დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.04.2015
საქმის ნომერი
ბს-265-207-კ-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-265-207-კ-05

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე ბს-265-207-კ-05 30 აპრილი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაცო პალატის 20.01.2005 წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. რ-ემ 12.06.2003წ. სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ა.ტ-ის, აღმასრულებელ თ. მ-ის და მესამე პირის თ.გ-ის მიმართ ამბროლაურის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 20.11.2001წ. ოქმის ბათილად ცნობის და შპს ,,...“ არსებულ წილზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 04.06.2003წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 10.10.2003წ. გადაწყვეტილებით ა.რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ავთანდილ რ-ის მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.03.2004წ. განჩინებით ა. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.რ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.09.2004წ. განჩინებით ა.რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.03.2004წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 20.01.2005წ. გადაწყვეტილებით ა.რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 10.10.2003წ. გადაწყვეტილება, ა.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 20.11.2001წ. ოქმი და მისი შედეგები. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ი-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე, თავდაპირველი მოპასუხე ა.ტ-ე გარდაცვლილია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.05.2005წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ა.ტ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მხარეებს 27.02.2008წ., 11.07.2008წ., 28.07.08წ., 08.02.2010წ., 09.03.2010წ., 28.03.2011წ., 22.11.2013წ., 14.11.2014წ. გაეგზავნათ მიმართვები ა.ტოფაძის საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. ამასთანავე, მხარეები გაფრთხილებულ იქნენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტში 28.12.2007 წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მხარის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება ჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, რის შემდეგაც მხარის საპროცესო სტატუსის გათვალისწინებით საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი ან შეწყდება საქმის წარმოება.

09.03.2010წ. ა.ტ-ის მეუღლემ ნ. ი-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა, ამასთანავე მიუთითა, რომ მას პრეტენზია არ ექნებოდა საქმის შეწყვეტის შესახებ.

18.12.2014წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ და აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ა.ტოფაძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2015წ. განჩინებით შეწყდა =ბს-265-207-კ-05 საქმის წარმოება ა.ტ-ის ნაწილში, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2005წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="OlxFC0Jkv97rzFdPAocCmM3LcT4WRzuhOxGT7juH";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize