დამთავრდა მორიგებით
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ბს-309-306(კ-11) 27 აპრილი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
გ. ილინას მდივნობით
განიხილა შპს «.....», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს «....» და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მორიგების აქტის დამტკიცების საკითხი.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის – შპს «....» მიმართ, მესამე პირის _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით, რომლითაც მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავალიანების 1 869 299 ლარის ძირითადი თანხის 1 724 446 ლარის დაფარვამდე 2009 წლის 1 მაისის მდგომარეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1207.12 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
შპს «....» შეგებებული სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს «.....» და საქართველოს მთავრობის მიმართ, მესამე პირის _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ხელშეკრულების დადების დავალება, რომლითაც სპს «....» მიმართ არსებული მოთხოვნა _ ვალის ანაზღაურების შესახებ გადაეკისრება შპს «.....».
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს «....» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 2009 წლის 1 მაისის მდგომარეობით დარიცხული სასესხო დავალიანების 1 869 299 ლარის, ძირითადი თანხის 1 724 446 ლარის დაფარვამდე 2009 წლის 1 მაისის მდგომარეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1207.12 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «....», რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს «....» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «....», რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თმა.
საკასაციო სასამართლოში მხარეებმა 2011 წლის 26 აპრილს წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
ერთის მხრივ, კასატორი – შპს «....» - საიდენტიფიკაციო ნომერი 230866783 (შემდომში «კასატორი»), წარმოდგენილი მისი დირექტორის ნ. თ-ას სახით.
მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში «ფინანსთა სამინისტრო») წარმოდგენილი მინისტრის კ. ბ-ის სახით
მესამეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე – შპს «....» - საიდენტიფიკაციო ნომერი 206237491, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის ზ. ჯ-ას სახით და
მეოთხეს მხრივ, მესამე პირი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში «მესამე პირი») წარმოდგენილი მინისტრის ა. ხ-ის სახით ცალ-ცალკე მოხსენიებულნი არიან, როგორც - «მხარე», ხოლო ერთად - «მხარეები», შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მათ შორის შედგა მორიგება შემდეგ საქმესთან დაკავშირებით – საკასაციო საქმე ¹ბს-309-306(კ-11), რომლის პირობები აღნიშნულია ამ მორიგების აქტში.
2. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. მხარეები თანხმდებიან, რომ მომავალში არ მიმართავენ სასამართლოს წინამდებარე მორიგების აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით და კისრულობენ ვალდებულებას, რომ სრულად, დროულად და ჯეროვნად შეასრულებენ ამ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს.
4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მხარეები ადმინისტრაციულ საქმეზე მორიგდნენ შემდეგი პირობებით:
ა) მხარეები თანხმდებიან, რომ 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03-01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს სარჩელის ფარგლებში, «.....» ფინანსური ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს წინაშე ამ მორიგების აქტის საფუძველზე, შეადგენს 1 947 474 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაშვიდი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი) ლარს (შემდეგში – გადასახდელი თანხა);
ბ) კასატორი გადასახდელ თანხას ფინანსთა სამინისტროს გადაუხდის 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად.
2014 წელი
მარტი 100 000 (ასი ათასი) ლარი
აპრილი 100 000 (ასი ათასი) ლარი
მაისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ივნისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ივლისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
აგვისტო 100 000 (ასი ათასი) ლარი
სექტემბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ოქტომბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ნოემბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
დეკემბერი 1 047 474 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი
ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი) ლარი
ჯამში: 1 947 474 (ერთი მილიონ ცხრაას
ორმოცდაშვიდი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი)
ლარი
გ) გადახდა განხორციელებულად ითვლება, ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე, თანხის ჩარიცხვის დღიდან.
დ) კასატორი უარს ამბობს მის მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მესამე პირი და სხვა მხარეები უარს აცხადებენ 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (მესამე პირი) და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03.01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს სარჩელის ფარგლებში შპს «.....» რაიმე სხვა სახის ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე (მათ შორის მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი სახის ზიანის მოთხოვნაზე), გარდა ამ მორიგების აქტის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისა.
ვ) წინამდებარე მორიგების აქტი არ ვრცელდება 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03.01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის ¹790 განკარგულებით რესტრუქტურიზებულ სასესხო ვალდებულებაზე.
ზ) კასატორის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. უზენაესი სასამართლოს მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან მხარეთა შორის სასამართლო დავა ადმინისტრაციულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ითვლება შეწყვეტილად და მხარეები აცხადებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
6. მხარეებისთვის ცნობილია, რომ მათ შორის არსებული დავის მორიგებით დასრულებისა და ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით დაუშვებელია.
7. წინამდებარე მორიგების აქტი ხელმოწერილია მხარეთა მიერ და წარმოადგენს მხარეთა შორის მიღწეული სრული მორიგების ამსახველ დოკუმენტს.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია შპს «....» დირექტორის _ ნ. თ-ას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის _ კ. ბ-ის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ა. ხ-სა და შპს «....» გენერალური დირექტორის _ ზ. ჯ-ას მიერ, მორიგების აქტზე დასმულია კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდები, რაც ერთვის საქმეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ შპს «.....» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბირს განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს შპს «.....» მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
ერთის მხრივ, კასატორი – შპს «.....» - საიდენტიფიკაციო ნომერი 230866783 (შემდომში «კასატორი»), წარმოდგენილი მისი დირექტორის ნ. თ-ას სახით.
მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში «ფინანსთა სამინისტრო») წარმოდგენილი მინისტრის კ. ბ-ის სახით
მესამეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე – შპს «....» - საიდენტიფიკაციო ნომერი 206237491, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის ზ. ჯ-ას სახით და მეოთხეს მხრივ, მესამე პირი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში «მესამე პირი») წარმოდგენილი მინისტრის ა. ხ-ის სახით
ცალ-ცალკე მოხსენიებულნი არიან, როგორც - «მხარე», ხოლო ერთად - «მხარეები», შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მათ შორის შედგა მორიგება შემდეგ საქმესთან დაკავშირებით – საკასაციო საქმე ¹ბს-309-306(კ-11), რომლის პირობები აღნიშნულია ამ მორიგების აქტში.
2. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. მხარეები თანხმდებიან, რომ მომავალში არ მიმართავენ სასამართლოს წინამდებარე მორიგების აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით და კისრულობენ ვალდებულებას, რომ სრულად, დროულად და ჯეროვნად შეასრულებენ ამ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს.
4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მხარეები ადმინისტრაციულ საქმეზე მორიგდნენ შემდეგი პირობებით:
ა) მხარეები თანხმდებიან, რომ 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03-01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს სარჩელის ფარგლებში, «....» ფინანსური ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს წინაშე ამ მორიგების აქტის საფუძველზე, შეადგენს 1 947 474 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაშვიდი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი) ლარს (შემდეგში – გადასახდელი თანხა);
ბ) კასატორი გადასახდელ თანხას ფინანსთა სამინისტროს გადაუხდის 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად.
2014 წელი
მარტი 100 000 (ასი ათასი) ლარი
აპრილი 100 000 (ასი ათასი) ლარი
მაისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ივნისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ივლისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
აგვისტო 100 000 (ასი ათასი) ლარი
სექტემბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ოქტომბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ნოემბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
დეკემბერი 1 047 474 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი
ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი) ლარი
ჯამში: 1 947 474 (ერთი მილიონ ცხრაას
ორმოცდაშვიდი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი)
ლარი
გ) გადახდა განხორციელებულად ითვლება, ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე, თანხის ჩარიცხვის დღიდან.
დ) კასატორი უარს ამბობს მის მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მესამე პირი და სხვა მხარეები უარს აცხადებენ 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (მესამე პირი) და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03.01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს სარჩელის ფარგლებში შპს «....» რაიმე სხვა სახის ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე (მათ შორის მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი სახის ზიანის მოთხოვნაზე), გარდა ამ მორიგების აქტის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისა.
ვ) წინამდებარე მორიგების აქტი არ ვრცელდება 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03.01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის ¹790 განკარგულებით რესტრუქტურიზებულ სასესხო ვალდებულებაზე.
ზ) კასატორის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. უზენაესი სასამართლოს მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან მხარეთა შორის სასამართლო დავა ადმინისტრაციულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ითვლება შეწყვეტილად და მხარეები აცხადებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
6. მხარეებისთვის ცნობილია, რომ მათ შორის არსებული დავის მორიგებით დასრულებისა და ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით დაუშვებელია.
7. წინამდებარე მორიგების აქტი ხელმოწერილია მხარეთა მიერ და წარმოადგენს მხარეთა შორის მიღწეული სრული მორიგების ამსახველ დოკუმენტს.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია შპს «....» დირექტორის _ ნათელა თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის _ კ. ბ-ის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ა. ხ-ისა და შპს «....» გენერალური დირექტორის _ ზ. ჯ-ას მიერ, მორიგების აქტზე დასმულია კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდები, რაც ერთვის საქმეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
აღნიშნულის შესაბამისად, მხარეებმა საკასაციო სასამართლოში დაადასტურეს ნება მორიგების მიღწევისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც გაზიარებულ იქნა დავაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დადასტურებულია მორიგების აქტზე მათი უფლებამოსილი თანამდებობის პირის სათანადო ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მორიგების აქტის კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან, წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, არ ილახება საქმეში მონაწილე მხარეთა უფლებები, როგორც წარმოდგენილი მორიგების აქტით ირკვევა, სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ შპს «.....» თანახმაა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სარჩელის მოთხოვნილი თანხა განვადების პიროებით, რასაც ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოებს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის «დ" პუნქტის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «....» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბირს განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს შპს «.....» მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება.:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. შესაბამისად, შპს «....» მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 (რვა ათასი) ლარის ნახევარი 4000 (ოთხიათასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «....» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
ერთის მხრივ, კასატორი – შპს «.....» - საიდენტიფიკაციო ნომერი 230866783 (შემდომში «კასატორი»), წარმოდგენილი მისი დირექტორის ნ. თ-ას სახით.
მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში «ფინანსთა სამინისტრო») წარმოდგენილი მინისტრის კ. ბ-ის სახით
მესამეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე – შპს «....» - საიდენტიფიკაციო ნომერი 206237491, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის ზ. ჯ-ას სახით და
მეოთხეს მხრივ, მესამე პირი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში «მესამე პირი») წარმოდგენილი მინისტრის ა. ხ-ის სახით ცალ-ცალკე მოხსენიებულნი არიან, როგორც - «მხარე», ხოლო ერთად - «მხარეები», შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მათ შორის შედგა მორიგება შემდეგ საქმესთან დაკავშირებით – საკასაციო საქმე ¹ბს-309-306(კ-11), რომლის პირობები აღნიშნულია ამ მორიგების აქტში.
2. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. მხარეები თანხმდებიან, რომ მომავალში არ მიმართავენ სასამართლოს წინამდებარე მორიგების აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით და კისრულობენ ვალდებულებას, რომ სრულად, დროულად და ჯეროვნად შეასრულებენ ამ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს.
4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მხარეები ადმინისტრაციულ საქმეზე მორიგდნენ შემდეგი პირობებით:
ა) მხარეები თანხმდებიან, რომ 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03-01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს სარჩელის ფარგლებში, «....» ფინანსური ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს წინაშე ამ მორიგების აქტის საფუძველზე, შეადგენს 1 947 474 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაშვიდი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი) ლარს (შემდეგში – გადასახდელი თანხა);
ბ) კასატორი გადასახდელ თანხას ფინანსთა სამინისტროს გადაუხდის 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად.
2014 წელი
მარტი 100 000 (ასი ათასი) ლარი
აპრილი 100 000 (ასი ათასი) ლარი
მაისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ივნისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ივლისი 100 000 (ასი ათასი) ლარი
აგვისტო 100 000 (ასი ათასი) ლარი
სექტემბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ოქტომბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
ნოემბერი 100 000 (ასი ათასი) ლარი
დეკემბერი 1 047 474 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი
ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი) ლარი
ჯამში: 1 947 474 (ერთი მილიონ ცხრაას
ორმოცდაშვიდი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი)
ლარი
გ) გადახდა განხორციელებულად ითვლება, ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე, თანხის ჩარიცხვის დღიდან.
დ) კასატორი უარს ამბობს მის მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მესამე პირი და სხვა მხარეები უარს აცხადებენ 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (მესამე პირი) და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03.01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს სარჩელის ფარგლებში შპს «.....» რაიმე სხვა სახის ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე (მათ შორის მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი სახის ზიანის მოთხოვნაზე), გარდა ამ მორიგების აქტის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისა.
ვ) წინამდებარე მორიგების აქტი არ ვრცელდება 2007 წლის 17 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შპს «....» შორის გაფორმებული ¹02-03.01-8296 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის ¹790 განკარგულებით რესტრუქტურიზებულ სასესხო ვალდებულებაზე.
ზ) კასატორის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. უზენაესი სასამართლოს მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან მხარეთა შორის სასამართლო დავა ადმინისტრაციულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ითვლება შეწყვეტილად და მხარეები აცხადებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
6. მხარეებისთვის ცნობილია, რომ მათ შორის არსებული დავის მორიგებით დასრულებისა და ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით დაუშვებელია.
7. წინამდებარე მორიგების აქტი ხელმოწერილია მხარეთა მიერ და წარმოადგენს მხარეთა შორის მიღწეული სრული მორიგების ამსახველ დოკუმენტს.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია შპს «....» დირექტორის _ ნ. თ-ას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის _ კ. ბ-ის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურისა და შპს «....» გენერალური დირექტორის _ ზ. ჯ-ას მიერ, მორიგების აქტზე დასმულია კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდები, რაც ერთვის საქმეს.
4. შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო;
5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;
6. შპს «....» მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 (რვა ათასი) ლარის ნახევარი 4000 (ოთხიათასი) ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.