ადმინისტრაციული 20.03.2000
საქმის ნომერი
3გ/ად-6
კატეგორია
თარიღი
20.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹ 3გ/ად-6 20 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაEიულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მსაჯულები გ. ოგანოვი, პ. ლებანიძე

მოსარჩელის - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ჯ. პ-ის რწმუნებულის Eენტრალურ საარჩევნო კომისიაში გ. მ-ის (მოწმობა ¹ 007);

მოპასუხის - საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ლ. ბ-ის და ე. გ-ის (რწმუნება 01-02/109) მონაწილეობით განიხილა პრეზიდენტობის კანდიდატის ჯ. პ-ის რწმუნებულის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გ. მ-ის სასარჩელო განცხადება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹ 38/2000 წ. დადგენილების "საქართვე-ლოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის ბათილად Eცნობის შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს Eცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" 2000 წლის 10 მარტის ¹ 38/2000 დადგენილების მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით განსაზღვრა ამომრჩეველთა სიაში იმ ამომრჩეველთა შეტანა, რომლებსაცE აქვთ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაცE ითხოვს აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის ბათილად Eცნობას. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დაირღვა "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კა-ნონის მე-11 და "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლით ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეთა შეტანის წესი. სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მოქალაქეთა ამომრჩეველთა სიაში შეტანას არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა.

მოპასუხე _ საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომად-გენლები ლ. ბ-ი და ე. გ-ი არ Eცნობენ სარჩელს და აღნიშნავენ, რომ დადგენილების მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი კონტინგენტის არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციურ უფლებას.

სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

"საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ამომრჩეველთა სიების შედგენის, მათში მოქალაქეთა შეტანის, სიებში მოქალაქეთა არ შეტანის წესი განისაზღვრება კანონით "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ". აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის თანახმად ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაცE აქვს საარჩევნო უფლება და რომელიცE სიის შედგენის მომენტისათვის რეგისტრირებულია მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. ამასთანავე, "საქართველოს პრეზიდენტის არ-ჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში Eცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" 25.02.2000 წ. საქართველოს ორგანული კანონით დადგინდა, რომ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა სიები დგება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი კი ითვალისწინებს 33-ე მუხლით დადგენილი წესისაგან განსხვავებულ, საგამონაკლისო ნორმას, კერძოდ, იმას, რომ ამომრჩეველთა სიები დგება ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე, რომლის წესსა და ვადებს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. "ნორმატიული აქტის შესახებ" კანონის მე-154" მუხლის და "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის მე-111 მუხლის თანახმად, Eცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ზუსტად ასეთი შემთხვევა არის გათვალისწინებული "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" ორ-განული კანონის 26-ე და "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის 66-ე მუხლებში. სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე ამომრჩეველთა სიაში ამომრჩეველთა შეტანა უზრუნველყოფს აქტიურ საყოველთაო საარჩევნო უფლებას ("საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის მე-3 მუხლი), შესაძლებლობას მისცემს ამომრჩეველთა სიაში იმ პირების ჩართვას, რომლე-ბიცE არ არიან რეგისტრირებულნი ან არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში რეგსიტრაციის სისტემის არასრულყოფილების გამო. სასამართლო მხედველობაში იღებს იმასაც, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომრჩეველთა დამატებით სიაში მოქალაქეთა ჩართვას უშუალოდ არჩევნების დღეს პიროვნების დამადასტურებელი საბუთის წარდგენისთანავე ("საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისის 38/2000 წ. დადგენილების მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი არ ეწინააღმდეგება "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის და "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნებს.

სადავო დადგენილების მე-2 პუნქტის ტექსტის გრადაციაში დაშვებული ხარვეზი ("გ" ქვეპუნქტის ნაEვლად უნდა იყოს "ბ" ქვეპუნქტი) აქტის რედაქტიული ხასიათის ნაკლს წარმოადგენს, რაცE არ იძლევა ქვეპუნქტის ბათილად Eცნობის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქარ-თველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოსარჩელეს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ჯ. პ-ის რწმუნებულს Eცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გ. მ-ეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2. ძალაში დარჩეს საქართველოს Eცენტრალური სარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 მარტის "საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ¹ 38/2000 წ. დადგენილების მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.