განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141221004265879
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3191-21 14 აპრილი, 2021 წელი
პ–ი თ., 3191-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. პ–ის საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით თ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
თ. პ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 29 ნოემბრიდან.
2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 20 აგვისტოს N........... გადაწყვეტილებით, თ. პ–ს მოსახდელი სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით - 1 (ერთი) წლით, 3 (სამი) თვითა და 8 (რვა) დღით. თ. პ–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა – 2020 წლის 21 აგვისტოს.
3. 2021 წლის 17 იანვარს პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ თ. პ–ის პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. პ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა 3 (სამი) წლით და მოსახდელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე, 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით გამოსაცდელი ვადით.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 20 აგვისტოს N........... გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობის ვადა – 1 (ერთი) წელი, 3 (სამი) თვე, 8 (რვა) დღე და მოსახდელად განესაზღვრა შინაპატიმრობა – 11 (თერთმეტი) თვითა და 13 (ცამეტი) დღით.
დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული თ. პ–ი საჩივრით ითხოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 20 აგვისტოს N.......... გადაწყვეტილებით მის მიმართ შინაპატიმრობის სახით შეცვლილი სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
3. აღნიშნული დანაწესის თანახმად, თ. პ–ს, რომელიც არ არის ნასამართლევი, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა) შეფარდებული როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, კერძოდ: თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო - 3 (სამი) წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და მას სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო - 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
4. გარდა ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით თ. პ–ს არასწორად შეუმცირდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 20 აგვისტოს N.......... გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობის ვადა – 1 (ერთი) წელი, 3 (სამი) თვე, 8 (რვა) დღე და მოსახდელად განესაზღვრა შინაპატიმრობა – 11 (თერთმეტი) თვითა და 13 (ცამეტი) დღით, ვინაიდან სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ თ. პ–ს შინაპატიმრობით შეცვლილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი, 3 (სამი) თვე და 8 (რვა) დღე, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შემდეგ, როდესაც თ. პ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ეს სასჯელი დღეის მდგომარეობით მას ფაქტობრივად მოხდილი აქვს, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 20 აგვისტოს N.......... გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობისგან.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. პ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. თ. პ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა) შეფარდებული სასჯელი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო - 3 (სამი) წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და მას სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო - 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
4. თ. პ–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 29 ნოემბრიდან;
5. თ. პ–ი გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 20 აგვისტოს N........... გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობისგან;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი