საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.02.2009
საქმის ნომერი
2კ-1176აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹1176აპ ქ. თბილისი

12 თებერვალი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განაჩენით ზ. მ-ი, - ა. მ-ი, მ. მ-ი, და რ. რ-ი, – ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მათ სასჯელის ზომად განესაზღვრათ: თავისუფლების აღკვეთა თითოეულს – 4 (ოთხი) წლის ვადით, აქედან რ. რ-ს, საქართველოს სსსკ-ის 6791-ე მუხლის საფუძველზე დადებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, 2 წელი განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

იმავე განაჩენით ე. მ-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშვედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ე. მ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განაჩენი მსჯავრდებულების – ზ. მ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, რ. რ-ისა და ე. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილსი მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. მ-ის დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.