საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100115702500
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №645აპ-18ქ. თბილისი
ა–ი ა., 645აპ-18 31 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ–ისა და მ. ხ–ას განცხადებები, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ–ისა და მ. ხ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით(ზ. გ–ს ეპიზოდი) -ჯარიმა 2000ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით(ლ. მ–ის ეპიზოდი)- ჯარიმა - 2100 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ლ. მ–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 2100 ლარი შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2100 ლარი.
ა. ა–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2014 წლის 11 დეკემბრიდან იმავე წლის 12 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი - ჯარიმა და საბოლოოდ სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
გაუქმდა ა. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ა. ა–ის გამართლებას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ხ–მ და მ. ჩ–მა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმება და ა. ა–ის გამართლება.
5. მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველმაადვოკატებმა - მ. ხ–მ და მ. ჩ–მა წარმოადგინეს განცხადებები, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ხ–სა და მ. ჩ–ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ხ–სა და მ. ჩ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენზეარ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრების უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები:
მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე