დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.06.2015
საქმის ნომერი
ბს-724-710(კ-14)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-724-710(კ-14)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე ბს-724-710(k-14) 23 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ტ-მა 2010 წლის 3 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის ნ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2010 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებისა და 2010 წლის 28 ოქტომბრის საჯარო აუქციონის ოქმის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ტ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ტ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით მაია ტამოიანის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ტ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. ტ-ის წარმომადგენლის - ქ. უ-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, განახლდა საქმის წარმოება მ. ტ-ის საკასაციო საჩივარზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის სიყალბის დადგენისა და ბათილად ცნობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. ტ-ის წარმომადგენლის თ. კ-ის შუამდგომლობის საფუძველზე განახლდა წარმოება №ბს-428-423(კ-12) ადმინისტრაციულ საქმეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინებით მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საჯარო აუქციონის შესახებ 2010 წლის 28 ოქტომბრის #10058473-013/001 ოქმი და მის საფუძველზე მიღებული 2010 წლის 29 ოქტომბრის #10058473-014/001 განკარგულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70 % _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (საიდენტიფიკაციო კოდი: 205263873) 2014 წლის 19 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

 

პ. სილაგაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="nZDZPaoKWRmKB1VlHkXC135Xm2EblLLLwpLZsoDQ";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize