დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-684-650(კ-09) 19 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. კ-ძის, ც. დ-იანის, ნ. მ-შვილის, ე. ძ-შვილის, ლ. ნ-შვილისა და ი. ა-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. კ-ძემ, ც. დ-იანმა, ნ. მ-შვილმა, ე. ძ-შვილმა, ლ. ნ-შვილმა და ი. ა-შვილმა 1996 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის ¹15 სახელმწიფო აფთიაქის, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტისა და შპს ,,...” მიმართ და მოითხოვეს შპს ,,...” სასარგებლოდ განხორციელებული პრივატიზაციის გაუქმება, ქ. თბილისის ¹15 სახელმწიფო აფთიაქის შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი წესით პრივატიზების უფლების აღდგენა, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის 16 დეკემბრის ¹03.16.61 დადგენილებისა და შპს ,,...” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის 1993 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.
მოსარჩელეებმა რამდენჯერმე დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნები და ასევე მოპასუხეები. საქმეზე მხარეები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ იმგვარად, რომ მოსარჩელეებმა სარჩელით მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქ. თბილისის მერიის, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შპს “...” და მესამე პირი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მოითხოვეს მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1993 წლის 5 აგვისტოს ¹4-08/744 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შპს “...” შორის 1993 წლის 9 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის 16 დეკემბრის ¹03.16.61 დადგენილების (ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში I სართულზე მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში), ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის ¹20.21.857 გადაწყვეტილების (ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში I სართულზე მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში), ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “...” შორის 1995 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების (I სართულზე მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში), ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1995 წლის 1 თებერვალს გაცემული ¹23/1პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის (ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში) ბათილად ცნობა, სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 20 დეკემბრის ¹400 ბრძანებულების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹392 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში მდებარე არასაცხოვრებელი 500 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების ბალანსიდან ¹15 აფთიაქის ბალანსზე გადაცემა და პირდაპირი შესყიდვის უფლების აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს _ ლ. კ-ძეს, ც. დ-იანს, ნ. მ-შვილს, ლ. ნ-შვილს, ი. ა-შვილს, ე. ძ-შვილს უარი ეთქვათ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1993 წლის 5 აგვისტოს ¹4/08-744 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შპს “...” შორის 1993 წლის 9 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის 16 დეკემბრის ¹03.16.61 დადგენილების (ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში I სართულზე მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში), ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის ¹20.21.857 გადაწყვეტილების (ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში I სართულზე მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში), ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “...” შორის 1995 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების (ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში I სართულზე მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში), მიღება-ჩაბარების ქტის (ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში I სართულზე მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში), ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 01.02.95 წლის ¹23/1პ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის (ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში მდებარე 500 კვ.მ. ფართის ნაწილში) ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეებს _ ლ. კ-ძეს, ც. დ-იანს, ნ. მ-შვილს, ე. ძ-შვილს, ლ. ნ-შვილს და ი. ა-შვილს უარი ეთქვათ სახელმწიფო მეთაურის 20.12.94 წლის ¹400 ბრძანებულების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹392 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისში ... გამზირ ¹30-ში მდებარე არასაცხოვრებელი 500 კვ.მ ფართის უძრავი ქონების ბალანსიდან ¹15 აფთიაქის ბალანსზე გადაცემაზე და პირდაპირი შესყიდვის უფლებების აღდგენაზე უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-ძემ, ც. დ-იანმა, ნ. მ-შვილმა, ე. ძ-შვილმა, ლ. ნ-შვილმა და ი. ა-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-ძემ, ც. დ-იანმა, ნ. მ-შვილმა, ე. ძ-შვილმა, ლ. ნ-შვილმა და ი. ა-შვილმა და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ძის, ც. დ-იანის, ნ. მ-შვილის, ე. ძ-შვილის, ლ. ნ-შვილისა და ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. კ-ძის, ც. დ-იანის, ნ. მ-შვილის, ე. ძ-შვილის, ლ. ნ-შვილისა და ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ლ. კ-ძეს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ძის, ც. დ-იანის, ნ. მ-შვილის, ე. ძ-შვილის, ლ. ნ-შვილისა და ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. ლ. კ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.