საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.07.2020
საქმის ნომერი
2კ-206აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №206აპ-20 თბილისი

ნ-ი მ-ა, 206აპ-20 16 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ-ის ადვოკატ ნ. ც-ის განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

· მ. ნ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ზ. ნ-ის სახელით ყალბი დოკუმენტის შედგენისა და მისი გამოყენებით სს “ლ-ი ბ-ის“ კუთვნილი 7800 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში;

· მ. ნ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ნ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ნ-ის ადვოკატმა ნ. ც-ემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას.

4. მსჯავრდებულ მ. ნ-ის ადვოკატი ნ. ც-ე წარმოდგენილი განცხადებით შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, მსჯავრდებულ მ. ნ-ის ადვოკატ ნ. ც-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ნ-ის ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი