დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.03.2007
საქმის ნომერი
455საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹455/საზ ქ. თბილისი

12 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:

გ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით, 19,109-ე მუხლის ,,ა”, ,,კ” პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

კ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით გ. ქ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

მსჯავრდებული გ. ქ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. ქ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის ,,ა”, ,,კ” პუნქტებით (2000 წლის 30 მაისის კანონი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

მსჯავრდებულ გ. ქ-ეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა” და ,,კ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის კანონი) მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო 19,109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირისა) _ თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით. ამდენად, გ. ქარელიძისათვის დანიშნული სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებშია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ კ. ქ-ეს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი კ. ქ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 21 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ქ-სა და კ. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.