შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 22.02.2021
საქმის ნომერი
2კ-141აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002637220

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №141აპ-21 22 თებერვალი, 2021 წელი

კ–ე დ., 141აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ირაკლი კოძახიძის

ადვოკატ - პ. შ–ს

მსჯავრდებულ - დ. კ–ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დ. კ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა დ. კ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

დ. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვა - უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

დ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 10 ივლისის ჩათვლით, დ. კ–ე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლის დედას - გ. ბ–ს, ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც გ. ბ–ე განიცდიდა ტანჯვას.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ს ადვოკატმა პ. შ–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. კ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ს ადვოკატმა პ. შ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. კ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. მსჯავრდებული დ. კ–ე დაკავებულ იქნა 2021 წლის 13 იანვარს.

7. 2021 წლის 12 თებერვალს, მსჯავრდებულ დ. კ–ს ადვოკატ ი. ბ–ს უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ დ. კ–ს წინასწარი თანხმობით, მსჯავრდებულსა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსს - ირაკლი კოძახიძეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი.

8. 2021 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა - ირაკლი კოძახიძემ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მასა და მსჯავრდებულ დ. კ–ეს შორის 2021 წლის 12 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:

დ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვა - უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - ირაკლი კოძახიძემ, მსჯავრდებულმა დ. კ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ–მ.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), რომლითაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატის იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ ირაკლი კოძახიძესა და მსჯავრდებულ დ. კ–ს შორის უნდა დამტკიცდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

3. საქმის მასალებისა და მსჯავრდებულ დ. კ–ს მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები: დაზარალებულ გ. ბ–ის ჩვენება, მოწმეების - ბ. ბ–ის, გ. მ–ის, ლ. შ–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერის მასალები, დაზარალებულის ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ:

§ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

§ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის -ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

§ მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;

§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

§ მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

§ მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

§ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

§ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

§ საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;

§ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;

§ მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;

§ მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;

§ მსჯავრდებული აცნობიერებს თავის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;

§ მხარეები აცნობიერებენ თავიანთ უფლებას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

5. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ დ. კ–ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. დ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

5. მსჯავრდებულ დ. კ–ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2021 წლის 13 იანვრიდან;

6. მსჯავრდებული დ. კ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი