შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 07.11.2024
საქმის ნომერი
2კ-706აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 180100122006662445

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №706აპ-24 7 ნოემბერი, 2024 წელი

ს. დ., №706აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას და მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. დ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (მ–ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

5. დ. ს–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

6. საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

7. საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (მს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

9. დ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 16 ნოემბრიდან.

10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ს–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

11. დ. ს–ს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 10 წლით ჩამოერთვას: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/ სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელის მოხდისთანავე;

12. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

დ. ს–ის მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

13. არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულებს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;

15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე