განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100122005739873
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№159აპ-26 16 ივნისი, 2026 წელი
ბ. რ., 159აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენით რ. ბ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; იგი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სასჯელისაგან.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ბ-მ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ. ბ-მ, 2022 წლის 12 აპრილს, დაახლოებით, 05:30 საათზე, ... მდებარე სასტუმრო ,,...“, ალკოჰოლით მთვრალი რ. ბ., სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. ს-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. 2022 წლის 12 აპრილს, დაახლოებით, 05:30 საათზე, .... მდებარე სასტუმრო ,,...“, ალკოჰოლით მთვრალმა რ. ბ-მ, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. ს-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.2. 2022 წლის 12 აპრილს, დაახლოებით, 05:30 საათზე .... მდებარე სასტუმრო ,,...“, ალკოჰოლით მთვრალმა რ. ბ-მ, ხელის დარტყმით დააზიანა შპს ,,...“ კუთვნილი „sku tech-ის“ ფირმის ტელევიზორი, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას მიადგა 250 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და სასჯელის დამძიმებას, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან; ისევე – ცნობილ იქნა დანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის კუთხით უკანონოა, ითხოვს მის შეცვლასა და რ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად – სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, როდესაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, თუმცა სააპელაცო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულია, რამეთუ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ რ. ბ. დამნაშავედ ცნო, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სასჯელისაგან, თუმცა, რა სასჯელისაგან გაათავისუფლა, მითითებული არ ყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ კი, რ. ბ. გაათავისუფლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის არა – დანიშნული სასჯელისაგან, არამედ – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მაშინ, როდესაც განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საკასაციო სასამართლოსაც მიაჩნია, რომ რ. ბ-მ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება ამ დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და დასაბუთებულია.
2. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს განჩენის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლთან შესაბამისობა, რამდენადაც მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, რ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი უნდა ყოფილიყო სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან გამოცემული იყო ამნისტიის აქტი, რომელიც მსჯავრდებულს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება, რამეთუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს მხოლოდ მაშინ, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს ადგენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, როდესაც გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია რ. ბ. ისჯება – ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილი – ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
5. საკასაციო სასამართლომ აფასებს, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ასევე – პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამრთლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), ასევე – მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაულები; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ) და დამამძიმებელი (ქმედებებში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი) გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ რ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
3. იმავდროულად, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 1-ელი ნაწილითა და 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან იკვეთება რ. ბ-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი – სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულების შპს „...“ დირექტორის – ბ. დ-ს, 2025 წლის 16 მაისის, ხოლო გ. ს-ს – 2025 წლის 17 მაისის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები რ. ბ-ს მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე – მსჯავრდებულ რომ რ. ბ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. საკასაციო სასამართლო ცხადია ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
5. შესაბამისად, რ. ბ., ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელებისაგან.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 301-ე მუხლით, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს:
3. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს.
4. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს.
5. სხვა ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე