საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№216აპ-23 ქ. თბილისი
მ-ა გ., 216აპ-23 3 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის, ასევე – მსჯავრდებულ გ. მ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით გ. მ-ა, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (85 196 ლარი, უძრავი ქონების გასხვისების დღგ-სა და „--ს“ ეპიზოდები), 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (85 196 ლარი, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების აქციზისა და დღგ-ს ეპიზოდი), 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (12 127 370 ლარის ზიანის ეპიზოდი), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (12 127 370 ლარის ზიანის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. მ-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2019 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
2. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ შმაგი გობეჯიშვილსა და ბრალდებულ გ. ფ-ეს შორის, რომლის თანახმად, გ. ფ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2 000 ლარი.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. მ-ამ ჩაიდინა: ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი); ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი; ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· შპს ---- (ს/ნ --) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 13 აპრილს იურიდიულ მისამართზე: თ., გ-ის ქ. №-. 2018 წლის 28 სექტემბრამდე საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელი (100%) იყო გ. მ-ა (პ/ნ -). საწარმოს საქმიანობის საგანი იყო ნავთობპროდუქტების შეძენა და რეალიზაცია.
· შპს ----- (ს/ნ -) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 24 თებერვალს იურიდიულ მისამართზე: თ-ი, რ. ჯ-ის მეორე შესახვევი №-. საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელი (100%) იყო გ. მ-ა (პ/ნ -). საწარმოს საქმიანობის საგანი იყო ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია.
· გ. მ-ამ გ. ყ-თან ერთად განიზრახა დღგ-ს ფიქციური აქტივის შექმნა, კერძოდ: გ. მ-ას მმართველობაში არსებულ შპს ----- (ს/ნ -) დღგ-ს დეკლარაციებში არასწორი მონაცემების ხელოვნურად შეტანის გზით, აღნიშნული პირები შექმნიდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. „ფიქციურ აქტივს“, რომლითაც განხორციელდებოდა კომპანიის მიმდინარე გადასახადების დაფარვა (გაქვითვა), რისი საშუალებითაც გ. მ-ას სახელმწიფო ბიუჯეტში არ მოუწევდა შესაბამისი გადასახდელების გადახდა.
· დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მიზნით გ. ყ-მა გ. მ-ასთან წინასწარი შეთანხმებით 2018 წლის 22 ივლისს შპს ---- (ს/ნ --) სახელით წარადგინა 2016 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს დაზუსტებული №-- დეკლარაცია, სადაც „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მიუთითა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 175 000 ლარი. აღნიშნული ქმედებით შპს ---- (ს/ნ --) 2016 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე წარმოეშვა 175 000 ლარის დღგ-ს ფიქციური აქტივი (ზედმეტობა).
· დეკლარაციის წარდგენის შემდეგ გ. მ-ამ დაამზადა 2018 წლის 25 ივლისით დათარიღებული ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება შპს -- მიერ შპს -- (ს/ნ -) 5 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და 1278.19 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ -) შესყიდვის თაობაზე, ღირებულებით – 610 000 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე გ. მ-ამ შპს -- (ს/ნ --) სახელით 2018 წლის 13 აგვისტოს გამოწერა დღგ-ს ყალბი ანგარიშფაქტურა (ეა. №- ნომერი -), რის საფუძველზეც შპს ----- სახელზე მიღებულ იქნა დღგ-ს უკანონო ჩათვლა – 85 196 ლარი, ხოლო აღნიშნული ოპერაციის შედეგად შპს „პეტროლ ინვესტ პლიუსს“ (ს/ნ -) წარმოეშვა დღგ-ს გადასახადის გადახდის ვალდებულება, ჯამურად – 85 196 ლარი, რომლის გადახდა (გაქვითვა) გ. მ-ამ, გ. ყ-თან წინასწარი შეთანხმებით, მოახდინა ზემოაღნიშნული, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე ხელოვნურად შექმნილი 175 000 ლარის დღგ-ს ზედმეტობიდან, რითიც მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიაყენა 85 196 ლარის ქონებრივი ზიანი.
· შპს -- (ს/ნ --) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 24 თებერვალს იურიდიულ მისამართზე: თ-ი, რ. ჯ-ის მეორე შესახვევი №-. საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელი (100%) იყო გ. მ-ა (პ/ნ --). საწარმოს საქმიანობის საგანი იყო ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია. შპს --- (ს/ნ -) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 13 აპრილს იურიდიულ მისამართზე: თ-ი, გ-ის ქ. №-. 2018 წლის 28 სექტემბრამდე საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელი (100%) იყო გ. მ-ა (პ/ნ ---). საწარმოს საქმიანობის საგანი იყო ნავთობპროდუქტების შეძენა და რეალიზაცია. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს გ. მ-ამ შპს --- და შპს --- სახელით განიზრახა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით დღგ-ს ჩათვლის უკანონოდ მიღება, რითიც მიუღებელი გადასახადის სახით დიდი ოდენობით ზიანს მიაყენებდა სახელმწიფო ბიუჯეტს, თვითონ კი მიიღებდა უკანონო შემოსავალს.
· დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ. მ-ამ 2018 წელს დაამზადა 2018 წლის 25 ივლისით დათარიღებული ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება შპს --- მიერ შპს --- (ს/ნ ---) 5000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და 1278.19 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ---) შესყიდვის თაობაზე, ღირებულებით – 610 000 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე გ. მ-ამ 2018 წლის 13 აგვისტოს შპს ---- სახელით გამოწერა დღგ-ს ყალბი ანგარიშფაქტურა (ეა.№- ნომერი -), რომლის საფუძველზეც შპს ----- სახელზე მიღებულ იქნა დღგ-ს უკანონო ჩათვლა – 85 196 ლარი, რომელიც იმავე წლის 19 სექტემბერს გამოყენებულ იქნა იმპორტირებული ნავთობპროდუქტების აქციზისა და დღგ-ს გადასახდელად. გ. მ-ას ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიადგა 85 196 ლარის ქონებრივი ზიანი.
· 2017 წლის 24 თებერვალს გ. მ-ამ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა შპს ---, რომლის დირექტორიც არის თვითონ (ს/ნ -, იურიდიული მისამართი: თ-ი, რ. ჯ-ის მეორე შესახვევი №-). საწარმოს საქმიანობის საგანი იყო ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია.
· მ. ქ-ა, გ. ბ-ი, გ. ყ-ი და გ. მ-ა დანაშაულებრივად შეკავშირდნენ, რათა გ. მ-ას კუთვნილ შპს --- (ს/ნ -) დღგ-ს დეკლარაციებში არასწორი მონაცემების ხელოვნურად შეტანის გზით შეექმნათ დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. „ფიქციური აქტივი“, რომლის გამოყენებითაც განახორციელებდნენ შპს --- სახელით საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გადასახადების (აქციზი, დღგ) გადახდას, რისი საშუალებითაც სახელმწიფო ბიუჯეტში არ მოუწევდათ ზემოაღნიშნული გადასახდელების გადახდა და უკანონოდ მიღებულ სარგებელს ურთიერთშორის გაინაწილებდნენ.
· დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს --- (ს/ნ -) სახელით წარადგინეს 2017 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს პირველადი №- დეკლარაცია, სადაც „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მიუთითეს დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 300 000 ლარი. აღნიშნული ქმედებით შპს - (ს/ნ -) 2017 წლის მარტის საანგარიშო პერიოდზე წარმოეშვა 300 000 ლარის დღგ-ს ფიქციური აქტივი (ზედმეტობა).
· ანალოგიური განზრახვით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შპს --- (ს/ნ -) სახელით შემდგომშიც წარადგინეს მსგავსი დეკლარაციები, კერძოდ: 2018 წლის 24 დეკემბერს შპს --- (ს/ნ -) სახელით წარდგენილ იქნა 2017 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს დაზუსტებული №- დეკლარაცია, სადაც კვლავ „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მითითებულ იქნა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 1 300 000 ლარი. ორგანიზებული ჯგუფის წევრების აღნიშნული ქმედებით შპს --- (ს/ნ -) 2017 წლის მარტის საანგარიშო პერიოდზე პირველადი დეკლარაციით მიღებული 300 000 ლარის დღგ-ს აქტივის ნაცვლად საბოლოოდ წარმოეშვა 1 300 000 ლარის დღგ-ს აქტივი (ზედმეტობა).
· 2019 წლის 10 იანვარს შპს --- (ს/ნ -) სახელით წარდგენილ იქნა 2017 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს პირველადი №0- დეკლარაცია, სადაც კვლავ „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მითითებულ იქნა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 500 025 ლარი. ორგანიზებული ჯგუფის წევრების აღნიშნული ქმედებით შპს -- (ს/ნ --) 2017 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე წარმოეშვა 500 025 ლარის დღგ-ს აქტივი (ზედმეტობა).
· 2019 წლის 17 იანვარს შპს --- (ს/ნ -) სახელით წარდგენილ იქნა 2017 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს პირველადი №- დეკლარაცია, სადაც კვლავ „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მითითებულ იქნა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 1 500 000 ლარი. ორგანიზებული ჯგუფის წევრების აღნიშნული ქმედებით შპს -- (ს/ნ --) 2017 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდზე წარმოეშვა 1 500 000 ლარის დღგ-ს აქტივი (ზედმეტობა).
· 2019 წლის 21 იანვარს შპს --- (ს/ნ -) სახელით წარდგენილ იქნა 2017 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს დაზუსტებული №-- დეკლარაცია, სადაც კვლავ „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მითითებულ იქნა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 3 300 000 ლარი. ორგანიზებული ჯგუფის წევრების აღნიშნული ქმედებით შპს -- (ს/ნ --) 2017 წლის მარტის საანგარიშო პერიოდზე, იმავე პერიოდზე ადრე წარდგენილი დეკლარაციებით მიღებული 1 300 000 ლარის დღგ-ს აქტივის ნაცვლად, საბოლოოდ წარმოეშვა 3 300 000 ლარის დღგ-ს აქტივი (ზედმეტობა).
· 2019 წლის 7 თებერვალს შპს --- (ს/ნ --) სახელით წარდგენილ იქნა 2017 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს დაზუსტებული №-- დეკლარაცია, სადაც კვლავ „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მითითებულ იქნა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 2 500 025 ლარი. ორგანიზებული ჯგუფის წევრების აღნიშნული ქმედებით შპს -- (ს/ნ --) 2017 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე, პირველადი დეკლარაციით მიღებული 500 025 ლარის დღგ-ს აქტივის ნაცვლად, საბოლოოდ წარმოეშვა 2 500 025 ლარის დღგ-ს აქტივი (ზედმეტობა).
· 2019 წლის 7 თებერვალს შპს --- (ს/ნ --) სახელით წარდგენილ იქნა 2017 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს პირველადი №-- დეკლარაცია, სადაც კვლავ „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მითითებულ იქნა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 1 000 000 ლარი. ორგანიზებული ჯგუფის წევრების აღნიშნული ქმედებით შპს --- (ს/ნ --) 2017 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდზე წარმოეშვა 1 000 000 ლარის დღგ-ს აქტივი (ზედმეტობა).
· 2019 წლის 26 თებერვალს შპს --- (ს/ნ -) სახელით წარდგენილ იქნა 2017 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს დაზუსტებული №- დეკლარაცია, სადაც კვლავ „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მითითებულ იქნა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 6 500 000 ლარი. ორგანიზებული ჯგუფის წევრების აღნიშნული ქმედებით შპს -- (ს/ნ -) 2017 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდზე, პირველადი დეკლარაციით მიღებული 1 500 000 ლარის დღგ-ს აქტივის ნაცვლად, საბოლოოდ წარმოეშვა 6 500 000 ლარის დღგ-ს აქტივი (ზედმეტობა). ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ზემოთ აღნიშნულ ყველა დეკლარაციაში „დღგ-ს ჩასათვლელი თანხის კორექტირების“ მე-13 გრაფაში, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, დღგ-ს შემცირებული თანხის მითითების შედეგად, შპს - (ს/ნ --) ხელოვნურად შეიქმნა ჯამურად – 13 300 025 ლარის დღგ-ს აქტივი და კომპანიას წარმოეშვა აღნიშნული თანხის დღგ-ს ზედმეტობა.
· დეკლარაციების წარდგენის პარალელურად ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შპს -- (ს/ნ --) სახელით 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით განახორციელეს ჯამურად 20 089 176.52 ლარის საწვავის იმპორტი საქართველოში, რომლის რეალიზაციაც მოახდინეს შპს „- (ს/ნ -), შპს - (ს/ნ -), შპს - (ს/ნ -), შპს - (ს/ნ-), შპს „- (ს/ნ -), შპს - (ს/ნ -), შპს - (ს/ნ -), შპს - (ს/ნ -), შპს - (ს/ნ -), შპს - (ს/ნ -), შპს - (ს/ნ -), ხოლო იმპორტირებული საწვავის განბაჟებისას, წარმოქმნილი გადასახადების დღგ-სა და აქციზის გადასახადში, ჯამურად – 12 127 370 ლარის გადახდა (გაქვითვა) მოახდინეს ზემოაღნიშნული, ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე ხელოვნურად შექმნილი 13 300 025 ლარის დღგ-ს ზედმეტობიდან, რითიც მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიაყენეს დიდი ოდენობით – 12 127 370 ლარის ზიანი.
„--ს“ ეპიზოდი:
· 2012 წლის 24 იანვარს გ. მ-ას (პ/ნ -) მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა შპს - (ს/ნ -, იურიდიული მისამართი: თ-ი, გ-ის ქ. №-). საწარმოს დირექტორია გ. ქ-ი (პ/ნ -). საწარმოს საქმიანობა იყო ნავთობპროდუქტების შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. დაფუძნების დღიდან საწარმოს საქმიანობას წარმართავს გ. მ-ა (პ/ნ -). შპს -“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2018 წლის 24 სექტემბერს, იურიდიული მისამართია: თ-, ა. კ-ის ქ. №-. საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილით დამფუძნებელია ა. მ-ი (პ/ნ -). დაფუძნების დღიდან საწარმოს საქმიანობას წარმართავს გ. ფ-ე (პ/ნ -).
· 2019 წლის 6 მარტს წარდგენილ იქნა დეკლარაცია, სადაც ყოველგვარი საფუძვლისა და რაიმე სახის სამეურნეო ოპერაციის განხორციელების გარეშე, მითითებულ იქნა დღგ-ს შესამცირებელი თანხა – 1 555 365 ლარი. აღნიშნული ქმედებით შპს - (ს/ნ -) 2016 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდზე წარმოეშვა 1 555 365 ლარის დღგ-ს აქტივი (ზედმეტობა).
· 2019 წლის 23 მარტს შპს - (ს/ნ -) საქართველოში, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში (რეჟიმი 74) შემოიტანა 162 937.58 ლარის 165 ტონა ლითონის მილები. აღნიშნული საქონლის განბაჟების დროს წარმოქმნილი დღგ-ს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, განხორციელდა ზემოაღნიშნული მილების ფიქციური რეალიზაცია შპს --- სახელზე, ხოლო აღნიშნული საქონლის განბაჟების დროს წარმოქმნილი დღგ-ს გადახდა (გაქვითვა) მოხდა შპს --- მიერ 2016 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციით შექმნილი ფიქციური დღგ-ს აქტივიდან.
· ამ მოქმედებების განსახორციელებლად, გ. მ-ას დავალებითა და გ. ყ-თან წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 23 მარტს გაიცა მინდობილობა გ. ფ-ეზე შპს - წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ამის შემდეგ გ. ფ-ემ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, დაამზადა 2019 წლის 23 მარტის №- ყალბი ინვოისი, სადაც მიუთითა, რომ, თითქოსდა, შპს „- შპს - იყიდა 168 167.67 ლარად ღირებული 165 ტონა ლითონის მეორადი მილები. ზემოაღნიშნული მინდობილობის საფუძველზე გ. ფ-ემ სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გ. …) წარადგინა №- ყალბი ინვოისი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 23 მარტის იმპორტის №-დეკლარაციაში ასევე ყალბად მიეთითა, რომ --- მიერ საქართველოში, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში (რეჟიმი 74) შემოტანილი ზემოაღნიშნული მილები, თითქოსდა, იმავე რეჟიმში შეიძინა შპს -- და განახორციელა მისი იმპორტი. აღნიშნული იმპორტის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული დღგ-ს გადასახადი – 29 328 ლარი, შეთანხმებისამებრ, შპს -- მიერ გადახდილ (გაქვითულ) იქნა 2016 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციით შექმნილი ფიქციური დღგ-ს აქტივიდან. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მიუღებელი გადასახადის სახით, სახელმწიფოს მიადგა 29 328 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენი გ. მ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. მ-ასათვის 4 წელზე ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ასევე – დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის – 200 000 ლარის დაკისრებას.
6. მსჯავრდებული გ. მ-ა და ადვოკატი ლ. ლ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გ. მ-ასათვის დანიშნული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილის – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთის ჩათვლას პირობით მსჯავრად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ გ. მ-ასათვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნა დანიშნული სასჯელის შეცვლის თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. მ-ას განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ასათვის როგორც თითოეული მუხლით, ისე – საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
12. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
13. საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს გ. მ-ას სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
14. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. მ-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის ნაწილის პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არაგონივრული ლმობიერების გამოჩენა იქნება. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.
15. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას (რომლის მიზანშეწონილობაზე სააპელაციო პალატამ იმსჯელა) და ვერ გაიზიარებს მხარეთა არგუმენტაციას მსჯავრდებულ გ. მ-ას მიმართ დანიშნული სასჯელის უსამართლობის, უკანონობისა და შეცვლის თაობაზე.
16. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის, ასევე – მსჯავრდებულ გ. მ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე