საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.03.2009
საქმის ნომერი
2კ-373აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

373აპ.-08 ქ. თბილისი

12 მარტი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-სა და მსჯავრდებულ ი. ს-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ი. ს. _ დაბადებული .. .. .. წლის .. ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:

1. ნ. კ. _ დაბადებული .. .. .. წლის .. ივნისს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2. პ. ო. _ დაბადებული .. .. .. წლის .. ივნისს, საქართველოს მოქალაქე, _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.

მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2007 წლის 24 თებერვლიდან.

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ი. ს-ს დაზარალებულ ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 700 ლარის, ხოლო დაზარალებულ მ. გ-ის სასარგებლოდ _ 2360 ლარის გადახდა; მასვე ნ. კ-სა და პ. ო-თან ერთად სოლიდარულად დაეკისრა დაზარალებულების _ ვ. გ-სა და მ. მ-ის სასარგებლოდ 1904 ლარის გადახდა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ი. ს-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტები და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; პ. ო-სა და ნ. კ-ს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ი. ს-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-სა და მსჯავრდებულ ი. ს-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე ი. ს-ის, ნ. კ-სა და პ. ო-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.