შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 12.11.2007
საქმის ნომერი
333საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.11.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

333საზ ქ. თბილისი

12 ნოემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ვ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განაჩენით დ. ვ-რი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. სასჯელის მოხდა დ. ვ-რს დაეწყო 2005 წლის 20 თებერვლიდან.

ამავე განაჩენითÑ ტ. ფ-რი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

ბ. ს-ნი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 11 თვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. ვ-რი საჩივრით ითხოვს ზემომითითებული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე რედაქციარედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან.

რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ვ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

მსჯავრდებულ დ. ვ-რს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) , ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ტ. ფ-რს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა და მიიჩნია, რომ განაჩენი მის მიმართაც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან, კერძოდ:

ზემომითითებული მოტივებით, მსჯავრდებულ ტ. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), ხოლო დანარჩენ ნაწილში მათ შორის - სასჯელის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ბ. ს-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ვ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ ტ. ფ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების – დ. ვ-ის, ტ. ფ-სა და ბ. ს-თვის დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.