საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.04.2009
საქმის ნომერი
2კ-934აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹934აპ-08 14 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ა. ა-სა და გ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: დ. მ-ს, ი. შ-ს, ე. რ-სა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განაჩენზე, რომლითაც ა. ა, დაბადებული ……... წელს, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის II ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. – ი-ი, დაბადებული .... წელს, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილითა და 19,109-ე მუხლის II ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, გ. ი-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 19,109-ე მუხლის II ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით მას სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ა. ა-სა და გ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: დ. მ-ს, ი. შ-ს, ე. რ-სა და ა ჭ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.