დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.01.2014
საქმის ნომერი
ბს-616-594(კ-13)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

saqme #bs-799-773(k-10) საქმე #ბს-616-594 (კ-13) 28 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი. კ-ის სარჩელისა გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ნ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი. კ-ემ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის, ტ. ნ-ისა და მ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების, ქ. რუსთავში, ... ქ. №... მდებარე 828 კვ.მ მიწის ნაკვეთის ტ. ნ-ისა და მ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 20 ოქტომბრის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის საწყის მდგომარეობაში, კერძოდ, საერთო სარგებლობაში დაბრუნება (იხ. ს.ფ. 1-17; 51-52; ტ.1).

მოპასუხე - მ. ნ-ემ შეპასუხებით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 59-64; ტ.1).

მოპასუხე - ტ. ნ-ემ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შეპასუხებით მოითხოვა არასათანადო მოპასუხედ ცნობა (იხ. ს.ფ. 65-69; ტ.1)

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის საოქმო განჩინებით ტ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ტ. ნ-ე ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ (იხ. ს.ფ. 106-109; ტ.1).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოპასუხისათვის მის საზიანოდ საკომუნიკაციო გაყვანილობებით სარგებლობის აკრძალვა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ი. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 2 დეკემბრის №22/08-3536/890/პ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 20 ოქტომბერს განხორციელებული ჩანაწერი, მ. ნ-ის სახელზე ქ. რუსთავში, ... ქ. №... მდებარე 828 კვ.მ (რომელიც დაზუსტებული მონაცემებით შეადგენდა 832.79 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ; მოსარჩელის მოთხოვნა საკომუნიკაციო გაყვანილობით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ 206-213; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 224-233; ტ.1).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ. ნ-ემაც და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 12-20; ტ.2).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომაც და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 22-32; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. ნ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 117-126; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 131-139; 157-166; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე მ. ნ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 185-192; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებებით მ. ნ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 198-200; 201-202; ტ.2).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა (იხ. ს.ფ. 213; ტ.2).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 232-234; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ტ. ნ-ე (იხ. ს.ფ. 257; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2003 წლის 20 ოქტომბერს განხორციელებული სააქტო ჩანაწერი მ. ნ-ის სახელზე ქ. რუსთავში, ... ქ. №... მდებარე 828 კვ.მ. (რომელიც დაზუსტებული მონაცემებით წარმოადგენს 832,79 კვ.მ) მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ და საჯარო რესტრის ეროვნულ სააგენტოს და მ. ნ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ი. კ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 286-298; ტ.2).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება ტ. ნ-ე (იხ. ს.ფ. 327; ტ.2).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 360-368; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 380-391; ტ.2).

სააპელაციო შესაგებლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 25-33; ტ.3).

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ასევე მ. ნ-ემაც (იხ. ს.ფ. 34-41; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ტ. ნ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთ წლის ვადით (იხ. ს.ფ. 63-65; ტ.3).

ი. კ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინების განმარტება (იხ. ს.ფ. 72; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 73-75; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 82-84; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ტ. ნ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა მ. ნ-ე (იხ. ს.ფ. 121-123; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 162-173; ტ.3).

მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 183-190; 209-217; ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 218-219; ტ.3).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ი. კ-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ხ.სფ. 235-240; ტ.3).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. კ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. კ-ის სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ი. კ-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 23 დეკემბრის №1989635 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) 70%, _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე