საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.01.2020
საქმის ნომერი
2კ-598აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002495528

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №598აპ-19 ქ. თბილისი

ც-ი ი 598აპ-19 9 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ც-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით:

ი. ც-ი, - დაბადებული … წლის …. დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ც-ს მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.

ე. ი-ი, - დაბადებული …. წლის …. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 მაისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ი-ს მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ე. ი-ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.

ე. ი-ი, - დაბადებული …. წლის …. ოქტომბერს, - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ე. ი-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ე. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ე. ი-ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ი-ს მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.

ი. ც-ს, ე. ი-ა და ე. ი-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებს,”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვათ:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 20 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები - 15 წლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

ე. ი-ა, თანამზრახველებთან - ი. ც-ა და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ათ ცალად დაფასოებული, 0,425 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

2018 წლის 22 თებერვალს მ-ს რაიონში, სოფელ ყ-ი, ე. ი-ა, თანამზრახველებთან - ი. ც-ნ და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული ხუთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,28 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 750 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. წ-ე, რაც იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

2018 წლის 27 მარტს მ-ს რაიონში, სოფელ ყ-ი, ე.წ. სამხედრო დასახლებასთან, ე. ი-ა, თანამზრახველებთან - ი. ც-ა და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, ხუთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,145 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 750 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. წ-ე, რაც იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

ე. ი-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 3 წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1477 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც უკანონოდ შეინახა ქ. მ-ი, სმპ 243 კორპუს №…-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რაც 2018 წლის 7 მაისს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

2017 წლის 7 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ე. ი-ა განმეორებით, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიუმის ჯგუფი და მეტადონი (რისი მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა 2018 წლის 7 მაისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის № -- დასკვნით).

ე. ი-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ხუთ ცალად დაფასოებული, 0,1942 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.

2018 წლის 8 თებერვალს მ-ს რაიონში, სოფელ ყ-ი, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ი-ა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, ხუთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1942 გრამი „ჰეროინის” შემცველი ნივთიერება 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა შ. წ-ე, რაც იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

ე. ი-ა, თანამზრახველებთან - ი. ც-ა და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ათ ცალად დაფასოებული, 0,425 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

2018 წლის 22 თებერვალს მ-ს რაიონში, სოფელ ყ-ი, ე. ი-ა, თანამზრახველებთან - ი. ც-ა და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, ხუთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,28 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 750 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. წ-ე, რაც იმავე დღეს შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელებმა ამოიღეს.

2018 წლის 27 მარტს მ-ს რაიონში, სოფელ ყ-ი, ე.წ სამხედრო დასახლებასთან, ე. ი-ა, თანამზრახველებთან - ი. ც-ა და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, ხუთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,145 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 750 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. წ-ე, რაც იმავე დღეს შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელებმა ამოიღეს.

ი. ც-ა თანამზრახველებთან - ე. ი-ა და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ათ ცალად დაფასოებული, 0,425 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

2018 წლის 22 თებერვალს მ-ს რაიონში, სოფელ ყ-ი, ი. ც-ა, თანამზრახველებთან - ე. ი-ა და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, ხუთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,28 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 750 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. წ-ე, რაც იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

2018 წლის 27 მარტს მ-ს რაიონში, სოფელ ყ-ი, ე.წ. სამხედრო დასახლებასთან, ი. ც-ა, თანამზრახველებთან - ე. ი-ა და ე. ი-ნ ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, ხუთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,145 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 750 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. წ-ე, რაც იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

4. კასატორი - მსჯავრდებული ი. ც-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. კასატორი უთითებს, რომ მან სასამართლოში მოწმედ დაკითხვის დროს განმარტა, რომ არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. იგი ორჯერ შეხვდა შ. წ-ს, მაგრამ ნარკოტიკული საშუალება არ გადაუცია და არც თანხა აუღია მისგან. იგი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია და მეგობრებთან - ე. და ე. ი-ნ იყო ხშირად. ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა ი. ც-ა შ. წ-ს დაუდასტურა წამლის ხარისხი, ვიდეოჩანაწერში გარკვევით არ ჩანს.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №96აპ-17 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემობაზე, რაც შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.

9. მოწმე - შ. წ-ს ჩვენებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. ც-ს მიერ ბრალად წარდგენილი ორივე ეპიზოდის ჩადენის ფაქტი.

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ც-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე