შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 03.07.2020
საქმის ნომერი
2კ-2აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №2აპ-20 თბილისი

ს-ე მ., 2აპ-20 3 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:

· მ. ს., - - - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;

· თ. ნ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით;

· ი-ი გ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი; მასვე 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო 375-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2013 წლის 7 აგვისტოდან იმავე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ ი-ი გ-ეს განესაზღვრა ჯარიმა - 3100 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება;

· ი. შ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი; მასვე 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო 375-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ ი. შ-ს განესაზღვრა ჯარიმა - 2850 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება;

· ა-ე ბ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ ა-ე ბ-ს განესაზღვრა ჯარიმა - 4550 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება;

· გ. კ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ გ. კ-ეს განესაზღვრა ჯარიმა - 4550 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

2. განაჩენის მიხედვით:

2.1. მ. ს-ეს მსჯავრი დაედო დანაშაულის დაფარვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 30 ოქტომბრის №- ბრძანებით მ. ს. დაინიშნა სად-ის №1- ნახევრად ღია ტიპის დაწესებულების დ-ად.

ü 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის №- დაწესებულებიდან №1- დაწესებულებაში სასჯელის მოსაბხდელად გადაყვანილ მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ. კორპუსში განთავსებისას შელაპარაკება მოუხდა ამავე კორპუსის უ. ი. შ-თან. შელაპარაკებაში ჩაერთო ამავე კორპუსში განთავსებული კრიმინალური ავტორიტეტი - მსჯავრდებული შ. ს-ე (მეტსახელად „ბ-“), რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეეცადა ლ. კ-სთან სიტუაციის გარკვევას, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ: ლ. კ-მ ძალადობის საპასუხოდ ხელი დაარტყა შ. ს-ეს. კონფლიქტში ასევე ჩაერთო კრიმინალური ავტორიტეტი გ-ი შ-ი (მეტსახელად „გ.“).

ü მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა დაწესებულების თანამშრომლებისათვის, რომლებმაც უგულებელყვეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ნაცვლად მომხდარის სამართლებრივი შეფასებისა, რეაგირება არ მოახდინეს.

ü სად-ის №1- დაწესებულების თანამშრომლების ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - შ. ს-ემ და გ-ი შ-მა ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, რაც კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული წესების მიხედვით მკაცრად ისჯება, ლ. კ. ძალის გამოყენებით წაიყვანეს მ- კორპუსის მ--- სართულზე მდებარე №-- საკანში, სადაც სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან - ს. დ-თან, გ. უ-სა (მეტსახელად „გ.“) და თ. გ-ესთან (მეტსახელად „რ.“) ერთად სცემეს მას.

ü კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ლ. კ-სათვის ე.წ. საქმის გასარჩევად და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გადაყვანის შესახებ ცნობილი იყო სად-ის №1- დაწესებულების მ--- კორპუსში მყოფი თანამშრომლების: ი-ი გ-ის, ი. შ-ის, გ. კ-ისა და ა-ე ბ-ისათვის, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივად ევალებოდათ მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის აღკვეთა და მზადების სტადიაში მისი აცილება, ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმრებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად.

ü №3-- საკანში ცემიდან რამდენიმე წუთში, მ-- კორპუსის მ- სართულზე მყოფ ლ. კ-სთან მივიდნენ კრიმინალური ავტორიტეტები: ლ. კ-ი, გ-ი შ-ი, შ. ს-ე, ს. დ-ი, გ. უ-ი, თ. გ-ე და ნ. ბ-ე (მეტსახელად „რ.“) და იგი გაიხმეს №- საკანში, სადაც იმავე მიზეზით - „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალით სცემეს მას.

ü ამ შემთხვევაშიც ი. შ-მა, ი-ი გ-ემ, გ. კ-ემ და ა-ე ბ-მა ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმარებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად, რითაც მოძალადე პატიმრებს საშუალება მიეცათ, დაუწერელი კრიმინალური წესების დარღვევისათვის ეცემათ ლ. კ.. ძალადობის შედეგად მძიმედ დაშავებული ლ. კ. სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ü მომხდარი დანაშაულის დეტალები ცნობილი გახდა სად-ის №1- დაწესებულების დ. მ. ს-ისათვის, რომელმაც დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან - დ-ის მ-ე ი-ი გ-ესა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორებთან - ი. შ-სა და თ. ნ-ასთან შეთანხმებით, განიზრახა, გამოძიება დაეყენებინა არასწორ კვალზე და დანაშაულის დაფარვის გზით, ლ. კ-ზე მოძალადე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრებისა და დაწესებულების თანამშრომლებისათვის აეცილებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.

ü მიზნის მისაღწევად, მ. ს-ის უშუალო მითითებით, ი. შ-მა დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელთან შეთანხმებით, 2013 წლის 12 მაისს შეადგინა ყალბი ოქმი, რომლის მიხედვით, ლ. კ-მ დაზიანება მიიღო მეორე სართულის კიბიდან გადმოვარდნის შედეგად. ამასთან, მ. ს-სთან შეთანხმებით, დანაშულის დაფარვის განზრახვით, ი-ი გ-ემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დ. გამომძიებელს ტელეფონით შეატყობინა ლ. კ-ს სხეულის დაზიანების შესახებ და განმარტა, რომ ლ. კ-მ დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო;

2.2. თ. ნ-ას მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების (ამჟამად სად-ის №1- დაწესებულება) დ-ის 2009 წლის 20 მაისის ბრძანებით თ. ნ-ა დაინიშნა ამავე დაწესებულების უ-ად.

ü 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის №- დაწესებულებიდან №1- დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ. კორპუსში განთავსებისას შელაპარაკება მოუხდა ამავე კორპუსის უ. ი. შ-თან. შელაპარაკებაში ჩაერთო ამავე კორპუსში განთავსებული კრიმინალური ავტორიტეტი - მსჯავრდებული შ. ს-ე (მეტსახელად „ბ.“), რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეეცადა ლ. კ-სთან სიტუაციის გარკვევას, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ: ლ. კ-მ ძალადობის საპასუხოდ ხელი დაარტყა შ. ს-ეს. კონფლიქტში ასევე ჩაერთო კრიმინალური ავტორიტეტი გ-ი შ-ი (მეტსახელად „გ.“).

ü მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა დაწესებულების თანამშრომლებისათვის, რომლებმაც უგულებელყვეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ნაცვლად მომხდარის სამართლებრივი შეფასებისა, რეაგირება არ მოახდინეს.

ü სად-ის №1- დაწესებულების თანამშრომლების ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - შ. ს-ემ და გ-ი შ-მა ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, რაც კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული წესების მიხედვით მკაცრად ისჯება, ლ. კ- ძალის გამოყენებით წაიყვანეს მ- კორპუსის მ- სართულზე მდებარე №--- საკანში, სადაც სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან - ს. დ-თან, გ. უ-სა (მეტსახელად „გ.“) და . გ-ესთან (მეტსახელად „რ.“) ერთად სცემეს მას.

ü კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ლ. კ-სათვის ე.წ. საქმის გასარჩევად და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გადაყვანის შესახებ ცნობილი იყო სად-ის №1- დაწესებულების მ-- კორპუსში მყოფი თანამშრომლების: ა-ე ბ-ის, ი-ი გ-ის, ი. შ-ისა და გ. კ-ისათვის, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივად ევალებოდათ მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის აღკვეთა და მზადების სტადიაში მისი აცილება, ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმრებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად.

ü №-- საკანში ცემიდან რამდენიმე წუთში, მ- კორპუსის მ--- სართულზე მყოფ ლ. კ-სთან მივიდნენ კრიმინალური ავტორიტეტები: ლ. კ-ი, გ-ი შ-ი, შ. ს-ე, ს. დ-ი, გ. უ-ი, თ. გ-ე და ნ. ბ-ე (მეტსახელად „რ.“) და იგი გაიხმეს №-- საკანში, სადაც იმავე მიზეზით - „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალით სცემეს მას.

ü ამ შემთხვევაშიც ი. შ-მა, ი-ი გ-ემ, ა-ე ბ-მა და გ. კ-ემ ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმარებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად, რითაც მოძალადე პატიმრებს საშუალება მიეცათ, დაუწერელი კრიმინალური წესების დარღვევისათვის ეცემათ ლ. კ.. ძალადობის შედეგად მძიმედ დაშავებული ლ. კ.სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ü მომხდარი დანაშაულის დეტალები ცნობილი გახდა სად-ის №-- დაწესებულების დ. მ. ს-ისათვის. დაწესებულების დ-ის მ-ე ი-ი გ-ემ და მ. ს-ემ ერთობლივად განიზრახეს, გამოძიება დაეყენებინათ არასწორ კვალზე და დანაშაულის დაფარვის გზით, ლ. კ-ზე მოძალადე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრებისა და დაწესებულების თანამშრომლებისათვის აეცილებინათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.

ü მიზნის მისაღწევად, მ. ს-ის უშუალო მითითებით, ი. შ-მა თ. ნ-ასთან შეთანხმებით, 2013 წლის 12 მაისს შეადგინა ყალბი ოქმი, რომლის მიხედვით, ლ. კ-მ დაზიანება მიიღო მეორე სართულის კიბიდან გადმოვარდნის შედეგად. ამასთან, მ. ს-ესთან შეთანხმებით, დანაშულის დაფარვის განზრახვით, ი-ი გ-ემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დ. გამომძიებელს ტელეფონით შეატყობინა ლ. კ-ს სხეულის დაზიანების შესახებ და განმარტა, რომ ლ. კ-მ დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო.

ü აღნიშნულის შემდეგ, 2013 წლის 13 მაისს, დაახლოებით 01:30 საათზე, სად-ის №1- დაწესებულებაში, დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მისულ გამომძიებელს თ. ნ-ამ და ი. შ-მა, ლ. კ-ს მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მიზნით, შეთანხმებისამებრ, განზრახ არასწორად მიუთითეს ლ. კ-ს სხეულის დაზიანების ადგილი, კერძოდ - განუცხადეს, რომ მსჯავრდებულმა დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად. ამასთან, ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ოქმი;

2.3. ი-ი გ-ეს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დანაშაულის დაფარვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით ი-ი გ-ე დაინიშნა სად-ის №1- დაწესებულების დ-ის მ-ედ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა მოხელეს.

ü საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №9- ბრძანებით დამტკიცებული თავისუფლების აღკვეთის დებულების მე-2 მუხლის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ერთ-ერთი ამოცანაა დაწესებულებაში მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ü 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის №- დაწესებულებიდან №1- დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ---- კორპუსში განთავსებისას შელაპარაკება მოუხდა ამავე კორპუსის უ. ი. შ-თან. შელაპარაკებაში ჩაერთო ამავე კორპუსში განთავსებული კრიმინალური ავტორიტეტი - მსჯავრდებული შ. ს-ე (მეტსახელად „ბ.“), რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეეცადა ლ. კ-სთან სიტუაციის გარკვევას, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ: ლ. კ-მ ძალადობის საპასუხოდ ხელი დაარტყა შ. ს-ეს. კონფლიქტში ასევე ჩაერთო კრიმინალური ავტორიტეტი გ-ი შ-ი (მეტსახელად „გ.“).

ü მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა დაწესებულების თანამშრომლებისათვის, რომლებმაც უგულებელყვეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ნაცვლად მომხდარის სამართლებრივი შეფასებისა, რეაგირება არ მოახდინეს.

ü სად-ის №1- დაწესებულების თანამშრომლების ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - შ. ს-ემ და გ-ი შ-მა ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, რაც კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული წესების მიხედვით მკაცრად ისჯება, ლ. კ. ძალის გამოყენებით წაიყვანეს მ------ კორპუსის მ----- სართულზე მდებარე №3-- საკანში, სადაც სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან - ს. დ-თან, გ. უ-სა (მეტსახელად „გ.“) და თ. გ-ესთან (მეტსახელად „რ.“) ერთად სცემეს მას.

ü კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ლ. კ-სათვის ე.წ. საქმის გასარჩევად და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გადაყვანის შესახებ ცნობილი იყო სად-ის №1- დაწესებულების მ--- კორპუსში მყოფი თანამშრომლების: ი-ი გ-ის, ი. შ-ის, გ. კ-სა და ა-ე ბ-ისათვის, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივად ევალებოდათ მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის აღკვეთა და მზადების სტადიაში მისი აცილება, ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმრებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად.

ü №3-- საკანში ცემიდან რამდენიმე წუთში, მ------ კორპუსის მ------- სართულზე მყოფ ლ. კ-სთან მივიდნენ კრიმინალური ავტორიტეტები: ლ. კ-ი, გ. შ-ი, შ. ს-ე, ს. დ-ი, გ. უ-ი, თ. გ-ე და ნ. ბ-ე (მეტსახელად „რ-–-“) და იგი გაიხმეს №3-- საკანში, სადაც იმავე მიზეზით - „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალით სცემეს მას.

ü ამ შემთხვევაშიც ი. გ-ემ, ი. შ-მა, გ. კ-ემ და ს. ბ-მა ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმარებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად, რითაც მოძალადე პატიმრებს საშუალება მიეცათ, დაუწერელი კრიმინალური წესების დარღვევისათვის ეცემათ ლ. კ-. ძალადობის შედეგად მძიმედ დაშავებული ლ. კ- სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ü მომხდარი დანაშაულის დეტალები ცნობილი გახდა სად-ის №1- დაწესებულების დ--- მ. ს-ისათვის. დაწესებულების დ. მ-ე ი. გ-ემ და მ. ს-ემ ერთობლივად განიზრახეს, გამოძიება დაეყენებინათ არასწორ კვალზე და დანაშაულის დაფარვის გზით, ლ. კ-ზე მოძალადე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრებისა და დაწესებულების თანამშრომლებისათვის აეცილებინათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.

ü მიზნის მისაღწევად, მ. ს-ის უშუალო მითითებით, ი. შ-მა თ. ნ-ასთან შეთანხმებით, 2013 წლის 12 მაისს შეადგინა ყალბი ოქმი, რომლის მიხედვით, ლ. კ-მ დაზიანება მიიღო მეორე სართულის კიბიდან გადმოვარდნის შედეგად. ამასთან, მ. ს-ესთან შეთანხმებით, დანაშულის დაფარვის განზრახვით, ი. გ-ემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დ----- გამომძიებელს ტელეფონით შეატყობინა ლ. კ-ს სხეულის დაზიანების შესახებ და განმარტა, რომ ლ. კ-მ დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო;

2.4. ი. შ-ს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1- დაწესებულების დ----ის 2012 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით ი. შ-ი დაინიშნა ამავე დაწესებულების უ---ად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა მოხელეს.

ü საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №9- ბრძანებით დამტკიცებული თავისუფლების აღკვეთის დებულების მე-6 მუხლის მიხედვით, ი. შ-ს, როგორც დაწესებულების უ---ს, სხვა დანარჩენთან ერთად, ევალებოდა დაწესებულების მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომხდარი დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთა და დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება.

ü 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის №- დაწესებულებიდან №1- დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ---- კორპუსში განთავსებისას შელაპარაკება მოუხდა ამავე კორპუსის უ-- ი. შ-თან. შელაპარაკებაში ჩაერთო ამავე კორპუსში განთავსებული კრიმინალური ავტორიტეტი - მსჯავრდებული შ. ს-ე (მეტსახელად „ბ---–------“), რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეეცადა ლ. კ-სთან სიტუაციის გარკვევას, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ: ლ. კ-მ ძალადობის საპასუხოდ ხელი დაარტყა შ. ს-ეს. კონფლიქტში ასევე ჩაერთო კრიმინალური ავტორიტეტი გ. შ-ი (მეტსახელად „გ-------“).

ü მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა დაწესებულების თანამშრომლებისათვის, რომლებმაც უგულებელყვეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ნაცვლად მომხდარის სამართლებრივი შეფასებისა, რეაგირება არ მოახდინეს.

ü სად-ის №1- დაწესებულების თანამშრომლების ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - შ. ს-ემ და გ. შ-მა ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, რაც კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული წესების მიხედვით მკაცრად ისჯება, ლ. კ- ძალის გამოყენებით წაიყვანეს მ--- კორპუსის მ-- სართულზე მდებარე №3-- საკანში, სადაც სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან - ს. დ-თან, გ. უ-სა (მეტსახელად „გ--–---“) და თ. გ-ესთან (მეტსახელად „რ---“) ერთად სცემეს მას.

ü კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ლ. კ-სათვის ე.წ. საქმის გასარჩევად და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გადაყვანის შესახებ ცნობილი იყო სად-ის №1- დაწესებულების მ------ კორპუსში მყოფი თანამშრომლების: ს. ბ-ის, ი. გ-ის, ი. შ-ისა და გ. კ-ისათვის, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივად ევალებოდათ მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის აღკვეთა და მზადების სტადიაში მისი აცილება, ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმრებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად.

ü №3-- საკანში ცემიდან რამდენიმე წუთში, მ--- კორპუსის მ--- სართულზე მყოფ ლ. კ-სთან მივიდნენ კრიმინალური ავტორიტეტები: ლ. კ-ი, გ. შ-ი, შ. ს-ე, ს. დ-ი, გ. უ-ი, თ. გ-ე და ნ. ბ-ე (მეტსახელად „რ-–-“) და იგი გაიხმეს №-- საკანში, სადაც იმავე მიზეზით - „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალით სცემეს მას.

ü ამ შემთხვევაშიც ს. ბ-მა, ი. გ-ემ, ი. შ-მა და გ. კ-ემ ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმარებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად, რითაც მოძალადე პატიმრებს საშუალება მიეცათ, დაუწერელი კრიმინალური წესების დარღვევისათვის ეცემათ ლ. კ-. ძალადობის შედეგად მძიმედ დაშავებული ლ. კ- სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ü მომხდარი დანაშაულის დეტალები ცნობილი გახდა სად-ის №1- დაწესებულების დ---- მ. ს-ისათვის. დაწესებულების დ. მ-ე ი. გ-ემ და მ. ს-ემ ერთობლივად განიზრახეს, გამოძიება დაეყენებინათ არასწორ კვალზე და დანაშაულის დაფარვის გზით, ლ. კ-ზე მოძალადე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრებისა და დაწესებულების თანამშრომლებისათვის აეცილებინათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.

ü მიზნის მისაღწევად, მ. ს-ის უშუალო მითითებით, ი. შ-მა თ. ნ-ასთან შეთანხმებით, 2013 წლის 12 მაისს შეადგინა ყალბი ოქმი, რომლის მიხედვით, ლ. კ-მ დაზიანება მიიღო მეორე სართულის კიბიდან გადმოვარდნის შედეგად. ამასთან, მ. ს-ესთან შეთანხმებით, დანაშულის დაფარვის განზრახვით, ი. გ-ემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დ--- გამომძიებელს ტელეფონით შეატყობინა ლ. კ-ს სხეულის დაზიანების შესახებ და განმარტა, რომ ლ. კ-მ დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო.

ü აღნიშნულის შემდეგ, 2013 წლის 13 მაისს, დაახლოებით 01:30 საათზე, სად-ის №1- დაწესებულებაში, დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მისულ გამომძიებელს თ. ნ-ამ და ი. შ-მა, ლ. კ-ს მიმართ განხორციელებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მიზნით, შეთანხმებისამებრ, განზრახ არასწორად მიუთითეს ლ. კ-ს სხეულის დაზიანების ადგილი, კერძოდ - განუცხადეს, რომ მსჯავრდებულმა დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად. ამასთან, ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ოქმი;

2.5. ს. ბ-ს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1- დაწესებულების დ------ის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებით ს. ბ-ი დაინიშნა ამავე დაწესებულების ----ის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა მოხელეს.

ü 2013 წლის 12 მაისს, 10:00 საათიდან მომდევნი დღის 10:00 საათამდე, ს. ბ-ი განწესდა სად-ის №1- დაწესებულების მ------ კორპუსის მ----- სართულზე. მას ევალებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №9- ბრძანებით დამტკიცებული თავისუფლების აღკვეთის დებულებების მოთხოვნების დაცვა.

ü 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის №- დაწესებულებიდან №1- დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ------ კორპუსში განთავსებისას შელაპარაკება მოუხდა ამავე კორპუსის უ--- ი. შ-თან. შელაპარაკებაში ჩაერთო ამავე კორპუსში განთავსებული კრიმინალური ავტორიტეტი - მსჯავრდებული შ. ს-ე (მეტსახელად „ბ----“), რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეეცადა ლ. კ-სთან სიტუაციის გარკვევას, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ: ლ. კ-მ ძალადობის საპასუხოდ ხელი დაარტყა შ. ს-ეს. კონფლიქტში ასევე ჩაერთო კრიმინალური ავტორიტეტი გ. შ-ი (მეტსახელად „გ-----“).

ü მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა დაწესებულების თანამშრომლებისათვის, რომლებმაც უგულებელყვეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ნაცვლად მომხდარის სამართლებრივი შეფასებისა, რეაგირება არ მოახდინეს.

ü სად-ის №1- დაწესებულების თანამშრომლების ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - შ. ს-ემ და გ. შ-მა ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, რაც კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული წესების მიხედვით მკაცრად ისჯება, ლ. კ- ძალის გამოყენებით წაიყვანეს მ-- კორპუსის მ-- სართულზე მდებარე №3-- საკანში, სადაც სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან - ს. დ-თან, გ. უ-სა (მეტსახელად „გ-“) და თ. გ-ესთან (მეტსახელად „რ--“) ერთად სცემეს მას.

ü კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ლ. კ-სათვის ე.წ. საქმის გასარჩევად და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გადაყვანის შესახებ ცნობილი იყო სად-ის №1- დაწესებულების მ------ კორპუსში მყოფი თანამშრომლების: ს. ბ-ის, ი. გ-ის, ი. შ-ისა და გ. კ-ისათვის, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივად ევალებოდათ მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის აღკვეთა და მზადების სტადიაში მისი აცილება, ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმრებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად.

ü №3-- საკანში ცემიდან რამდენიმე წუთში, მ-- კორპუსის მ---- სართულზე მყოფ ლ. კ-სთან მივიდნენ კრიმინალური ავტორიტეტები: ლ. კ-ი, გ. შ-ი, შ. ს-ე, ს. დ-ი, გ. უ-ი, თ. გ-ე და ნ. ბ-ე (მეტსახელად „რ-–-“) და იგი გაიხმეს №3-- საკანში, სადაც იმავე მიზეზით - „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალით სცემეს მას.

ü ამ შემთხვევაშიც ს. ბ-მა, ი. გ-ემ, ი. შ-მა და გ. კ-ემ ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმარებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად, რითაც მოძალადე პატიმრებს საშუალება მიეცათ, დაუწერელი კრიმინალური წესების დარღვევისათვის ეცემათ ლ. კ-. ძალადობის შედეგად მძიმედ დაშავებული ლ. კ- სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა;

2.6. გ. კ-ეს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1- დაწესებულების დ----ის 2012 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით გ. კ-ე დაინიშნა ამავე დაწესებულების ს---ის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა მოხელეს.

ü 2013 წლის 12 მაისს, 10:00 საათიდან მომდევნი დღის 10:00 საათამდე, გ. კ-ე განწესდა სად-ის №1- დაწესებულების მ------ კორპუსის მ----- სართულზე. მას ევალებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №9- ბრძანებით დამტკიცებული თავისუფლების აღკვეთის დებულებების მოთხოვნების დაცვა.

ü 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის №- დაწესებულებიდან №1- დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ------ კორპუსში განთავსებისას შელაპარაკება მოუხდა ამავე კორპუსის უ--ი. შ-თან. შელაპარაკებაში ჩაერთო ამავე კორპუსში განთავსებული კრიმინალური ავტორიტეტი - მსჯავრდებული შ. ს-ე (მეტსახელად „ბ---–------“), რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეეცადა ლ. კ-სთან სიტუაციის გარკვევას, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ: ლ. კ-მ ძალადობის საპასუხოდ ხელი დაარტყა შ. ს-ეს. კონფლიქტში ასევე ჩაერთო კრიმინალური ავტორიტეტი გ. შ-ი (მეტსახელად „გ-------“).

ü მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა დაწესებულების თანამშრომლებისათვის, რომლებმაც უგულებელყვეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ნაცვლად მომხდარის სამართლებრივი შეფასებისა, რეაგირება არ მოახდინეს.

ü სად-ის №1- დაწესებულების თანამშრომლების ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - შ. ს-ემ და გ. შ-მა ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, რაც კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული წესების მიხედვით მკაცრად ისჯება, ლ. კ- ძალის გამოყენებით წაიყვანეს მ------ კორპუსის მ----- სართულზე მდებარე №3-- საკანში, სადაც სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან - ს. დ-თან, გ. უ-სა (მეტსახელად „გ--–---“) და თ. გ-ესთან (მეტსახელად „რ--------“) ერთად სცემეს მას.

ü კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ლ. კ-სათვის ე.წ. საქმის გასარჩევად და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გადაყვანის შესახებ ცნობილი იყო სად-ის №1- დაწესებულების მ------ კორპუსში მყოფი თანამშრომლების: ს. ბ-ის, ი. გ-ის, ი. შ-ისა და გ. კ-ისათვის, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივად ევალებოდათ მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის აღკვეთა და მზადების სტადიაში მისი აცილება, ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმრებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად.

ü №3-- საკანში ცემიდან რამდენიმე წუთში, მ------ კორპუსის მ------- სართულზე მყოფ ლ. კ-სთან მივიდნენ კრიმინალური ავტორიტეტები: ლ. კ-ი, გ. შ-ი, შ. ს-ე, ს. დ-ი, გ. უ-ი, თ. გ-ე და ნ. ბ-ე (მეტსახელად „რ-–-“) და იგი გაიხმეს №3-- საკანში, სადაც იმავე მიზეზით - „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალით სცემეს მას.

ü ამ შემთხვევაშიც გ. კ-ემ, ი. გ-ემ, ს. ბ-მა და ი. შ-მა ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, არაფერი იღონეს ლ. კ-სა და სხვა პატიმარებს შორის დაწყებული და განვითარებული კონფლიქტის აღსაკვეთად, რითაც მოძალადე პატიმრებს საშუალება მიეცათ, დაუწერელი კრიმინალური წესების დარღვევისათვის ეცემათ ლ. კ-. ძალადობის შედეგად მძიმედ დაშავებული ლ. კ- სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

o დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ქეთევან თალაკვაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულების - მ. ს-ის, ი. გ-ის, ს. ბ-ის, თ. ნ-ას, ი. შ-ისა და გ. კ-ისათვის უფრო მკაცრი - თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელების განსაზღვრა;

o მსჯავრდებულ მ. ს-ის ადვოკატმა დ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. ს-ის გამართლება;

o მსჯავრდებულმა ი. გ-ემ და მისმა ადვოკატმა კ. გ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. გ-ის გამართლება;

o მსჯავრდებულმა გ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გამართლება;

o მსჯავრდებულ ს. ბ-ის ადვოკატმა ი. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს. ბ-ის გამართლება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

o დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დათო ცირეკიძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულების - მ. ს-ის, ი. გ-ის, ს. ბ-ის, თ. ნ-ას, ი. შ-ისა და გ. კ-ისათვის უფრო მკაცრი - თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელების განსაზღვრას;

o მსჯავრდებულ მ. ს-ის ადვოკატმა დ. ს-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. ს-ის გამართლებას;

o მსჯავრდებულმა ი. გ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას;

o მსჯავრდებულმა ს. ბ-მა და მისმა ადვოკატმა ი. ა-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ს. ბ-ის გამართლებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. ს-ის ადვოკატ დ. ს-ის, მსჯავრდებულ ი. გ-ის, მსჯავრდებულ ს. ბ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის საკასაციო საჩივრები, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და ამ საჩივრის ნაწილში დაინიშნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე 2020 წლის 3 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენი. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულების - მ. ს-ის, თ. ნ-ას, ი. გ-ის, ი. შ-ის, ს. ბ-ისა და გ. კ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს.

3. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულების - მ. ს-ის, ი. გ-ის, ს. ბ-ის, თ. ნ-ას, ი. შ-ისა და გ. კ-ისათვის უფრო მკაცრი - თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელების განსაზღვრას, საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ პროკურორის მოთხოვნა საფუძვლიანია, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულთა საუარესო ცვლილება, ვინაიდან მათ მიმართ შეფარდებული სასჯელები ლმობიერია, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ:

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6. ამდენად, სასამართლო იზიარებს პროკურორის მოთხოვნას, მათ შორის არგუმენტს, რომ მსჯავრდებულებს როგორც საჯარო მოხელეებს, უფრო მეტი ვალდებულება ჰქონდათ და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რაც პირდაპირ უკავშირდება სასჯელის სამართლიანობას, ინდივიდუალურად აფასებს მოცემული საქმის გარემოებებსა და მსჯავრდებულთა პიროვნებებს, ასევე იმ გარემოებათა გათვალისწინებით, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებს - მ. ს-ეს, თ. ნ-ას, ი. გ-ეს, ი. შ-ს, ს. ბ-სა და გ. კ-ეს მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა შეეფარდოთ თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

7. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენით მ. ს-ეს, თ. ნ-ას, ი. გ-ესა და ი. შ-ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა მათ მიერ დანაშაულების ჩადენის დროს და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 4 ივლისის კანონის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, ნორმატიული თვალსაზრისით, აწესრიგებს ამავე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ამჟამად მოქმედი რედაქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

9. მართალია, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მუხლის ახალი რედაქციით დანაშაულის კატეგორია არ იცვლება, მაგრამ, ვინაიდან მაქსიმალური სასჯელი არის უფრო მცირე და ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მსჯავრდებულების მიმართ უნდა გავრცელდეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 4 ივლისის კანონის მოქმედება და მათთვის განსაზღვრული სანქცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან, კერძოდ: მსჯავრდებულების - მ. ს-ის, თ. ნ-ას, ი. გ-ისა და ი. შ-ის ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვლოს მსჯავრდებულთა საუარესოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე, 308-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1.

· მსჯავრდებულ მ. ს-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია);

· მ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ მ. ს-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;

2.2.

· მსჯავრდებულ თ. ნ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია);

· თ. ნ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ თ. ნ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით;

2.3.

· ი. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ ი. გ-ეს 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

· მსჯავრდებულ ი. გ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია);

· ი. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ ი. გ-ეს 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

· მსჯავრდებულ ი. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 7 აგვისტოდან იმავე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით;

2.4.

· ი. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ ი. შ-ს 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

· მსჯავრდებულ ი. შ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია);

· ი. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ ი. შ-ს 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

· მსჯავრდებულ ი. შ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით;

2.5.

· ს. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ ს. ბ-ს 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

· მსჯავრდებულ ს. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით;

2.6.

· გ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ გ. კ-ეს 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

· მსჯავრდებულ გ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი