დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 29.05.2014
საქმის ნომერი
ბს-106-104(3კ-14)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.05.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#ბს-106-104(3კ-14) 29 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურისა და შპს „…“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 15 თებერვალს შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ამავე სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის იმერეთის სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2013 წლის 23 იანვრის გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნა №08-21103-ისა და ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს 2012 წლის 28 ნოემბრის აქტის ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განჩინებით სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო ტყისა და ველური ბუნების მართვის იმერეთის სამმართველოს უფლებამონაცვლედ - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახური.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2013 წლის 23 იანვრის №08-21103 მოთხოვნა გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ და ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს 2012 წლის 28 ნოემბრის აქტი ნარჩენების გაუწმენდაობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 31887 ლარის დაკისრების ნაწილში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურმა, შპს „…“ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალურმა სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურისა და შპს „…“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება; სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურმა, შპს „…“ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალურმა სამსახურმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლისა და 17 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურისა და შპს „…“ საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურისა და შპს „…“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურისა და შპს „…“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „…“ საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 1 აპრილს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1587 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „…“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 1110,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურისა და შპს „…“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - შპს „…“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 1 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1587 ლარის 70 პროცენტი _ 1110,9 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე