ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 15.11.2024
საქმის ნომერი
2კ-79-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330141224010147576

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №791-25 23 მაისი, 2025 წელი

დ–ი მ., N791-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, მსჯავრდებულ მ. დ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. დ–ი (დაბადებული: 19.. წლის 5 აპრილს, პ/ნ ...........) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. დ–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით მ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2023 წლის 31 აგვისტოდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის განაჩენი მ. დ–ის მიმართ, დარჩა უცვლელი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი.

5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა მსჯავრდებულმა მ. დ–მა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირება, იმ მოტივით, რომ ვერ იქნა მოძიებული დაზარალებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11-ე ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 11-ე ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა პირზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება, შესაბამისი მუხლებით მსჯავრდების გარდა, აუცილებელია კუმულაციურად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება, კერძოდ: 1) მსჯავრდებული უნდა იყოს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე; 2) თითოეულმა დაზარალებულმა ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; 3) მსჯავრდებული თანახმა უნდა იყოს მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობის დაუკმაყოფილებლობა გამორიცხავს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობას.

4. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ხოლო მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე. ამავე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად კი, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

5. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების შესახებ, ამასთან მ. დ–ი არის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი – არ არსებობს მის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის გავრცელების საფუძველი, ხოლო, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, მ. დ–ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რაც ნაშთანთქი აქვს დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, კი ნაშთანთქი აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთას. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. დ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული ჰქონდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ამავე განაჩენით ნაშთანთქი აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გაუქმდა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც თავის მხრივ ნაშთანთქი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა (1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი), რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

7. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი, ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის შემცირების შედეგად გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მ. დ–ის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებით საბოლოო სასჯელი არ იცვლება, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია დამცავი ორდერის გამოცემა, რადგან დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების ამოქმედება გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.

8. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მისი მხრიდან ვერ ხდება დაზარალებულის მოძიება მის მიმართ დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს 1/6-ით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებულ ნორმაში ამომწურავადაა მითითებული ამ კანონის შესაბამისი მუხლების პუნქტები, რა დროსაც არის შესაძლებელი ამნისტიის კანონის აღსრულება. ზემოხსენებული ნორმის ბოლო ნაწილი კი, არის შემთხვევა, როდესაც დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამასთან ამ პირს ოჯახის წევრი არ ჰყავს ან ეს უკანასკნელიც ვერ იძებნება. ასეთი პირების მიმართ კი, ამნისტიის კანონი უნდა აღსრულდეს იმ მოცემულობით რაც არის სახეზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას (მათ შორის, დაზარალებულის ქვეყნის ფარგლების გარეთ ყოფნის შემთხვევაში) მისი თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. დ–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. დ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;

3. მსჯავრდებულ მ. დ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (რაც ამავე განაჩენით ნაშთანთქი აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო შემდგომ ნაშთანთქი აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს) – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად შემცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვროს 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი, სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლალი ფაფიაშვილი