საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802223006831290
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№9I-23 ქ. თბილისი
ჰ. ი./ი. 9I-23 27 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. ლ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) მიმართ საფრანგეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2022 წლის 19 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცემულია ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 323-1, 323-5 და 323-7 მუხლებით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემაში უკანონოდ შეღწევა ან დარჩენა, რამაც გამოიწვია სისტემის ალტერაცია), იმავე კოდექსის 323-3 მუხლის პირველი პარაგრაფითა და 323-5 მუხლით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემაში მონაცემთა უკანონო შეტანა ანდა შეცვლა), 323-2, 323-5 და 323-7 მუხლებით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა), 131-26-2, 132-71 მუხლებით და 312-6 მუხლის პირველი პარაგრაფით, 312-1 მუხლის პირველი პარაგრაფით, 312-13 და 312-14 მუხლებით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), 324-1, 324-1-1, 324-2, 324-3, 324-4, 324-5, 324-6, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება, ჩადენილი ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), 450-1, 450-3 და 450-5 მუხლებით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების მიზნით ბოროტმოქმედთა გაერთიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2022 წლის 9 თებერვლიდან ი. /ი. ჰ–სი (Y. H-ch) საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. /ი. ჰ–სი (Y. H-ch);
2022 წლის 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ი. /ი. ჰ–სს (Y. H-ch) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) ექსტრადიციის თაობაზე საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბერს განჩინებით ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 24 თებერვლამდე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით ი. /ი. ჰ–ს (Y. H-ch) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2023 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 მაისამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2020 წლის 9 თებერვლიდან 2022 წლის 14 იანვრამდე პერიოდში, ი. /ი. ჰ–სი (Y. H-ch), როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ახდენდა საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფი დაზარალებულების კომპიუტერულ სისტემაში ვირუსის გაშვებას, რის შემდგომაც ახორციელებდა აღნიშნულ სისტემაში უკანონო შეღწევას. კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის შემდგომ ი. /ი. ჰ–სი (Y. H-ch) და მისი თანამზრახველები დაზარალებულთა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანზე დემონსტრირების გზით დაზარალებულს წარუდგენდნენ მოთხოვნას, რომ ორგანიზებული ჯგუფისთვის უნდა გადაეხადა განსაზღვრული ოდენობის ფულადი თანხა, რათა არ მომხდარიყო ინფორმაციის გავრცელება და აღნიშნული ინფორმაცია დაბრუნებოდა დაზარალებულს. ამასთან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმომავლობის დაფარვისა და მათ კანონიერ სამოქალაქო ბრუნვაში ინტეგრირების მიზნით, დაზარალებულთაგან ითხოვდნენ ანგარიშსწორებას კრიპტო ვალუტის მეშვეობით. ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფულადი თანხა გამოსძალეს 450 პირს, რითაც ჯამურად მიიღეს დაახლოებით 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი.
4. 2023 წლის 7 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 19 იანვარს გამოცემულ ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) დაკავების ბრძანებაში და დასჯადია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 323-1, 323-5 და 323-7 მუხლებით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემაში უკანონოდ შეღწევა ან დარჩენა, რამაც გამოიწვია სისტემის ალტერაცია), იმავე კოდექსის 323-3 მუხლის პირველი პარაგრაფით და 323-5 მუხლით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემაში მონაცემთა უკანონო შეტანა ანდა შეცვლა), 323-2, 323-5 და 323-7 მუხლებით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა), 131-26-2, 132-71 მუხლებით და 312-6 მუხლის პირველი პარაგრაფით, 312-1 მუხლის პირველი პარაგრაფით, 312-13 და 312-14 მუხლებით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), 324-1, 324-1-1, 324-2, 324-3, 324-4, 324-5, 324-6, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება, ჩადენილი ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), 450-1, 450-3 და 450-5 მუხლებით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების მიზნით ბოროტმოქმედთა გაერთიანება).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 19 იანვარს გამოცემულ ი. /ი. ჰ–ს (Y. H-ch) დაკავების ბრძანებაში და დასჯადია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 323-1, 323-5 და 323-7 მუხლებით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემაში უკანონოდ შეღწევა ან დარჩენა, რამაც გამოიწვია სისტემის ალტერაცია), იმავე კოდექსის 323-3 მუხლის პირველი პარაგრაფით და 323-5 მუხლით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემაში მონაცემთა უკანონო შეტანა ანდა შეცვლა), 323-2, 323-5 და 323-7 მუხლებით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა), 131-26-2, 132-71 მუხლებით და 312-6 მუხლის პირველი პარაგრაფით, 312-1 მუხლის პირველი პარაგრაფით, 312-13 და 312-14 მუხლებით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), 324-1, 324-1-1, 324-2, 324-3, 324-4, 324-5, 324-6, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება, ჩადენილი ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), 450-1, 450-3 და 450-5 მუხლებით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების მიზნით ბოროტმოქმედთა გაერთიანება).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) ადვოკატი ე. ლ–სი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. ი. /ი. ჰ–სს (Y. H-ch) დანაშაული არ ჩაუდენია, რაზეც, დაცვის მხარის შეფასებით, მიუთითებს მათ მიერ წარმოდგენილი მასალები.
