განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058057
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №105აგ-18 26 აპრილი, 2021 წელი
ვ–ე გ., 105აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასჯელმოხდილ გ. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატების - ნ. ღ–სა და დ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განაჩენით გ. ვ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში- სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით(ხულიგნობა - ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) და სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა), რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 21 მარტს, დაახლოებით 00:10 საათზე, გ. ვ–ე და მ. ბ–ი, მეგობარ გ. ც–სთან ერთად იმყოფებოდნენ ........ში, ..........ის ქუჩა N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ შეხვდათ რ. ფ–ი, თავის მეგობრებთან ერთად. გ. ვ–ეს და რ. ფ–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა შეურაცხყოფასა და ჩხუბში, რაშიც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაერთვნენ მ. ბ–ი და იქ მყოფი სხვა პირები, რომლებმაც ძალადობის გამოყენებით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. ჩხუბის დროს გ. ვ–მ განიზრახა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან რ. ფ–ის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გახსნა და რ. ფ–ს, განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი ერთი ჭრილობა, აორტის აღმავალი ტოტის და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რაც განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მიყენებული დაზიანების გამო, რ. ფ–ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ. ვ–ე და მასთან ერთად მყოფი მ. ბ–ი ჩხუბის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განაჩენით გ. ვ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 15 წლით. გ. ვ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 22 მარტიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება:
გ. ვ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე- 3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლ–ანად და საბოლოოდ გ. ვ–ს სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვრა - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. მსჯავრდებულ გ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - დ. მ–მ და ზ. ხ–მა საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს - განაცხადი N..... - გ. ვ–ე საქართველოს წინააღმდეგ. საჩივარს საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქის - გ. ვ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ეროვნული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა.
2013 წლის 21 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოპასუხე მხარეს (საქართველოს მთავრობას) გადასცა განმცხადებლის საჩივარი, რომელიც ეხებოდა განმცხადებლისთვის დანით ჭრილობის მიყენების გარემოებებში გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობას და კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და 3(დ) პარაგრაფების შესაბამისად, სარჩელთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამართალწარმოების სავარაუდოდ არასამართლ–ანად წარმართვას.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2013 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული გ. ვ–ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 წლით, 4 თვითა და 12 დღით ადრე.
2013 წლის 25 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ცალმხრივი განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარემ – საქართველოს მთავრობამ, რომელმაც თავის პოზიციაში დააფიქსირა: „მთავრობას სურს აღიაროს ცალმხრივი დეკლარაციის საშუალებით კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ეროვნული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში გარკვეული ნაკლოვანებების არსებობის გამო. კერძოდ, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისი დასაბუთების გამო მომჩივნის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის დამნაშავედ ცნობის დროს. ასევე, სასამართლოთა უმოქმედობის გამო დაეკითხათ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი მოწმეები და კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა გამოძიების არაეფექტურობის გამო, მომჩივანის დანით დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით“.
მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომში - სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც მომჩივანს უფლებას ანიჭებს მიმართოს ეროვნულ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის შუამდგომლობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე.
ამასთან, მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება, გადაუხადოს 4000 (ოთხი ათასი) ევრო მომჩივანს ნებისმიერი მორალური და მატერიალური ზიანის, ყველა ხარჯისა და დანახარჯის ანაზღაურების სახით, რაც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.
2013 წლის 13 დეკემბრის წერილით მომჩივანმა მხარემ დაადასტურა, რომ მისთვის მისაღები იყო დეკლარაციის პირობები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის თანხმობა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე მიიჩნია მხარეებს შორის მორიგებად და 2014 წლის 28 იანვარის განაცხადი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
5. 2015 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სასჯელმოხდილ გ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გ. ვ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი, გ. ვ–ს და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გ. ვ–ს საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით სასჯელმოხდილ გ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
9. სასჯელმოხდილ გ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ნ. ღ–ი და დ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების გარეშე განხილვას, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ. ვ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
10. კასატორის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განაჩენი ემყარება 5 მოწმის ჩვენებას, რომლებიც ყველანი გარდაცვლილის ნათესავები არიან. ოთხნი - ზ. ფ–ი, ლ.გ–ე, ლ. თ–ი და ბ. გ–ე არიან ირიბი მოწმეები, რომლებიც ბ. გ–ე ჩვენებას ეყრდნობიან. თავად ბ. გ–ც არ არის ფაქტის თვითმხილველი. მისი ჩვენება არ არის სარწმუნო, რადგან ის არ გამოცხადდა პროცესზე (მიუხედავად მიღებული ზომებისა) და მისი ჩვენების გამოყენებით დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.
11. დაცვის მხარე უთითებს, რომ 2007 წლის 30 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხული სამი მოწმიდან (მ. ლ–ე, თ. ვ–ე და ლ. ხ–ე) მხოლოდ მ. ლ–ე დაიკითხა სასამართლოში მოწმის სახით. აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ მათი სახლის ეზოში ხმამაღალ საუბარს, თუმცა არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ მათ რაიმე ზიანი მიადგათ. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლი, ისევე როგორც მაშინ მოქმედი საპროცესო კოდექსის 68-ე მუხლი ნათლად უთითებდა და უთითებს, რომ დაზარალებულ–ა პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური ან მატერიალური ზიანი მიადგა. საქმეზე დაკითხულ მოწმეებს არანაირი ფიზიკური ან მატერიალური ზიანი არ მისდგომიათ; ისინი არ ყოფილან ცნობილი დაზარალებულად, ხოლო დაზარალებულის გარეშე ხულიგნობის შემადგენლობა არ გვაქვს სახეზე.
12. დაცვის მხარის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი არის დაუსაბუთებელი. განაჩენში ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ დაცვის მხარემ არ მოითხოვა მოწმეთა დაკითხვა, რითაც თავად თქვა უარი ევროპული სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლების განხორციელებაზე. კასატორთა მტკიცებით, დაცვის მხარემ არაერთხელ განუმარტა სასამართლოს, რომ გ. ვ–ეს სახელმწიფოსთან ჰქონდა 3 პრეტენზია:
- რ. ფ–ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნაწილში გ. ვ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობა;
- გ. ვ–ს სხეულის დაზიანების ფაქტის არგამოძიება;
- სასამართლოს მიერ გ. ვ–ს დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვაზე უარი.
დაცვის მხარის აღნიშნული პრეტენზიები გაითვალისწინა საქართველოს სახელმწიფომ და ასევე, თავის გადაწყვეტილებაში ასახა ევროპულმა სასამართლომ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, დაცვის მხარე ითხოვს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე გ. ვ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას რ. ფ–ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნაწილში, ვინაიდან განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს და არის დაუსაბუთებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლ–ანობა და დაადგინა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, „თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება“;
3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით - „გ. ვ–ე საქართველოს წინააღმდეგ“, დგინდება, რომ საქართველოს მთავრობამ აღიარა ცალმხრივი დეკლარაციით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ეროვნული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში გარკვეული ნაკლოვანებების არსებობის გამო. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მომჩივნის მსჯავრდების არასაკმარისი დასაბუთება თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ; სასამართლოთა უმოქმედობა, დაეკითხათ დაცვის მხარის მოწმეები. სასამართლომ ასევე მიუთითა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე გამოძიების არაეფექტურობის გამო მომჩივნის დანით დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განაჩენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე გადასინჯავს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის განაჩენი ეყრდნობა: ზ. ფ–ს, ლ. გ–ს, ბ. გ-ს, ბ. გ–ის, ლ. თ–ს, მ. ლ–ს, თ. ვ–ს, ლ. ხ–ს, მ. ბ–ისა და გ. ვ–ს ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნას და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნას, კერძოდ:
6. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ბ. გ–ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2007 წლის 20 მარტს, ღამით, მან და რ. ფ–მ ავტოსადგომზე გააჩერეს მანქანა და მიდიოდნენ სახლისკენ. იგი მიდიოდა ცოტა წინ და ტელეფონზე მესიჯს წერდა. ამ დროს უკნიდან მოესმა ხმამაღალი საუბარი. როდესაც შეტრიალდა, დაინახა, რომ ვიღაც უცხო ბიჭები ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ რ–ს. როგორც საუბრიდან მიხვდა, ისინი რ–ს სთხოვდნენ ავტომანქანის გასაღებს და გასეირნებას. რ–ემ მათ უთხრა უარი, რადგან ისინი იყვნენ ნასვამები. ისინი ექვსნი იყვნენ. რ–მ მას უთხრა, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, რადგან მისი ახლობლები იყვნენ და არ ჩარეულიყო. იმ ბიჭებიდან მას დაამახსოვრდა ერთი, რომელსაც ეცვა კრემისფერი ქურთუკი და თავზე ჭრელი ქუდი ეფარა. როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა, ისინი წავიდნენ ისევ ავტომანქანით, რადგან უნდოდათ, რომ სხვაგან დაეყენებინათ. ბოლოს მანქანა გააჩერეს ბ–ს კორპუსთან. რ–ო წავიდა ქვევით. უთხრა, რომ მისი ახლობლები იდგნენ და ისინი უნდა ენახა, ხოლო თვითონ წავიდა სახლისკენ. ამ დროს გაიგო ყვირილისა და გინების ხმა, რომელიც მოდიოდა იმ ადგილიდან, საითაც რ–ეწავიდა. იგი სირბილით წავიდა ქვევით, იქ ხალხი იყო შეკრებილი. ჩხუბი იყო. იგი ეძებდა რ–ეს. იქ მან დაინახა კრემისფერქურთუკიანი ბიჭი. იდგნენ მარტო ისინი, მოცილებული სხვებისგან. ამ დროს მან გაიგო რ.ს ხმა: „ვაიმეო“. როდესაც მიირბინა მასთან, ის კრემისფერქურთუკიანი ბიჭი უკვე გაცილებული იყო მისგან 7-8 მეტრით. რ–ედავარდნილი იყო მიწაზე და უთხრა, რომ დაჭრილი იყო. როდესაც ჰკითხა მას, თუ ვინ დაჭრა, მან მიუთითა კრემისფერქურთუკიან ბიჭზე, რომელსაც თავზე ჭრელი ქუდი ეხურა. მან დაჭრილი რ–ე ჩაისვა მანქანაში და წავიდა სახლისკენ, თან ყვიროდა: „ლ. მამიდა მიშველეო“. მამიდამისი მას შეხვდა სადარბაზოში და უთხრა, რომ რ–ედაჭრილი იყო. ისინი ერთად გამოვიდნენ სადარბაზოდან და დაინახეს, რომ ..........ს ქუჩაზე ბიჭები მიდიოდნენ ჩქარი ნაბიჯით. მან მამიდამისს მიუთითა კრემისფერქურთუკიან ბიჭზე, რომელსაც თავზე ეხურა ჭრელი ქუდი და უთხრა მას, რომ რ–ე მან დაჭრა. სხვა ბიჭები ყველა იყო მუქ ტანსაცმელში, გარდა კრემისფერქურთუკიანისა(იხ. ტ. 2, ს.ფ. 102-105).
7. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, ზ. ფ–მ სასამართლო სხდომაზე მთლ–ანად დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ გარდაცვლილი რ. ფ–ი იყო მისი შვილი, რომელიც გ. ვ–ემ მოკლა. 2007 წლის 20 მარტს, ღამით, გააღვიძა მეუღლემ და უთხრა, რომ რ. იყო დაჭრილი. შემდეგ მეუღლისგან გაიგო, რომ მისი შვილი გ. ვ–ეს დაუჭრია. როდესაც მის შვილს მანქანა გაუჩერებია , მასთან მისულა მისი კლასელი გ. ვ–ე, რომელიც ნასვამი ყოფილა და უთხოვია მანქანაზე დაესვა, რაზეც მის შვილს უარი უთქვამს. ამის გამო მათ მოსვლ–ათ ჩხუბი. როდესაც მისი მეუღლე ჩხუბის ხმაზე გარეთ გასულა, დაუნახავს, რომ ბიჭები გარბოდნენ. მისთვის ბ. გ–ს უთქვამს, რომ ერთ-ერთმა ბიჭმა დაჭრა რ–ე. მის მეუღლეს უცვნია ის ბიჭი, რომელიც ყოფილა მისი კლასელი გ. ვ–ე.
8. მოწმე ლ. გ–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ გარდაცვლილი იყო მისი შვილი. 2007 წლის 20 მარტს, ღამით, როდესაც რ–ეს დააგვიანდა, იგი გარეთ გავიდა. სადარბაზოდან გასვლისას ქუჩის მეორე მხარეს მან დაინახა დაახლოებით 5-6 ბიჭი. ჰკითხა მათ, თუ სად იყო რ–ე, რაზეც ერთ-ერთმა გინებით უპასუხა. ეს იყო გ. ვ–ე. ამ დროს მისკენ ღრიალით გამორბოდა მისი ძმისშვილი - ბ. გ–ე, რომელმაც უთხრა, რომ რ. დაჭრეს. ბ–მ მას მიუთითა თეთრქურთუკიან ბიჭზე, რომ რ. მან დაჭრა. რ.ს უთქვამს ბ–სთვის „ამან დამჭრაო“. გ. ვ–ს გარდა იქ სხვას თეთრი ქურთუკი არ ეცვა. მან გ. ვ–ს ხელში დანა დაინახა. მას უთხრეს, რომ რ. დაჭრა ვიღაც კრემისფერქურთუკიანმა ბიჭმა, რომელსაც თავზე თეთრი ქუდი ეფარა და ხელში ეჭირა დანა. მან ეს ბიჭი ამოიცნო სადარბაზოს წინ. ეს იყო რ–ეს კლასელი გ. ვ–ე. გ. ვ–ე მან ჩაცმულობით და ხმით ამოიცნო.
9. ამდენად, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ზ. ფ–სა და ლ. გ–ს ჩვენება ემყარება ინფორმაციას, რაც მომხდარი შემთხვევის შესახებ ბ. გ–მ მიაწოდა ლ.გ–ეს (ლ.გ–მ კი თავის მხრივ უამბო თავის მეუღლეს - ზ. ფ–ს), ხოლო ბ. გ–მ გ. ვ–ს მიერ რ. ფ–ის დაჭრის შესახებ იცის რ. ფ–ისგან.
10. მოწმე ბ. გ–ემ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2007 წლის 20 მარტს, ღამის 12:00 საათზე, გააღვიძა დედამ და უთხრა, რომ რ. დაჭრეს და ......ში უნდა წავიდეთო. როცა მივიდნენ ............. საავადმყოფოში, გაიგეს, რომ რ. უკვე გარდაცვლილი იყო. მან რ.ს დაკრძალვაზე ბიჭებისაგან გაიგო, რომ უბანში ჩხუბი მოსვლ–ათ და რ. თეთრქურთუკიან ბიჭს დაუჭრია. მომხდარის თაობაზე მის ძმასთან არ უსაუბრია. ერთხელ ჰკითხა, მაგრამ მან ყვირილი დაუწყო და უთხრა, რომ ამაზე საუბარი არ სურდა. მომხდარ ფაქტამდე ძმა თვე-ნახევარი ან ორი თვე ნანახი არ ჰყავდა, იმ ღამით საავადმყოფოშიც არ უნახავს, მესამე ან მეოთხე დღეს ნახა. ფაქტის დღეს მის ძმას მისთვის ტელეფონზე არ დაურეკავს, არც მას დაურეკავს. არ იცის, ბ–ო დაჭრის ფაქტს შეესწრო თუ არა.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტ. 1, ს.ფ. 47-48). მოწმე ბ. გ–მ განაცხადა, რომ აღნიშნულ ჩვენებას ნაწილობრივ ადასტურებს. არ იცის, წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში რატომ უწერია, თითქოს ბ–მ უთხრა მას და რ.ს ჩხუბი მოუვიდათ. გათიშული იყო.
გამოძიების ეტაპზე ბ. გ-ს მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, მას დაახლოებით 23:00 საათზე (ზუსტი დრო არ ახსოვს) მისი დის მ. გ–ს ტელეფონზე დაურეკა მისმა ძმამ ბ. გ–მ, თავისი მობილური ტელეფონიდან და ჰკითხა ძმაკაცის - ვინმე ხ–ს - ტელეფონის ნომერი ხომ არ იციო, რაზეც უარი უთხრა და ბ–მ ტელეფონი გათიშა. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან ხმაზე შეატყო, რომ იყო აღელვებული, მისწერა მესიჯი შინაარსით: რა ხდება, ხომ მშვიდობაა. რის შემდეგაც ბ–მ ისევ მობილურზე დაურეკა და უთხრა, რომ მას და რ–ე ფ–ს უბნელ ბიჭებთან მოუვიდათ ჩხუბი, რის შემდეგაც ისევ გათიშა ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ ისევ მისწერა ბ–ს მესიჯი, თუ ჩხუბი მოგივიდა ახლავე მოვდივარ ........იო, ბ–მ ისევ დაურეკა და უთხრა, ახლა არაფერია, რ–ე მიმყავს საავადმყოფოშიო.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას ბ. გ–მ დაადასტურა რ. გ–სთან სატელეფონო კომუნიკაცია, ხოლო სასამართლოში დაკითხვისას უარყო და აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს არც მას და არც მის ძმას მისთვის ტელეფონზე არ დაურეკავს.
12. მოწმე ლ. თ–მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული იყო მისი მულიშვილი. მისი შვილი - ბ. გ–ე სტუმრად იყო მამიდასთან - ლ.გ–ესთან. ღამით, დაახლოებით 23:30 საათზე, ბ–მ დარეკა სახლში და უთხრა, რომ მამასთან სურდა საუბარი. ანერვიულებული ხმა ჰქონდა. რადგან მისი მეუღლე ნასვამი იყო და ეძინა, მათი საუბარი ვერ შედგა, რის შემდეგაც ბ–მ ტელეფონი გათიშა. შემდეგ გაიგო, რომ რ. დაჭრეს. საავადმყოფოში როცა მივიდნენ, რ. უკვე გარდაცვლილი იყო. ლ–სთვის ცნობილი იყო, რომ რ. კლასელმა მოკლა. როცა ლ–ა გარეთ გამოსულა, სამი ბიჭი გარბოდა და ლ–ას გ. ვ–ე ამოუცნია. მისმა შვილმა - ბ. გ–მ უთხრა, რომ რ. დაჭრილი იყო და ვიღაც თეთრქურთუკიანზე მიუთითებია, ამან დამჭრაო, ხოლო ლ–ამ თეთრქურთუკიანი ბიჭი ამოიცნო და ის იყო გ. ვ–ე. ვ–ს გვარი ლ–ამ იმ ღამესვე ახსენა საავადმყოფოში. მისმა შვილმა უთხრა, რომ რ. დაჭრილი იყო და ვიღაც თეთრქურთუკიანზე მიუთითა რ.მ, ამან დამჭრაო.
ამდენად, ლ. თ–ს ჩვენება ირიბი ჩვენებაა და მოწმე მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც მისთვის სხვა პირისგან არის ცნობილი.
13. გ. ვ–ემ თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 20 მარტს, დაახლოებით 24:00 საათზე, ის და მისი მეგობარი გ. ც–ე ავიდნენ მ. ბ–სთან სახლში. იქ გაჩერდნენ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ მან და მ–ამ გადაწყვიტეს გაეცილებინათ გ. ც–ე, ვინაიდან იგი იყო ნასვამი. წავიდნენ ......ს ქუჩის მხრიდან, შეუხვიეს „პ. კ-ს“ შესახვევთან და ჩავიდნენ ქვევით. საიდანაც არის ვიწრო გასასვლელი ......ს ქუჩაზე. იქვე იდგა რ–ე ფ–ი, რომელმაც დაუძახა მას და გაიხსენა მათი შუა დღის საუბარი. შუადღისას ის და რ–ე იყვნენ ეზოში, სადაც ხუმრობდნენ. ეს ხუმრობა შემდეგ გადაიზარდა უხამს ხუმრობაში, მაგრამ ჩხუბი არ მოსვლ–ათ. ჩვეულებრივ დაიშალნენ. როდესაც რ–მ ეს საუბარი გაუხსენა, მან უთხრა „არაუშავს, რა მოხდაო“. შემდეგ ისინი შეკამათდნენ, გადავიდნენ შეურაცხყოფაზე და დაიწყეს ჩხუბი. როდესაც ჩხუბი დაიწყეს, ისინი იყვნენ ორნი, მოშორებით იდგა მესამე პიროვნება, დაახლოებით 180 სმ სიმაღლის. მისი მეგობარი მ–ა მივიდა გასაშველებლად, მაგრამ ამ დროს ჩხუბში ჩაერთვნენ უცნობი პირები და მ–ა ბ–ი გაათრიეს. ჩხუბის დროს მან უეცრად უკნიდან იგრძნო წვა. ხელი მიიდო და ნახა, რომ სისხლ–ანი ჰქონდა. მან დააფიქსირა ის ფაქტი, რომ მის უკან მდგომმა პიროვნებამ დანა დაკეცა და ჩაიდო ჯიბეში, რაზეც მან თქვა: „დანას ნუ ხმარობთო“. ეს სიტყვა დაამთავრა თუ არა, რამდენიმე წამში წინიდან მიაყენეს ჭრილობა - წინიდანაც დანა დაარტყეს. ვინც დაარტყა, მისი სახე ვერ დაინახა, რადგან თავი ჰქონდა დახრილი, ქურთუკი ჰქონდა თავზე ჩამოფარებული, ამიტომ სხვებს ვერ ხედავდა, სცემდნენ და ვიღაცამ ქურთუკი გადმოაფარა. მის ცემაში 8-10 კაცი მონაწილეობდა. პირველი ჭრილობა ვინ მიაყენა, არ იცის. მეორე ჭრილობა იმავე პიროვნებამ მიაყენა თუ არა, არ იცის, წამებში მიაყენეს მეორე ჭრილობაც. თუმცა ორივე დანა სხვადასხვა იყო, უკნიდან რომ დაარტყეს, ის დანა უფრო ვიწრო იყო, ვიდრე ის დანა, რომელიც წინიდან დაარტყეს. წინ მდგომი დანიანი პიროვნება ისევ ცდილობდა მისთვის დანის დარტყმას. მეორე ჭრილობის მიყენების შემდეგ მის წინ ხედავდა დანას, რომელიც მისი თვალთახედვის არედან არ ქრებოდა, მან იფიქრა, რომ კლავდნენ, ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რომელსაც მუქი ფერის ტარი ჰქონდა და გაშლილ მდგომარეობაში იყო დაახლოებით 15 სანტიმეტრი. დანა მან წინა მხარეს მოიქნია, რათა მოეგერიებინა წინ მდგომი პიროვნება. მოარტყა თუ არა ვინმეს, არ იცის. ამ დროს მან დაიყვირა დაჭრილი ვარო და ჩხუბი შეწყდა, რის შემდეგაც მ–ა ბ–ი მივიდა მასთან და ერთად დატოვეს იქაურობა. გზაში ხანდახან გონება ეკარგებოდა და ბიჭები ეხმარებოდნენ. ლომბარდთან შემოესმა მ–ა ბ–ის ყვირილი: „დაჭრილ–ა, თავი დაანებეო“. როდესაც მიიხედა, დაინახა მისთვის უცნობი პირი, რომელსაც ხელში დანა ეკავა და მ–ა ბ–ის ნათქვამზე გატრიალდა. შემდეგ იგი მივიდა ოჯახის მეგობართან და ბიჭები გაუშვა სახლში. სახლში მან გონება დაკარგა. იგი გონზე მოვიდა ............. საავადმყოფოში, სადაც შეიტყო, რომ რ–ე ფ–ი გარდაცვლილი იყო. ჩხუბის დროს მას ღია ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა. თავზე ჭრელი ქუდი ეხურა.
14. მ. ბ–მ განმარტა, რომ 2007 წლის 20 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ. ვ–ე და გ. ც–ე ავიდნენ მასთან სახლში. გაჩერდნენ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ მან და გ. ვ–მ გადაწყვიტეს გ. ც–ს გაცილება. ისინი წავიდნენ ......ის ქუჩით, რადგან ..........ის ქუჩაზე მისასვლელად უფრო ახლო იყო. როცა ..........ის ქუჩაზე ჩაიარეს, იქ იდგა რამდენიმე ბიჭი. იგი მათ მიესალმა, რა დროსაც რ. ფ–მ დაუძახა გ. ვ–ეს. გ–ი და რ–ე მოშორებით გავიდნენ, საუბრობდნენ. ამ დროს მას შემოესმა გინების ხმა. როცა მიტრიალდა, დაინახა, რომ რ–ე და გ–ი შეჭიდებულები იყვნენ ერთმანეთთან. იგი მივიდა გასაშველებლად, რა დროსაც ვიღაც უცხო პიროვნებამ იგი გაათრია და დაუწყეს ცემა. ჩხუბის დროს გაიგო ხმა: „დაჭრესო“. ვინ დაჭრეს, არ უთქვამთ, რამდენიმე ხანში გაიგო: „რ.ც დაჭრესო“. როდესაც მივიდა, ნახა დაჭრილი გ. ვ–ე. იგი ორ ადგილას იყო დაჭრილი, ბარძაყსა და მუცლის არეში. წამოვიდნენ იქიდან. გზაში, როცა მიუახლოვდნენ „.........“ მაღაზიას, ვიღაც უცხო ბიჭი, ხელში დიდი დანით, გამოეკიდა გ. ვ–ეს გინებით და ემუქრებოდა მოკვლით. ამ დროს მან დაუყვირა იმ ბიჭს, რომ არ დაერტა, რადგან დაჭრილი იყო. მის დაყვირებაზე ის ბიჭი გაჩერდა, უკან გაბრუნდა და გაიქცა, თან მოაძახა მათ: „მაინც გიპოვითო“. ამ დროს ისინი მივიდნენ გ. ვ–ს ოჯახის ახლობლის ბინასთან, სადაც დატოვეს გ. ვ–ე. შემდეგ გაიგეს, რომ გ. ვ–ე ............. საავადმყოფოში წაიყვანეს. გ–სა და რ–ეს შორის ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთს. დაჭრილი რ–ემას არ უნახავს. გ. ვ–ეს ეცვა კრემისფერი ქურთუკი და ქუდი ეფარა. რ–ესა და გ–ს შორის დაწყებულ ჩხუბში იგი თავისი ინიციატივით ჩაერთო ისე, რომ ჩხუბის მიზეზი არ იცოდა. ჩხუბის დროს ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს, ყვირილსა და გინებას.
15. მ. ბ–ის ჩვენებით დასტურდება გ. ვ–ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც მსჯავრდებული უთითებს, რომ როდესაც ჩხუბი დაიწყეს, ისინი(გ. ვ–ე და რ. ფ–ი) იყვნენ ორნი, მაგრამ როდესაც მათ გასაშველებლად მივიდა მ. ბ–ი, ჩხუბში ჩაერთვნენ უცხო პირები.
16. მოწმე მ. ლ–მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, 12:00 საათიდან 00:30 საათამდე დროის შუალედში, იგი იყო სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური. მას ესმოდა უწმაწური სიტყვები და გინება. სხვადასხვა ტონალობისა და ხმის ტემბრის გინება ისმოდა. ახალგაზრდა ბიჭების ხმა იყო. გავიდა სახლის წინა მხარეს, სადაც გაიგონა, რომ ვიღაც იძახდა: „ჩქარა, სასწრაფოს გამოუძახეთო“. ამავე დროს გაიგონა, რომ ვიღაც ამბობდა: „მოვტყდეთ“ თუ „მოვტყდითო“. როდესაც მან გაიხედა, ბიჭები უკვე გარბოდნენ. ბნელოდა და ვერ დაინახა, რამდენნი იყვნენ. მხოლოდ სილუეტებს ხედავდა. სასწრაფო მოგვიანებით მივიდა, დაჭრილი მანქანით ჰყავდათ უკვე საავადმყოფოში წაყვანილი.
17. მ. ლ–ე ვერ უთითებს შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, მათ რაოდენობას, ცივი იარაღის არსებობას და უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ვითარებას, ასევე არ შესწრებია დანაშაულის ჩადენას.
18. მოწმე ლ. ხ–ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, 2007 წლის 20 მარტს, დაახლოებით 23:30 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში, ქუჩიდან გაიგო ხმაური და ჩხუბის ხმა. გადაიხედა აივნიდან და დაინახა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხთან თავმოყრილი იყო 10-15 ბიჭი. ისინი ერთმანეთში ჩხუბობდნენ. როდესაც მოჩხუბრები ერთმანეთს დაშორდნენ, ისინი გაიყვნენ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი წავიდა ე.წ. „..........ს“ კორპუსისკენ, ხოლო მეორე ჯგუფი - ქვევით, გარაჟების გასწვრივ. ერთმანეთთან დაშორების დროს ერთ-ერთმა, რომელმაც გაიხადა ღია ფერის ზედატანი და ისევ ჩაიცვა, დაუძახა მეორე ჯგუფს: „დანას ნუ ხმარობო“. ამის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს და ორ ჯგუფად წავიდნენ. ვინ იყვნენ მოჩხუბრები, არ იცის. მათ შორის გაშველებამდე იყო ჩხუბი და ხმამაღალი ყვირილი. ამის შემდეგ იმ ღამით ხმაური ან ყვირილის ხმა აღარ გაუგია. მეორე დღეს გაიგო, რომ მოკლული იყო სკოლის მოსწავლე, ბავშვი, მისი კლასელი კი დაჭრილი იწვა საავადმყოფოში(იხ. ტ. 1, ს.ფ. 122-123).
19. ამდენად, ლ. ხ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდა 10-15 პირი, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბობდნენ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა (ლ.გ–ე, ბ. გ–ე) ჩვენებების თანახმად, მხოლოდ გ. ვ–ეს ეცვა ღია ფერის ქურთუკი, სხვა ბიჭები, ყველანი იყვნენ მუქ ტანსაცმელში. ლ. ხ–ს ჩვენებითვე დასტურდება, გ. ვ–ს მიერ მითითებული გარემოება, რომ მან მოუწოდა „დანას ნუ ხმარობთო“ ( სწორედ ღია ფერის ქურთუკიანი პიროვნება მოუწოდებდა ჩხუბში ჩართულ პირებს, დანა არ გამოეყენებინათ), ასევე დასტურდება, რომ ჩხუბში მსჯავრდებულისა და დაზარალებულის გარდა სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.
20. მოწმეების - მ. ლ–სა და ლ. ხ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გ. ვ–ს მიერ რ. ფ–ის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის დასამტკიცებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან ორივე მოწმე მიუთითებს ჩხუბსა და ხმაურზე, მაგრამ არცერთ მოწმეს არ დაუნახავს უშუალოდ დაჭრის ფაქტი.
21. მოწმე ლ. გ–ს მტკიცებით, მან (სახლის სადარბაზოდან მისი გამოსვლისას) გ. ვ–ს ხელში დანა დაინახა იმ დროს, როდესაც ჩხუბი დასრულებული იყო და ბიჭები გარბოდნენ. დანის ქონის ფაქტს თავად გ. ვ–ეც არ უარყოფს. იმავდროულად, მიუთითებს ორი სხვადასხვა დანით მის დაჭრაზე. მ. ბ–იც ადასტურებს, რომ ჩხუბის შემდეგ დანიანი პიროვნება გამოეკიდა გ. ვ–ეს. ამასთან, არცერთი მოწმე არ არის დაჭრის თვითმხილველი; დადგენილი არ არის დანა, რომლითაც რ. ფ–ი დაჭრეს; არ არის დადგენილი გ. ვ–ს მიერ ჩვენებაში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება - რომ მას ორი სხვადასხვა დანით მიაყენეს სხეულის დაზიანება - შეესაბამება თუ არა სინამდვილეს.
22. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით დგინდება, რომ წარდგენილი სამედიცინო საბუთების მიხედვით, გ. პ–ს ძე ვ–ს 2007 წლის 20 მარტს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს - მუცლის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობა, არაშემავალი მუცლის ღრუში. მარჯვენა დუნდულოს ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანებები მიყენებულ–ა რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით. როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
23. ექსპერტიზის N......ტრ. დასკვნის თანახმად, გ. ვ–ს მაისურზე არსებული გამჭოლი დაზიანება მიყენებულ–ა რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელ–ა იყოს დანა.
24. ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, გ. ვ–ს მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება II ჯგუფს.
