შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 12.12.2007
საქმის ნომერი
287საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹287-საზ ქ. თბილისი

DDD 12 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2004 წლის 29 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 9 თებერვლის განაჩენით რ. კ-ცი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი”, ,,ლ” ქვეპუნქტებით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე შეიკრიბა ნაწილობრივ და რ. კ-ცს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით: ა. კ-ცი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ა. ხ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ” და ,,გ" ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა. ხ-ვს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 9 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულების: რ. კ-ის, ა. კ-სა და ა. ხ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. კ-ცი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მიერ 2004 წლის 29 აპრილს გამოტანილი განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ რ. კ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ადგენდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის და სასჯელის ზომად ითვალისწინებდა იყო თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ რ. კ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი” ,,ლ” ქვეპუნქტებით (მითითებული რედაქცია), იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» , ,,გ” ქვეპუნქტებითა (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან განჩინების ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, რ. კ-ის მიმართ აღნიშნული მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციითY დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულების _ ა. კ-სა და ა. ხ-ის მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განჩინება, ზემომითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მათი მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, კერძოდ, მათი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო იგივე განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ა. კ-ცი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), ხოლო ა. ხ-ვი _ იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მითითებულ ნაწილში განჩინების მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, მსჯავრდებულების _ ა. კ-სა და ა. ხ-ის მიმართ განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელები ასევე უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ისინი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 29 აპრილის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების _ რ. კ-ის, ა. კ-სა და ა. ხ-ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2004 წლის 29 აპრილის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულების _ რ. კ-ის ა. კ-სა და ა. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ რ. კ-ის, ა. კ-სა და ა. ხაჩიროვის მიმართ აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.