დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1261-1225(კ-10) 18 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 26 სექტემბერს სს “...” და სს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირად კი ო. ს-იანზე მიუთითეს.
მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹1916 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, დიდუბის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1994 წელს 15 დეკემბრის ¹013981 სერია ¹03 ორდერის ბათილად ცნობა და თბილისის დიდუბის რაიონის საკრებულოს 1991 წლის 6 დეკემბრის განკარგულების გაუქმების თაობაზე ქმედების განხორციელება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სს “...” და სს “...” სარჩელზე, მოპასუხის _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის _ ო. ს-იანის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე, დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სს “...” და სს “...” სარჩელი, მოპასუხის _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის _ ო. ს-იანის მიმართ, ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე არ იქნა წარმოებაში მიღებული.
2008 წლის 8 თებერვალს სს “...” კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 ნომბრისა და 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 მარტის განჩინებით სს “...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე სს “...” სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება და საქმე სს “...” სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 სექტემბრის საოქმო განჩინებით სს “...” სარჩელზე, მოპასუხის _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის _ ო. ს-იანის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.
2008 წლის 10 სექტემბერს სს “...” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹1916 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, დიდუბის რაიონის საკრებულოს 1991 წლის 6 დეკემბრის ¹1628 განკარგულებისა და დიდუბის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ 1994 წლის 15 დეკემბერს გაცემული ¹013981 სერია ¹03 ორდერის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სს “...” სარჩელისა გამო მოპასუხის _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, მესამე პირის – ო. ს-იანის მიმართ, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹1916 წერილის, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით სს “...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად სს “...” ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹1916 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის საკრებულოს 1991 წლის 6 დეკემბრის ¹1628 განკარგულება ა.შ. ს-იანისათვის ოჯახის სამ წევრზე ორ ოთახიანი ბინის ¹10, ფართით 36,23 კვ.მ კორპ. ¹2, ბლოკ “ბ”-ში მე-3 სართულზე მიცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი დიდუბის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1994 წლის 15 დეკემბრის ოროთახიანი საცხოვრებელი სახლის ორდერი ¹013981, სერია ¹03, თბილისი, დიღომი, ..., სახლი 2, ბლოკი “ბ”, მე-3 სართული, ბინა ¹10, საცხოვრებელი ფართით 36,23 კვ.მ, გაცემული ა. შ. ძე ს-იანის მიმართ ოჯახის სამ წევრზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.