25.ბიოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად:
- გამოსაკვლევად წარდგენილი გ. ვ–ს სისხლი მიეკუთვნება II ჯგუფს;
- გარდაცვლილი რ. ფ–ის გვამური სისხლის ნიმუში მიეკუთვნება I ჯგუფს;
- ექსპერტიზაზე წარდგენილ ფუთაში, რომელიც დალუქულ–ა საქართველოს შსს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ქაღალდის ლუქით „პაკეტებისათვის N......“, წარწერის გარეშე, მოთავსებულ ტანსაცმელზე, კერძოდ: მუქ-ნაცრისფერ როლინგზე, ყავისფერ გრძელსახელოიან მაისურზე, მომწვანო-მონაცრისფრო ფერის “adidas“-ის ფირმის მაისურზე, ნაცრისფერი ჯინსის შარვალზე, შავი ფერის ტრუსზე, ნაცრისფერ წინდებზე, შავი ფერის “puma“-ს ფირმის სპორტულ ფეხსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს;
- ექსპერტიზაზე წარდგენილ ფუთაში, წარწერით: „21.03.07 ..........ოს რ/ნი .............ი საავადმყოფოს ეზო. მოქ. რ. ფ–ის მკვლელობის ფაქტს ა/მ-ის იაგუარი სახელმწიფო ნომრით .....-ის დათვალიერებისას მგზავრის უკანა სავარძლიდან ამოღებული რუხი ფერის ქსოვილის ზედა ტანი“ მოთავსებულ ტანსაცმელზე, კერძოდ: მოყავისფრო-მორუხო ფერის ნაქსოვ სვიტრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს;
- ექსპერტიზაზე წარდგენილ ფუთაში, წარწერით „21.03.07 ..........ოს რ/ნი .............ი საავადმყოფოს ეზო. მოქ. რ. ფ–ის მკვლელობის ფაქტზე ა/მ-ის იაგუარი სახელმწიფო ნომრით ............ის დათვალიერებისას ამოღებულ ქურთუკზე წარწერით „adidas” მგზავრის სავარძლიდან“, მოთავსებული ცისფერი ფერის ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს;
- ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით „1 ცალი დანა, ამოღებული მძღოლის უკანა მგზავრის მარცხენა მხარეს არსებული კარების ჯიბიდან“, მოთავსებულ დანაზე სისხლი არ აღმოჩნდა;
- ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით „სისხლისმაგვარი ლაქა 1 ნიმუში N... .........ს რ/ნი. ზ. ბ–ის N.. მიმდებარე ტერიტორია. მოქ. რ. ფ–ის მკვლელობის ფაქტი“, მოთავსებულ დოლბანდის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს;
- ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით „სისხლისმაგვარი ლაქები 3 ნიმუშად, ა/მ-ის შიგნიდან. ............ს რ/ნი. .............ი საავადმყოფოს ეზოში მოქ. რ. ფ–ის მკვლელობის ფაქტზე ა/მ-ნა იაგუარი სახელმწიფო ნომრით .....-ის დათვალიერება“, მოთავსებულ ორ ცალ დოლბანდის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს, ხოლო ერთ ცალ ანაწმენდზე ვიზუალურად და სტერეომიკროსკოპულად დათვალიერებისას სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.
26. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, რ. ფ–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული გულმკერდის ღრუში შემავალი ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად, აორტის აღმავალი ტოტისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით. დაზიანება მიყენებულ–ა რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და განეკუთვნება დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.
27. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ მაისურზე, ჯემპრზე, მაისურზე და ავტომანქანიდან ამოღებულ ცისფერ ქურთუკზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მონაკვეთში არსებული დაზიანება განვითარებულ–ა ჭრით და ლოკალიზაციის არით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნაში მითითებულ რ. ფ–ის სხეულზე შესაბამის მიდამოში არსებულ დაზიანებას. აღნიშნულ ტანსაცმელზე არსებული ჭრით გამოწვეული დაზიანება განვითარებულ–ა ცალმხრივი პირის მქონე საგნით, რაც გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას ექსპერტიზაზე წარდგენილი ხანჯლისებური ფორმის პირის მქონე ნაკეთობის ზემოქმედებით.
28. ამდენად, გ. ვ–ს ბრალდების დამადასტურებელი ძირითადი მტკიცებულება არის ბ. გ–ე გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელიც სასამართლო პროცესზე, მართალ–ა, გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული მამხილებელი მოწმის უშუალოდ დაკითხვის შესაძლებლობა.
29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოწმის დაუსწრებლად მისი ჩვენების მიღების მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა არსებობდეს. მნიშვნელოვანი მიზეზი inter alia არსებობს, თუ მოწმე გარდაიცვალა ან არ მონაწილეობდა პროცესში განსასჯელთან ან მისი სახელით მოქმედ პირებთან დაკავშირებული შიშის გამო(იხ.: Al-Khawaja and Tahery v. UK, no 26766/05, 22228/06, §118, ECtHR, 15.12.2011).
30. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული 2007 წლის 7 მაისის ბ. გ–სთან გასაუბრების ოქმის თანახმად, ის არ დამალულა, რაღაც პერიოდი იყო სოფელ ........ში, ვინაიდან იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რადგან მას ფაქტობრივად ხელში ჩააკვდა უახლოესი ნათესავი. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ......ში და იმყოფებოდა კიკეთში, სადაც იტკინა ფეხი და ამის გამო გაუჭირდა მისვლა საგამოძიებო ორგანოში. ოქმითვე ირკვევა, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით და საგამოძიებო მოქმედების დროულად ჩასატარებლად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი დაკითხვა ადგილზევე, ........ში.
ბ. გ. აღნიშნული ახსნა-განმარტების მიუხედავად, არ გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისათვის. 2007 წლის 30 ივლისის ბინაზე გამოცხადების ოქმით ირკვევა, რომ ინსპექტორ-გამომძიებელი რ. გ–ი მოსამართლის დადგენილების საფუძველზე გამოცხადდა ქალაქ ..........ში, .........ის ქ. .....-ში მოწმეების - ბ. და ბ. გ–ების იძულების წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსადგენად. ბ. გ–სა და მისი მშობლის გ. გ–ის განმარტებით, დაახლოებით ერთი თვეა, რაც ბ. გ–ე არ უნახავთ, მათთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი, ვინაიდან სახლში მოუვიდათ უსიამოვნება და ბ. გ–ე სახლში აღარ მიდის, სად იმყოფება, არ იციან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მართვისა და ტექნოლოგიების სამმართველოს 2008 წლის 4 თებერვლის მომართვა, რომლის თანახმად, მოქალაქე ბ. გ–ს ძე გ–ს ...........ოს ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთილი აქვს 2007 წლის 21 აგვისტოს (მოსამართლის დადგენილების საფუძველზე ინსპექტორ-გამომძიებელ რ. გ–ის მოწმის ბინაზე გამოცხადების შემდეგ), .........ის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, 04:21 საათზე, რის შემდეგაც მისი მხრიდან ..........ოს საზღვრის გადმოკვეთა არ დაფიქსირებულა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რაიმე ობიექტური გარემოების არსებობა, რომელიც გამორიცხავდა ბ. გ–ე სასამართლო განხილვაში მონაწილეობას.
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, როდესაც მსჯავრდება მხოლოდ ან მეტწილად ეფუძნება დაუსწრებელი მოწმის ჩვენებას, სასამართლომ საქმისწარმოება უნდა განახორციელოს განსაკუთრებული ყურადღებით. ასეთი მტკიცებულების დაშვების საფრთხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მისი დაბალანსება პინებით და სწორედ ეს მოითხოვს საკმარის გამაწონასწორებელ ფაქტორებს, მათ შორის ძლიერ პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მტკიცებულების სარწმუნოობის სამართლ–ან და სათანადო შეფასებას(იხ.: Al-Khawaja and Tahery v. UK, no. 26766/05, 22228/06, §119, ECtHR, 15.12.2011).
32. მოცემულ შემთხვევაში გ. ვ–ს მსჯავრდების ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს ბ. გ–ე ირიბი ჩვენება. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უშუალოდ გ. ვ–ს მიერ რ. ფ–ისთვის ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. გ–ს, ლ. თ–ის, ბ. გ–ის ჩვენებების პირველწყაროს სწორედ ბ. გ–ე წარმოადგენს, ვისი სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ მიეცა. შესაბამისად, არ მომხდარა აღნიშნული მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობისა და მოწმის სანდოობის გამოკვლევა სასამართლოში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით, მითუფრო, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოწმე წარმოადგენდა ნეიტრალურ გარე დამკვირვებელს, რადგან თავადაც მონაწილეობდა განსახილველ ინციდენტში.
33. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო მსჯავრდებისას დაუსწრებელი მოწმის ჩვენების გამოყენების საკითხში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპები. მათ შორის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დაკმაყოფილდა მესამე ტესტიც და გონივრულად მოხდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების შექმნა, მათ შორის - ძლიერი პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფა, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გადაუმოწმებელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას, ვინაიდან წარმოადგინეს სხვა მოწმეები და მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს მხარეთა მონაწილეობით და რომლებმაც დაადასტურეს მოწმე ბ. გ–ე ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლო რომელ დამაბალანსებელ ფაქტორებზე და წერილობით მტკიცებულებეზე მიუთითებს (რომლებმაც უზრუნველყო საქმის ძირითადი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლების კომპენსირება დაცვის მხარისათვის), ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გ. ვ–ს მიერ რ. ფ–ის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტს.
34. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ეროვნული და საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს დაუსწრებელი მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული მამხილებელი ჩვენების გამოყენებას მსჯავრდებისათვის კუმულაციურად სამი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზის არსებობა; როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება არ არის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი; არსებობს საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები (მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები) იმის უზრუნველსაყოფად, რომ სასამართლო განხილვა მთლ–ანობაში იყო სამართლ–ანი.
35. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „გადამწყვეტი მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგან ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელ–ა. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულ–ა ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე; რაც უფრო ძლიერია ბრალდების მტკიცებულება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუცხადებელი მოწმის მტკიცებულება იგივე რეჟიმში განიხილებოდეს, როგორც გადამწყვეტი [მტკიცებულება]“ (Al-Khawaja and Tahery, no. 26766/05, 22228/06, §131, ECtHR, 15.12.2011).
36. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალით არ დასტურდება, რომ არსებობდა მოწმე ბ. გ–ე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. იმავდროულად, ამავე მოწმის ჩვენება იყო ძირითადი მამხილებელი მტკიცებულება, რადგან სხვა მოწმეთა ჩვენებები განსასჯელის იდენტიფიცირებისა და მის მიერ დანაშაულის ჩადენის ნაწილში წარმოადგენდა ბ. გ–ე ჩვენებაზე დამყარებულ ინფორმაციას. სასამართლო სხდომაზე დაკითხული როგორც გარდაცვლილი რ. ფ–ის მშობლები, ასევე ნათესავების ჩვენებები ემყარებოდა მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას(მეორე ტესტი). იმავდროულად, თავად ბ. გ–ე ჩვენებაც არის ირიბი ჩვენება, რომელიც ეყრდნობა გარდაცვლილი რ. ფ–ის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.
37. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ დგინდება დაზარალებულის ბიოლოგიური/ანატომიური კვალის არსებობა გ. ვ–ს ტანსაცმელზე, არ არის წარმოდგენილი დანაშაულის ჩადენის იარაღი, არ არსებობს არცერთი პირდაპირი (ბ. გ–ე ირიბი ჩვენების გარდა) პირველადი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. ვ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად განსაზღვრული სტანდარტით, არ დასტურდება, გ. ვ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სასჯელმოხდილ გ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ღ–სა და დ. მ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
გ. ვ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე