შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 09.02.2007
საქმის ნომერი
171საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

171საზ ქ. თბილისი

9 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ა. გ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა. გ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 3 ოქტომბრიდან.

ამავე განაჩენით კ. ნ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ კ. ნ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 14 მარტიდან.

გ. ს-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ გ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 27 მარტიდან.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ კ. ნ-ემ, გ. ს-ემ და ა. გ-ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით მიზნით. მათვე ჩაიდინეს ავტომატური და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა; აგრეთვე, მათ ჩაიდინეს სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება.

მსჯავრდებული ა. გ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 დეკემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ა. გ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ" და ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული _ ყაჩაღობა, ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,ა” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. გ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

რაც შეეხება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებას, იგი ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტითაა გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს, ამიტომ განაჩენი მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი მსჯავრდებულების – გ. ს-სა და კ. ნ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ, მათი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო იგივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილ სხვა ქმედებებს, რომელთა კვალიფიკაცია განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებითა და 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამ ქმედებებთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ამავე დროს, საკასაციო პალატა შესაძლებლად არ მიიჩნევს განაჩენის გადასინჯვას მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული სასჯელები სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ასევე, ამ ქმედების ჩამდენთა პიროვნების გათვალისწინებით და ისინი არ სცდება ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

1. მსჯავრდებულ ა. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო იგივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

2. მსჯავრდებულ კ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო იგივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

3. მსჯავრდებულ გ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო იგივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულების – ა. გ-ის, კ. ნ-სა და გ. ს-ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.