შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹430საზ ქ. თბილისი
15 ივნისი 2007წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხერელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 19 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ზ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ბ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 11 თებერვლიდან.
ამავე განაჩენით ა. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართვლეოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
a. გ-ნს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 11 თებერვლიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 19 მარტის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ნოემბრის განაჩენში იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ის დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 6 წლამდე.
მსჯავრდებული ზ. ბ-ძე საჩივრით ითხოვს ზემომითითებული განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნტქით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სასჯელის ზომად განსაზღვრული ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგრიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისთვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგრიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქეპუნქტით (2000 წლის რედაქცია)- ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ არ არსეობბს მისი შეცვლის საფუძველი, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, ხოლო მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აღნიშნული სანქციის ფარგლებშია.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
ა. გ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ა. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) –ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია)_ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხილს მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მომქედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) – ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.