საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.07.2023
საქმის ნომერი
2კ-202აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №202აპ-23 თბილისი

ნ-ე ა., 202აპ-23 4 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, რევაზ ნადარაია

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის, მსჯავრდებულების - დ. კ-ისა და ც. ჩ-ის ადვოკატ ს. ხ-ის, მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატ შ. კ-ის, მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატ გ. ნ-ისა და მსჯავრდებულ ო. გ-ის ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ა. ნ-ეს, თ. დ-ეს, დ. კ-ეს, გ. გ-ს, ო. გ-სა და ც. ჩ-ეს ბრალი დაედოთ:

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნაში, ესე იგი ადამიანის დევნაში სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები);

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, ესე იგი მის იძულებაში თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რაც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებისას მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი);

ü ც. ჩ-ეს ასევე ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ესე იგი სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი “---ის“ პარალელურად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა. ჯგუფურ მოქმედებაში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დ. კ-ემ, თ. დ-ემ, ა. ნ-ემ, ო. გ-მა, ც. ჩ-ემ და გ. გ-მა, რა დროსაც ხელკეტებითა და სხვადასხვა საგნებით შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შეიკრიბა თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, “---ის“ მონაწილეებისა და მათი მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, კერძოდ: მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები, დააზიანეს და გაანადგურეს მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს “---ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი;

o 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი “---ის“ პარალელურად, თ. დ-ემ, ა. ნ-ემ, ო. გ-მა, ც. ჩ-ემ, დ. კ-ემ და გ. გ-მა სხვა პირებთან ერთად „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით დევნიდნენ “---ის“ ორგანიზატორებს, მათ მხარდამჭერებსა და აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს. დევნისას, დაახლოებით 12:00 საათზე, თ-ში, -ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, მოძრაობა „ს-ას“ ოფისის შენობაში, თ. დ-ე, ა. ნ-ე, ო. გ-ი, დ. კ-ე, ც. ჩ-ე და გ. გ-ი სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია “---ის“ ოპერატორ ა. ლ-ასა და ჟურნალისტ მ. ბ-ას, რა დროსაც ოპერატორს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები, გაანადგურეს მის მფლობელობაში არსებული ვიდეოკამერა და მ. ბ-ას კუთვნილი „აიფონის“ ფირმის „12 პრო“ მოდელის მობილური ტელეფონი. ც. ჩ-ე სხვა პირებთან ერთად რ-ის გამზირზე ასევე თავს დაესხა ტელეკომპანია -------- ოპერატორ ი. თ-ს, რომელსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა დაზიანებები. თავდამსხმელებმა დააზიანეს ი. თ-ის მფლობელობაში არსებული ვიდეოკამერა. აღნიშნულ დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ: დაზარალებულებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეულ იქნა “---ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება;

o 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ-ში, --ის ქუჩის №--ში მდებარე მოძრაობა „ს-ას“ ოფისში, სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას ა. ნ-ე, თ. დ-ე, ო. გ-ი, დ. კ-ე, ც. ჩ-ე და გ. გ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს - ტელეკომპანია ---ოპერატორ ა. ლ-ასა და ჟურნალისტ მ. ბ-ას, რომლებსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა, კერძოდ: ძალადობითა და ძალადობის მუქარით ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანებით, ა. ლ-ა და მ. ბ-ა აიძულეს, შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინათ და გაევრცელებინათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები;

o 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ-ში, -ის ქუჩის N--ში მდებარე მოძრაობა „ს-ას“ ოფისში, სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას ა. ნ-ე, თ. დ-ე, ო. გ-ი, დ. კ-ე, ც. ჩ-ე და გ. გ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხნენ ტელეკომპანია -- ოპერატორ ა. ლ-ას, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმით განზრახ მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია;

o 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, ც. ჩ-ე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა ტელეკომპანია ---- ოპერატორ ი. თ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია დაზარალებულის მხედველობის დაქვეითება და დაკარგვა, ასევე საერთო შრომისუნარიანობის მყარი - არანაკლებ 1/3-ით დაკარგვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით:

· ა. ნ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ნ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 6 ივლისიდან;

· თ. დ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. დ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 7 ივლისიდან;

· დ. კ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. კ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 12 ივლისიდან;

· გ. გ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 23 ივლისიდან;

· ო. გ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. გ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 7 ივლისიდან;

· ც. ჩ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ც. ჩ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ც. ჩ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 8 ივლისიდან.

4. საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ა. ნ-ეს, თ. დ-ეს, დ. კ-ეს, გ. გ-ს, ო. გ-სა და ც. ჩ-ეს მსჯავრი დაედოთ:

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნაში, ესე იგი ადამიანის დევნაში სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები);

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, ესე იგი მის იძულებაში თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რაც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებისას მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ც. ჩ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც მისი ქმედება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ც. ჩ-ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, ც. ჩ-ე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თავს დაესხა ტელეკომპანია - ოპერატორ ი. თ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა დაზიანება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და მხედველობის დაქვეითება, რის გამოც მას არ შეუძლია იმუშაოს და შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

- თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ც. ჩ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირება და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

- მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატმა შ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ნ-ის გამართლება;

- მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატმა გ. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. დ-ის გამართლება;

- მსჯავრდებულ დ. კ-ის ადვოკატმა ს. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. კ-ის გამართლება;

- მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა ლ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; გ. გ-ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში - მსუბუქი სასჯელის შეფარდება;

- მსჯავრდებულ ო. გ-ის ადვოკატმა ვ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ო. გ-ის გამართლება;

- მსჯავრდებულ ც. ჩ-ის ადვოკატმა მ. ფ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ც. ჩ-ის გამართლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· ა. ნ-ე, თ. დ-ე, დ. კ-ე, გ. გ-ი, ო. გ-ი და ც. ჩ-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

· ა. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ნ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 6 ივლისიდან;

· თ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. დ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 7 ივლისიდან;

· დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. კ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 12 ივლისიდან;

· გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 23 ივლისიდან;

· ო. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. გ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 7 ივლისიდან;

· ც. ჩ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ც. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ც. ჩ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 8 ივლისიდან.

8. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ა. ნ-ე, თ. დ-ე, დ. კ-ე, გ. გ-ი, ო. გ-ი და ც. ჩ-ე მსჯავრი დაედოთ:

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნაში, ესე იგი ადამიანის დევნაში სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები);

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, ესე იგი მის იძულებაში თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

ü სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რაც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებისას მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

9. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა “---“ ორგანიზებით გასამართი “---ის“ პარალელურად, ა. ნ-ემ, თ. დ-ემ, დ. კ-ემ, გ. გ-მა, ო. გ-მა და ც. ჩ-ემ სხვა პირებთან ერთად „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნიდნენ “---ის“ ორგანიზატორებს, მათ მხარდამჭერებსა და აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს. დევნისას დაახლოებით 12:00 საათზე, თ-ში, -ის №--ის მიმდებარედ, მოძრაობა „ს-ას“ ოფისში, ა. ნ-ე, თ. დ-ე, დ. კ-ე, გ. გ-ი, ო. გ-ი და ც. ჩ-ე სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია --“ ოპერატორ ა. ლ-ასა და ჟურნალისტ მ. ბ-ას, რა დროსაც ოპერატორს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები, გაანადგურეს მის მფლობელობაში არსებული ვიდეოკამერა და მ. ბ-ას კუთვნილი „აიფონის“ ფირმის „12 პრო“ მოდელის მობილური ტელეფონი. ც. ჩ-ე სხვა პირებთან ერთად რ-ის გამზირზე ასევე თავს დაესხა ტელეკომპანია -- ოპერატორ ი. თ-ს, რომელსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა დაზიანებები. თავდამსხმელებმა დააზიანეს ი. თ-ის მფლობელობაში არსებული ვიდეოკამერა. აღნიშნულ დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ: დაზარალებულებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეულ იქნა “---ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება;

o 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ-ში, - ქუჩის №--ში მდებარე მოძრაობა „ს-ას“ ოფისში, სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას ა. ნ-ე, თ. დ-ე, ო. გ-ი, დ. კ-ე, ც. ჩ-ე და გ. გ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს - ტელეკომპანია ---ოპერატორ ა. ლ-ასა და ჟურნალისტ მ. ბ-ას, რომლებსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა, კერძოდ: ძალადობითა და ძალადობის მუქარით ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანებით, ა. ლ-ა და მ. ბ-ა აიძულეს, შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინათ და გაევრცელებინათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები;

o 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ-ში, - ქუჩის N-ში მდებარე მოძრაობა „ს-ას“ ოფისში, სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას ა. ნ-ე, თ. დ-ე, ო. გ-ი, დ. კ-ე, ც. ჩ-ე და გ. გ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხნენ ტელეკომპანია ---ოპერატორ ა. ლ-ას, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმით განზრახ მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ც. ჩ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც მისი ქმედება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ც. ჩ-ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა “---ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, ც. ჩ-ე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თავს დაესხა ტელეკომპანია -- ოპერატორ ი. თ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა დაზიანება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და მხედველობის დაქვეითება, რის გამოც მას არ შეუძლია იმუშაოს და შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა.

11. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ნ-ის, თ. დ-ის, დ. კ-ის, გ. გ-ის, ო. გ-ისა და ც. ჩ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება) ჩადენას.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

- თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ც. ჩ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირებას; მსჯავრდებულების - ა. ნ-ის, თ. დ-ის, დ. კ-ის, გ. გ-ის, ო. გ-ისა და ც. ჩ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას;

- მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატმა შ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებასა და ა. ნ-ის სრულად გამართლებას;

- მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატმა გ. ნ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. დ-ის გამართლებას;

- მსჯავრდებულების დ. კ-ისა და ც. ჩ-ის ადვოკატმა ს. ხ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და დ. კ-ისა და ც. ჩ-ის გამართლებას;

- მსჯავრდებულ ო. გ-ის ადვოკატმა ვ. მ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ო. გ-ის გამართლებას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

15. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. ნ-ის, თ. დ-ის, დ. კ-ის, გ. გ-ისა და ო. გ-ის ბრალეულობას მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ც. ჩ-ის ბრალეულობას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, ექსპერტიზების დასკვნები, ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი და სხვა მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ა. ნ-ე, თ. დ-ე, დ. კ-ე, გ. გ-ი და ო. გ-ი დამნაშავეებად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ც. ჩ-ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის ც. ჩ-ის მიმართ როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა, ასევე, სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

17. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

18. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, იმ საფუძვლით რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის, მსჯავრდებულების - დ. კ-ისა და ც. ჩ-ის ადვოკატ ს. ხ-ის, მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატ შ. კ-ის, მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატ გ. ნ-ისა და მსჯავრდებულ ო. გ-ის ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

რ. ნადარაია