დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.05.2012
საქმის ნომერი
ბს-1804-1772(კ-11)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1804-1772 (კ-11) 16 მაისი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-ემ 02.06.08 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.01.08 წ. ¹81 და 01.05.08 წ. ¹454/კ ბრძანებების ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. დუშეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსად მისი აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.08 წ. საოქმო განჩინებით საქმეში ასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნა ფონდი “...ი”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.08 წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მ. ს-ემ გაასაჩივრა. სსიპ “...ის ნაცვლად” საქმეში მესამე პირად ჩაერთო მისი უფლებამონაცვლე სსიპ საგანმანათლებლო და მეცნიერების ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.09 წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.08 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მაია ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.01.08 წ. ¹81 და 01.05.08 წ. ¹454/კ ბრძანებები, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების არსებითად და სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიეღო შესაბამისი აქტები. მ. ს-ეს აუნაზღაურდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი არყოფნის ხელფასი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.09 წ. გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.11 წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.09 წ. გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.11 წ. განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.08 წ. გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 30.01.08 წ. ¹81 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება. მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 01.05.08 წ. ¹454/კ ბრძანების ბათილად ცნობის, დუშეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.08 წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.11 წ. განჩინებაზე, რომლითაც მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მ. ს-ემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.11.09 წ. ბს-789-753(კ-09) განჩინება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. ამდენად, მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.11 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.