6.2. ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია მისი ექსტრადიცია;
6.3. ი. /ი. ჰ–სს (Y. H-ch) საქართველოში მოთხოვნილი აქვს საერთაშორისო დაცვა, რაც აბრკოლებს მის ექსტრადიციას.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. /ი. ჰ–სი (Y. H-ch) 2022 წლის 24 აგვისტოს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები საფრანგეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია მოცემული შუამდგომლობის მე-6 პარაგრაფში მითითებული მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა 12 წლამდე ვადით და იმავე კოდექსის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ( კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ი. /ი. ჰ–სს (Y. H-ch), განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 30 წელი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ი. /ი. ჰ–სათვის (Y. H-ch) ბრალად შერაცხული ქმედებები განხორციელდა 2020-2022 წლებში, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.
6.2. საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ყველაზე სერიოზული დანაშაულისათვის შეადგენს 20 წელს, დაწყებული დანაშაულის ჩადენის დღიდან(სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 8 და 9-2 მუხლები).
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ი. /ი. ჰ–სი (Y. H-ch) არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. /ი. ჰ–სს (Y. H-ch) 2022 წლის 7 ოქტომბერს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს იგი არ სარგებლობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვით საქართველოში.
8.3. დაცვის მხარის განმარტებით, ი. /ი. ჰ–სს (Y. H-ch) მიმართული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ მოცემულ შემთხვევაში კი ი. /ი. ჰ–სი (Y. H-ch) არის ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე და მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე არა წარმოშობის სახელმწიფო - საფრანგეთი;
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციითა და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველი; წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობაც. შესაბამისად, არ არსებობს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;
10. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გუქმებას და ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს; ამავე კანონის 34-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.
11.1. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემნთხვევაში კასატორის მიერ მითითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის თვითკმარ საფუძველს არც ეროვნული და არც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ არსებობს კასატორის არც აღნიშნული არგუმენტის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
12. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ი. /ი. ჰ–სს (Y. H-ch) დანაშაული არ ჩაუდენია, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ. იხ. საქმე №2I-17, №2I-20, №402I-21).
13. დაუსაბუთებლობის გამო, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის N1381-21 გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან მითითებული განჩინებით ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რომლისთვისაც მოთხოვნილი იყო პირის ექსტრადიცია და მხარემ უკან გაიხმო თავისი შუამდგომლობა პირის გადაცემის შესახებ, რისი მხედველობაში მიღებითაც, აღარ იყო გამოკვეთილი ექსტრადიციის განხორციელების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურებიც დაექვემდებარა შეწყვეტას, რაც არ მომხდარა ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) მიმართ.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 19 იანვარს გამოცემულ ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) დაკავების ბრძანებაში და დასჯადია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 323-1, 323-5 და 323-7 მუხლებით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემაში უკანონოდ შეღწევა ან დარჩენა, რამაც გამოიწვია სისტემის ალტერაცია), იმავე კოდექსის 323-3 მუხლის პირველი პარაგრაფითა და 323-5 მუხლით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემაში მონაცემთა უკანონო შეტანა ანდა შეცვლა), 323-2, 323-5 და 323-7 მუხლებით (მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა), 131-26-2, 132-71 მუხლებით და 312-6 მუხლის პირველი პარაგრაფით, 312-1 მუხლის პირველი პარაგრაფით, 312-13 და 312-14 მუხლებით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), 324-1, 324-1-1, 324-2, 324-3, 324-4, 324-5, 324-6, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება, ჩადენილი ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), 450-1, 450-3 და 450-5 მუხლებით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების მიზნით ბოროტმოქმედთა გაერთიანება) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. /ი. ჰ–სის (Y. H-ch) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. ლ–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე