. მ-ს, მ. ხ-ს, შ. ხ-ს, გ. მ-ს, ბ. ბ-ს, ე. ხ-ს წარმომადგენელ - ლ. კ-ს, დაზარალებულების - მ. დ-ა და რ. მ-ს უფლებამონაცვლე - ე. მ-ს, დაზარალებულ გ. ჭ-ს უფლებამონაცვლე ნ. ს-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, რომლებითაც ირკვევა, რომ ისინი თანხმობას აცხადებენ, მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და თანახმა არიან, გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული ჯ. ფ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ჯ. ფ-ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
მსჯავრდებული ჯ. ფ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი