შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
211/საზ ქ. თბილისი
12 სექტემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ყ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენით ზ. ყ-ძე, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით; მსჯავრდებულ ზ. ყ-ეს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 24 ივლისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ზემომითითებული განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ყ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით ზ. ყ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.
მსჯავრდებული ზ. ყ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ზ. ყ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტები (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ყ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი მოყვანილ უნდა იქნეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, მათთან მიმართებით განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს, ამიტომ განაჩენი სხვა ნაწილში, ასევე მსჯავრდებულ ზ. ყ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
განაჩენი სხვა ნაწილში, ასევე მსჯავრდებულ რ. ყ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ ზ. ყ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ზ. ყ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”ª ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ზ. ყ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.