საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117001960855
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №71აპ-19 ქ. თბილისი
ჩ. მ. 71აპ-19 23 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დიმიტრი ჩაფიჩაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ა-ს, - დაბადებულს 1… წელს,- ბრალად ედებოდა:
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად;
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით ფლობა, ქონების შეძენა და გადაცემა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვას და შენიღბვას, ჩადენილი ჯგუფის მიერ და რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;
- ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ე.ი. ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება;
- მიწის გაუვარგისება, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობისას მავნე ნივთიერებით მიწის მოწამვლა, დეგრადაცია და მიწის სხვაგვარი გაუვარგისება, განპირობებული ქიმიური ნივთიერებებისადმი მოპყრობის წესის დარღვევით, რამაც გარემოს დაზიანება გამოიწვია.
ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ჩ-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა:
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად;
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით ფლობა, ქონების შეძენა და გადაცემა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფის მიერ და რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ბ-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა:
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად (ორი ეპიზოდი);
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით ფლობა, ქონების შეძენა და გადაცემა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვას და შენიღბვას, ჩადენილი ჯგუფის მიერ და რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (ორი ეპიზოდი);
- ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ე.ი. ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება;
- მიწის გაუვარგისება, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობისას მავნე ნივთიერებით მიწის მოწამვლა, დეგრადაცია და მიწის სხვაგვარი გაუვარგისება, განპირობებული ქიმიური ნივთიერებებისადმი მოპყრობის წესის დარღვევით, რამაც გარემოს დაზიანება გამოიწვია.
ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ფ-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა:
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად (ორი ეპიზოდი);
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით ფლობა, ქონების შეძენა და გადაცემა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვას და შენიღბვას, ჩადენილი ჯგუფის მიერ და რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (ორი ეპიზოდი);
- ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ე.ი. ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება;
- მიწის გაუვარგისება, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობისას მავნე ნივთიერებით მიწის მოწამვლა, დეგრადაცია და მიწის სხვაგვარი გაუვარგისება, განპირობებული ქიმიური ნივთიერებებისადმი მოპყრობის წესის დარღვევით, რამაც გარემოს დაზიანება გამოიწვია;
- თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მანგანუმის ნედლი მადნის მოპოვება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ბ. ბ-მ, მ. ფ-მ და თ. ა-მ განიზრახეს დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, შპს „კ-ს“ (ს/ნ ...) სახელის გამოყენებით, მანგანუმის ნედლი მადნის ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოპოვება. დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ბ. ბ-ს, მ. ფ-სა და თ. ა-ს ორგანიზებით, დამხმარე პერსონალისა და სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ჭ-ს რ-ს ს. შ-ს, ს. ზ. რ-ს და სხვა ტერიტორიებიდან, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოპოვებულ იქნა 3664 ტონა მანგანუმის ნედლი მადანი, რითაც გარემოს მიადგა 64698.12 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მანგანუმის ნედლი მადნის მოპოვება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. მ. ჩ-მ, მ. ფ-მ და ბ. ბ-მ განიზრახეს დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, შპს „კ-ს“ (ს/ნ ....) სახელის გამოყენებით, მანგანუმის ნედლი მადნის ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოპოვება. დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ბ. ბ-ს, მ. ფ-ს და მ. ჩ-ს ორგანიზებით, დამხმარე პერსონალისა და სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ჭ-ს რ-ს ს. შ-ს, ს. ზ. რ-სა და სხვა ტერიტორიებიდან, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოპოვებულ იქნა 10116 ტონა მანგანუმის ნედლი მადანი, რითაც გარემოს მიადგა 191 507.4 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მ. ფ-მ, ბ. ბ-მ და მ. ჩ-მ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაც აღასრულეს კიდეც: მათ 2016 წლის ივნისიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ლიცენზიის გარეშე, შპს „კ-ს“ (ს/ნ ....) სახელის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 10116 ტონა მანგანუმის ნედლი მადანი, ხოლო მისი გადამუშავების შედეგად მიღებულ 2529 ტონა მანგანუმის კონცენტრატს გაუკეთეს რეალიზაცია. უკანონოდ მიღებული მანგანუმის კონცენტრატის წარმოშობის დაფარვისა და მისი უპრობლემოდ რეალიზაციის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით, შპს „კ-ს“ (ს/ნ ...) ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „ჯ-სთან“, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიის ფარგლებში მ-ს რ-ს ს. ნ-ში მანგანუმის მადნის მოპოვებასთან დაკავშირებით. რეალურად მ-ს რ-ს ს. ნ-ში მოპოვებულ იქნა 40-50 ტონა მანგანუმის მადანი. შპს „კ.“ (ს/ნ ...) ახდენდა ფიქციურ შიდა გადაზიდვებს მ-ს რ-ს ს. ნ-დან ჭ-ს რ-ში, რითაც ბ. ბ., მ. ფ. და მ. ჩ. ყალბად ქმნიდნენ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების-მანგანუმის კონცენტრატის აქტივს და ამით კანონიერ სახეს აძლევდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას. დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მოპოვებული პროდუქციისთვის კანონიერი სახის მიცემის შემდეგ რეალიზაციის შედეგად მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 710 261 ლარის უკანონო შემოსავალი.
2016 წლის თებერვალში მ. ფ-მ, თ. ა-მ და ბ. ბ-მ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაც აღასრულეს კიდეც: მათ 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ლიცენზიის გარეშე, შპს „კ-ს“ (ს/ნ ...) სახელის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 3664 ტონა მანგანუმის ნედლი მადანი, ხოლო მისი გადამუშავების შედეგად მიღებულ 916 ტონა მანგანუმის კონცენტრატს გაუკეთეს რეალიზაცია. უკანონოდ მიღებული მანგანუმის კონცენტრატის წარმოშობის დაფარვისა და მისი უპრობლემოდ რეალიზაციის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით, შპს „კ-ს“ (ს/ნ ... ) ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „ჯ-სთან“, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიის ფარგლებში მ-ს რ-ს ს. ნ-ში მანგანუმის მადნის მოპოვებასთან დაკავშირებით. რეალურად მ-ს რ-ს ს. ნ-ში მოპოვებულ იქნა 40-50 ტონა მანგანუმის მადანი. შპს „კ.“ (ს/ნ ...) ახდენდა ფიქციურ შიდა გადაზიდვებს მ-ს რ-ს ს. ნ-დან ჭ-ს რ-ში, რითაც ბ. ბ., მ. ფ. და თ. ა. ყალბად ქმნიდნენ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების - მანგანუმის კონცენტრატის აქტივს და ამით კანონიერ სახეს აძლევდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას. დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მოპოვებული პროდუქციის კანონიერი სახის მიცემის შემდეგ რეალიზაციის შედეგად მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 254 202 ლარის უკანონო შემოსავალი.
თ. ა-მ ბუღალტერ კ. ჭ-ს ტელეფონით უკარნახა და შპს „კ-ს“ (ს/ნ ...1) სახელით გამოაწერინა: 2016 წლის 23 მაისის N..., 2016 წლის 11 ივლისის N N..., 2016 წლის 13 ივლისის N..., 2016 წლის 20 აგვისტოს, N..., N..., N... და N...., 2016 წლის 21 აგვისტოს N..., 2016 წლის 23 სექტემბრის N..., 2016 წლის 24 სექტემბრის N..., N..., N... და N..., 2016 წლის 25 სექტემბრის N... და N..., 2016 წლის 26 სექტემბრის N..., N..., N... და N... შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა, მანგანუმის მადნის მ-ს რ-დან ჭ-ს რ-ში ტრანსპორტირების შესახებ, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
ბ. ბ-მ უკანონოდ მოპოვებული მანგანუმის კონცენტრატის წარმოშობის წყაროს შესანიღბად განიზრახა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, ბ. ბ-მ ბუღალტერ კ. ჭ-ს ტელეფონით უკარნახა და შპს „კ-ს“ (ს/ნ ...1) სახელით გამოაწერინა: 2016 წლის 23 მაისის N...., 2016 წლის 7 ივლისის N..... და N..., 2016 წლის 10 ივლისის N..., და N..., 2016 წლის 14 ივლისის N...., 2016 წლის 20 ივლისის N... და N..., 2016 წლის 21 ივლისის N..., 2016 წლის 22 ივლისის N..., 2016 წლის 26 ივლისის N..., 2016 წლის 17 აგვისტოს N..., 2016 წლის 18 აგვისტოს N..., N.. N...და N.., 2016 წლის 30 აგვისტოს N.., 2016 წლის 2 სექტემბრის N..., N..., .... და N.. , 2016 წლის 3 სექტემბრის N.. და N..., 2016 წლის 4 სექტემბრის N..., N.., N... და N..., 2016 წლის 5 სექტემბრის N..., N..., 2016 წლის 8 სექტემბრის N... და N.., 2016 წლის 14 სექტემბრის N... და N..., 2016 წლის 15 სექტემბრის N..., 2016 წლის 19 სექტემბრის N... და N... სასაქონლო ზედნადებები, ხოლო შპს „კ-ს“ ს/ნ.. სახელით გამოაწერინა: 2016 წლის 1 ოქტომბრის N.., N..., N... და N...., 2016 წლის 2 ოქტომბრის N..., N..., N.. და N..., 2016 წლის 4 ოქტომბრის N... და N...., 2016 წლის 5 ოქტომბრის N..., N..., N..., N..., N...და N.., 2016 წლის 8 ოქტომბრის N... და N..., 2016 წლის 10 ოქტომბრის N... და N..., 2016 წლის 11 ოქტომბრის N.., N..., N... და N..., 2016 წლის 13 ოქტომბრის N.. და N..., 2016 წლის 14 ოქტომბრის N..., 2016 წლის 15 ოქტომბრის N.. და N..., 2016 წლის 16 ოქტომბრის N... და N..., 2016 წლის 19 ოქტომბრის N... და N.., 2016 წლის 22 ოქტომბრის N..., N.., N.., N..., N... და N..., შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა, მანგანუმის მადნის მ-ს რ-დან ჭ-ს რ-ში ტრანსპორტირების შესახებ, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
მ. ფ-მ უკანონოდ მოპოვებული მანგანუმის კონცენტრატის წარმოშობის წყაროს შესანიღბად განიზრახა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, მ. ფ-მ ბუღალტერ კ. ჭ-ს ტელეფონით უკარნახა და შპს „კ-ს“ (ს/ნ ...) სახელით გამოაწერინა: 2016 წლის 3 ივლისის N..., 2016 წლის 7 ივლისის N... და N..., 2016 წლის 8 ივლისის N..., 2016 წლის 9 ივლისის N... და N..., 2016 წლის 12 ივლისის N..., 2016 წლის 13 ივლისის N..., 2016 წლის 14 ივლისის N.., 2016 წლის 16 ივლისის N..., 2016 წლის 18 ივლისის N... და N.., 2016 წლის 23 ივლისის N... და N.., 2016 წლის 27 ივლისის N... და N..., 2016 წლის 31 ივლისის, N.., 2016 წლის 22 აგვისტოს N.. და N.., 2016 წლის 29 აგვისტოს N... და N.., 2016 წლის 30 აგვისტოს N.., 2016 წლის 6 სექტემბრის N... და N..., 2016 წლის 10 სექტემბრის N.., N.., N.., N.., N.. და N..., 2016 წლის 11 სექტემბრის N.., N.., N.. და N..., 2016 წლის 12 სექტემბრის N.. და N.., 2016 წლის 14 სექტემბრის N.., 2016 წლის 15 სექტემბრის N..., 2016 წლის 23 სექტემბრის N.. შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა, მანგანუმის მადნის მ-ს რ-დან ჭ-ს რ-ში ტრანსპორტირების შესახებ, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
თ. ა-ს, ბ. ბ-სა და მ. ფ-ს ჭ-ს სხვადასხვა ს-ში უკანონოდ მოპოვებული მანგანუმის მადნის წარმოშობის დაფარვის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით, შპს „კ-ს“ (ს/ნ ...) სახელით, ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდათ შპს „ჯ-სთან“, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიის ფარგლებში მ-ს რ-ს ს. ნ-ში მანგანუმის მადნის მოპოვებასთან დაკავშირებით. ამ სოფელში შპს „კ-მ“ (ს/ნ ...) ჩაატარა გარკვეული სახის მიწის სამუშაოები, რა დროსაც მოიპოვა 40-50 ტონა მანგანუმის მადანი. ნედლი მადნის მოპოვებისას, მასში არსებული ქიმიური ნივთიერებების მიმოფანტვით, მიწა მოიწამლა, რამაც გამოიწვია მისი დეგრადაცია, ხოლო გარემო დაზიანდა 81 869.04 ლარით.
2016 წლის 31 დეკემბერს შპს „კ-ს“ კუთვნილ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელ ქარხანაში, ე.წ. ,,სარეცხზე“, მივიდა შპს „კ-ს“ (ს/ნ...) წარმომადგენელი მ. ფ. შპს „კ-ს“ იმ დროისთვის თავის კუთვნილ ტერიტორიაზე დასაწყობებული ჰქონდა 90 ტონა შპს „მ-ს“ მიერ მოპოვებული მანგანუმის კონცენტრატი, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,ჯ-ს“ საკუთრებას. მ. ფ-ს ადგილზე დახვდნენ შპს „კ-ს“ ცვლის უფროსი ს. წ. და შპს „მ-ს“ წარმომადგენელი თ. ა. მ. ფ-მ თ. ა. მოატყუა, რომ თითქოს, შპს „კ-ს“ დირექტორ შ. წ-სთან შეთანხმებით უნდა წაეღო შპს „კ-ს“ კუთვნილ ტერიტორიაზე დასაწყობებული მანგანუმის კონცენტრატი. თ. ა. ვერ დაუკავშირდა შ. წ-ს, ჩათვალა, რომ მანგანუმის კონცენტრატი წარმოადგენდა შპს „კ-ს“ საკუთრებას და მ. ფ-ს უფლება მისცა, წაეღო შპს „კ-ს“ ტერიტორიაზე დასაწყობებული მანგანუმის კონცენტრატი. აღნიშნული ქმედებით მ. ფ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ჯ-ს“ კუთვნილ, 31915.8 ლარად ღირებულ, 79.22 ტონა მანგანუმის კონცენტრატს.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით:
მ. ჩ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - „კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება და ამ ბრალდებაში გამართლდა.
მ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - „კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თ. ა-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება „კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდში და ამ ბრალდებაში გამართლდა.
თ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 30000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 15000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 30 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ. ფ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით („კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდი), სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით („კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებები და ამ ბრალდებებში გამართლდა.
მ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - „კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით „კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 297-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 15000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 30000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 1 მაისიდან.
ბ. ბ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - „კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით „კ.“ (ს/ნ ...) ეპიზოდი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - „კ-ს“ (ს/ნ ..) ეპიზოდი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -„კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 297-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 15000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 1 მაისიდან.
შპს „კ-ს“ (ს/ნ ...) ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
შპს „კ-ს“ (ს/ნ ...) ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილება შევიდა მხოლოდ მსჯავრდებულ თ. ა-ს ნაწილში, კერძოდ, სასამართლოს სხდომაზე თ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ წარმოადგინა მსჯავრდებულ თ. ა-ს გარდაცვალების მოწმობა. შესაბამისად, თ. ა-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება (,,კ-ს“ ს/ნ ... ეპიზოდი) და ამ ბრალდებაში გამართლდა; თ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - „კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდში სასჯელის დაუნიშნავად; სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – სასჯელის დაუნიშნავად; სსკ-ის 297-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – სასჯელის დაუნიშნავად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დიმიტრი ჩაფიჩაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ:
· ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 297-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას;
· მ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 297-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას;
· თ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით („კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდი), სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით („კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდი), სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 297-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
· მ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით („კ.“ (ს/ნ ...) ეპიზოდი), სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით („კ-ს“ (ს/ნ ...) ეპიზოდი) და მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ. ჩ-ს, თ. ა-ს, მ. ფ-სა და ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი კვალიფიკაციით.
8. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე ბრალდების მხარის მოთხოვნას მ. ჩ-ს, მ. ფ-სა და ბ. ბ-სთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან სასამართლოებმა შეაფასეს როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრეს სამართლიანი სასჯელი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დიმიტრი ჩაფიჩაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე