საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100115692644
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №436აპ-19 ქ. თბილისი
ბ–ი რ., 436აპ-19 13 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციოსაჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნინო ციხისელი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულების - რ. ბ–ის, შ. მ–ისა და კ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:
რ. ბ–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2013 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2013 წლის 20 ოქტომბრის ნ. ც–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2013 წლის 20 ოქტომბრის თ. ც–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2013 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 20 ოქტომბრის ნ. ც–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 20 ოქტომბრის თ. ც–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2013წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 29 დეკემბრის ნ. გ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 5 იანვრის მ. გ–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 5 იანვრის ი. ე–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 29 დეკემბრის ლ. მ–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ბ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.
რ. ბ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ნოემბრისა და 2015 წლის 14 იანვრის განჩინებების საფუძველზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
შ. მ–ი, - დაბადებული 1990 წელს, - ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდში) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 20 ოქტომბრის ნ. ც–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 20 ოქტომბრის თ. ც–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 29 დეკემბრის ნ. გ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 5 იანვრის მ. გ–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 5 იანვრის ი. ე–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 29 დეკემბრის ლ. მ–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 20 ოქტომბრის ნ. ც–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 20 ოქტომბრის თ. ც–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 29 დეკემბრის ნ. გ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 5 იანვრის მ. გ–ის ეპიზოდი) - ჯარიმა - 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 5 იანვრის ი. ე–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2014 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით (2013 წლის 29 დეკემბრის ლ. მ–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. მ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 დეკემბრის #12/7314 განჩინებით შ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად თბილისში, ა–ის ქ.#..., ბინა #..-ში მდებარე, 56,00 კვ.მ. ფართის უძრავ ქონებაზე (ნაკვეთი #19/40) საკადასტრო კოდით (#........) დადებული ყადაღა.
კ. ბ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 4500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და კ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
კ. ბ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერს რ. ბ–ი იმყოფებოდა ......., ჯ–ის ქუჩის მე-.... კორპუსის ბინა #....-ში ნათესავების - ნ. და თ. ც–ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ფარულად დაეუფლა ნ. ც–ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, პ/ნ ...........
2013 წლის 4 ოქტომბერს, ...........ში, ...............ის დასახლებაში, ....ის ქ. #..-ში განთავსებულ ,,...........‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა და სს ,,............“ გარე გაყიდვების მენეჯერმა შ. მ–მა ნ. ც–ის სახელზე შეადგინეს ყალბი განვადების განაცხადი და ხელშეკრულება, რომელზეც ნ. ც–ის სახელით რ. ბ–მა მოაწერა ხელი და ამ გზით, მისი გამოყენების მიზნით, ყალბი დოკუმენტი დაამზადა.
2013 წლის 4 ოქტომბერს, .........., .....ის დასახლებაში, ..... ქ. #.-ში განთავსებულ, ,,...............‘‘ მაღაზიაში, რ. ბ–მა, სს ,,........‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების გზით, ნ. ც–ის სახელზე მათ მიერ ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით ,,....‘‘ მაღაზიიდან გაიტანა 1100 ლარად ღირებული ACER E-1571G ნოუთბუქი და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 990 ლარი ,,............‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა შ. მ–თან ერთად დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,..... ბანკს‘‘ 990 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2013 წლის 14 ოქტომბერს რ. ბ–ი იმყოფებოდა თ....ში, ........ის ქუჩის მე-.. კორპუსის ბინა #..-ში ნათესავების - ნ. და თ. ც–ების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ფარულად დაეუფლა თ. ც–ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, პ/ნ ...........
2013 წლის 14 ოქტომბერს, ......ში, .........ის დასახლებაში, .....ის ქ. #..-ში განთავსებულ ,,..........‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა და სს ,,...... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერმა შ. მ–მა თ. ც–ის სახელზე შეადგინეს ყალბი განვადების განაცხადი და ხელშეკრულება, რომელზეც თ. ც–ის სახელით რ. ბ–მა მოაწერა ხელი და ამ გზით, მისი გამოყენების მიზნით, ყალბი დოკუმენტი დაამზადა.
2013 წლის 14 ოქტომბერს, .......ში, .......ის დასახლებაში, .....ის ქ. #.-ში განთავსებულ ,,.........‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა სს ,,....... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, თ. ც–ის სახელზე ყალბად დამზადებული განვადების ხელშეკრულების გამოყენებით ,,............‘‘ მაღაზიიდან 1050 ლარად ღირებული ACER E1 - 1 571 G ნოუთბუქი გაიტანა და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 840 ლარი ,,..... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა შ. მ–თან ერთად დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,..... ბანკს‘‘ 840 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2013 წლის 20 ოქტომბერს რ. ბ–ი იმყოფებოდა .....ში, .........ის ქუჩის მე-.. კორპუსის ბინა #..-ში ნათესავების - ნ. და თ. ც–ების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ფარულად დაეუფლა ნ. ც–ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას პ/ნ ..............
2013 წლის 20 ოქტომბერს, ..........ში, ..............ის დასახლებაში, .....ის ქ. #.-ში განთავსებულ ,,..............‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა სს ,,..... .....ის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, ნ. ც–ის სახელზე მათ მიერ ყალბად შედეგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით, ,,........‘‘ მაღაზიიდან გაიტანა CANON D 1100 ციფრული ფოტოაპარატი და SAMSUNG P5 43 54000 ტელევიზორი, სულ ღირებული 1500 ლარად და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 900 ლარი ,,..... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა შ. მ–თან ერთად დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,.... ბანკს‘‘ 900 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2013 წლის 20 ოქტომბერს რ. ბ–ი იმყოფებოდა ..........ში, ........ის ქუჩის მე-... კორპუსის ბინა #..-ში ნათესავების - ნ. და თ. ც–ების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ფარულად დაეუფლა თ. ც–ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, პ/ნ .........
2013 წლის 20 ოქტომბერს, .........ში, ..............ის დასახლებაში, .....ის ქ. #.-ში განთავსებულ, ,,...............‘‘ მაღაზიაში, რ. ბ–მა, სს ,,...........‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, მათ მიერ თ. ც–ის სახელზე ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით გაიტანა ,,................‘‘ მაღაზიიდან სარეცხი მანქანა SAMSUNG WF1702 YQR და მაცივარი SAMSUNG RB 29 FAROSA, სულ ღირებული 1820 ლარად და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 1330 ლარი ,,..... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა შ. მ–თან ერთად დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,...... ბანკს‘‘ 1330 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2013 წლის 23 ნოემბერს რ. ბ–ი იმყოფებოდა ......ში, ........ის ქუჩის მე-... კორპუსის ბინა #...-ში ნათესავების - ნ. და თ. ც–ების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ფარულად დაეუფლა თ. ც–ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, პ/ნ .............
2013 წლის 23 ნოემბერს, ..........ში, .......... დასახლებაში, ............ის ქ. #.-ში განთავსებულ ,,................‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა და სს ,,........... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერმა შ. მ–მა თ. ც–ის სახელზე ყალბი განვადების განაცხადი და ხელშეკრულება შეადგინეს, რომელზეც თ. ც–ის სახელით რ. ბ–მა მოაწერა ხელი და ამ გზით, მისი გამოყენების მიზნით, ყალბი დოკუმენტი დაამზადა.
2013 წლის 23 ნოემბერს, ...............ში, .........ის დასახლებაში, ........ის ქ. #.-ში განთავსებულ ,,............ მაღაზიაში რ. ბ–მა, სს ,,...... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, თ. ც–ის სახელზე მათ მიერ ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით, ,,.............‘‘ მაღაზიიდან 1070 ლარად ღირებული ACER E1-571G ნოუთბუქი გაიტანა და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 856 ლარი ,,.......... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ. მ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,..... ბანკს‘‘ 856 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2013 წლის 28 დეკემბერს, ......ში, .........ის დასახლებაში, ....ის ქ. #.-ში განთავსებულ ,,............‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა, სს ,,........... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, ნ. ს–ის სახელზე ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით, ,,.............‘‘ მაღაზიიდან გაიტანა ნოუთბუქი ACER E1-571G და სარეცხი მანქანა SAMSUNG WF702WN, სულ ღირებული 2049 ლარად და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 1639 ლარი ,,..... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ. მ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,..... ბანკს‘‘ 1639 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2013 წლის 29 დეკემბერს, თბილისში, .........ის დასახლებაში, .....ის ქ. #.-ში განთავსებულ ,,...........‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა, სს ,,...... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, ნ. გ–ს სახელზე ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით გაიტანა ,,................‘‘ მაღაზიიდან CANON D 600 ციფრული ფოტოაპარატი და ACER E1 - 570 G ნოუთბუქი, სულ ღირებული 2350 ლარად და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 2115 ლარი ,,............ ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ. მ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,..... ბანკს‘‘ 2115 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2013 წლის 29 დეკემბერს, ......ში, .............ის დასახლებაში, ....ის ქ. #.-ში განთავსებულ ,,...............‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა, სს ,,.......... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, ლ. მ–ის სახელზე შ. მ–ის მიერ ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით, ,,........‘‘ მაღაზიიდან 1150 ლარად ღირებული ACER E1 571 ნოუთბუქი და 950 ლარად ღირებული LG ფირმის სარეცხი მანქანა გაიტანა, რაც ნაკლებ ფასში დაუდგენელ პირზე გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 1890 ლარი ,,..... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ. მ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,..... ბანკს‘‘ 1890 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2014 წლის 5 იანვარს, ..............ში, ...........ის დასახლებაში, ..........ის ქ. #.-ში განთავსებულ, ,,................‘‘ მაღაზიაში, რ. ბ–მა, სს ,,...... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, მ. გ–ის სახელზე ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით, ,,..........‘‘ მაღაზიიდან ACER E1 - 571 ნოუთბუქი და LG1292 QDP სარეცხი მანქანა, სულ ღირებული 1840 ლარად, გაიტანა და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 1656 ლარი ,,...... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ. მ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,....... ბანკს‘‘ 1656 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2014 წლის 5 იანვარს, ...........ში, ...........ის დასახლებაში, ............ის ქ. #..-ში განთავსებულ ,,.................‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა, სს ,,....... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, ი. ე–ს სახელზე ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით, ,,............‘‘ მაღაზიიდან 1590 ლარად ღირებული ACER E1 - 571 ნოუთბუქი გაიტანა და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 1431 ლარი ,,..... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ. მ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,..... ბანკს‘‘ 1431 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2014 წლის 6 იანვარს, ...........ში, ............ის დასახლებაში, ..........ის ქ. #.-ში განთავსებულ ,,...........ის‘‘ მაღაზიაში რ. ბ–მა, სს ,,.......... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, ი. ე–ს სახელზე ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით ,,ახალი ელექტრონიქსის‘‘ მაღაზიიდან 899 ლარად ღირებული SAMSUNG RB29 FARNDSA მაცივარი გაიტანა და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 809 ლარი ,,.......... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ. მ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,...... ბანკს‘‘ 809 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2014 წლის 20 იანვარს, ..............ში, ..............ის ქ. #...-ში განთავსებულ, შპს ,,GMS-ის‘‘ მაღაზია ,,....ში‘‘ რ. ბ–მა სს ,,...... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, თამარ წიკლაურის სახელზე ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით, ზემოხსენებული მაღაზიიდან 485 ლარად ღირებული ,,KARMA Beta 4‘‘ გამათბობელი გაიტანა და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 485 ლარი ,,.......... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ. მ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,...... ბანკს‘‘ 485 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2014 წლის 28 იანვარს .....ში, .............ის ქ. # ..-ში განთავსებულ შპს ,,GMS-ის‘‘ მაღაზია ,,....ში‘‘, რ. ბ–მა სს ,,..... ბანკის‘‘ გარე გაყიდვების მენეჯერ შ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, ი. კ–ის სახელზე ყალბად შედგენილი განვადების ხელშეკრულების გამოყენებით, ზემოხსენებული მაღაზიიდან 1350 ლარად ღირებული კონდიციონერი GREE inventor12 გაიტანა და დაუდგენელ პირზე ნაკლებ ფასში გაასხვისა. რ. ბ–მა და შ. მ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული განვადების ძირი თანხა - 1215 ლარი ,,..... ბანკში‘‘ შესაბამის ანგარიშზე არ შეიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით რ. ბ–მა, შ–თან ერთად, დაზარალებულ ორგანიზაცია სს ,,.... ბანკს‘‘ 1215 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
რ. ბ–მა და კ. ბ–მა, წინასწარი შეთანხმებით, 2014 წლის თებერვალში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს რ. ნ–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რის შემდეგაც პირადობის მოწმობაში რ. ნ–ის ფოტოსურათი შეცვალეს კ. ბ–ის ფოტოსურათით და 2014 წლის 28 თებერვალს, .....ში, ............ისა და .............ის ქუჩების კვეთაზე, კ. ბ–ის მიერ გაყალბებული პირადობის მოწმობის წარდგენის გზით სს ,,............ ბანკიდან‘‘ მიიღეს კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხით მაღაზია ,,...............ში‘‘ განვადებით შეიძინეს ,,TOSHIBA-ს‘‘ ფირმის მაცივარი და ,,hisense ს‘‘ ფირმის ტელევიზორი. რ. ბ–მა და კ. ბ–მა სს ,,...... ბანკს‘‘ კრედიტის თანხა არ დაუბრუნეს, რითაც სს ,,............. ბანკს‘‘ მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს - რ. ბ–ს, შ. მ–სა და კ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულებმა - რ. ბ–მა, შ. მ–მა და კ. ბ–მა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, უდაოდ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, აანაზღაურეს დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე