დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-283-279(2კ-15)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
#ბს-283-279(2კ-15) 23 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 4 აპრილს ი/მ „ო. გ-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა დღგ-ს ჩათვლების აღდგენა შპს „...“-ის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებზე: აა68 #016388 – 1695,36 ლარი; აა68 #017366 – 2665 ლარი; აა68 #017242 – 1476 ლარი; აა68 #017347 – 1886 ლარი; აა68 #016782 – 2665 ლარი; აა68 #017357 – 1476 ლარი; აა68 016426 – 2667,24 ლარი; აა68 #016207 – 2637,73 ლარი; აა68 #015082 - 2714,616 ლარი; აა68 #017361 – 2148,4 ლარი; აა68 #016946 – 1676,08 ლარი; აა68 #016491 – 3280 ლარი; აა68 #016164 – 1656 ლარი; აა68 #016381 – 1695,36 ლარი; აა68 #016370 – 1638 ლარი; აა68 #016193 – 1715,04 ლარი; აა68 #016481 – 2665 ლარი; აა68 #016490 – 2643,6 ლარი; აა68 #015192 – 1848 ლარი; აა68 #015216 – 840 ლარი; აა68 #015128 – 1680 ლარი; აა68 #015133 – 2766,72 ლარი; აა68 #015091 – 2691 ლარი; აა68 #015147 – 2310 ლარი; აა68 #015076 – 2484 ლარი; აა68 #017282 – 2460 ლარი; აა68 #015180 – 1260 ლარი; ი/მ „ს. დ-ის“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებზე : აა70 #077477 – 51 ლარი; აა70 #066899 – 453,6 ლარი; აა70 #081428 – 264,52 ლარი; აა70 #081441 – 384 ლარი; აა70 #079334 – 200 ლარი; აა70 #078527 – 474,7 ლარი; აა70 #078524 – 591 ლარი; აა70 #077797 – 245,96 ლარი; აა70 #077761 – 193,2 ლარი; აა70 #077240 – 55,1 ლარი; აა70 #075334 – 88,76 ლარი; აა70 #075333 – 66,5 ლარი; აა70 #082636 – 116,64 ლარი; აა70 #080870 – 126,4 ლარი; აა70 #080857 – 343,52 ლარი; აა70 #085876 – 465 ლარი; აა70 #085148 – 418,8 ლარი; ი/მ „ზ. გ-ის“ მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურებზე: აა15 #060648 – 4388,92 ლარი; აა15 #060649 – 5976,35 ლარი; აა15 #060650 – 3217,58 ლარი.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენასთან ერთად დაკისრებული საურავების გაუქმება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №57040 გადაწყვეტილების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაუქმებული დღგ-ის ჩათვლების აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 სექტემბრის №45251 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი/მ ,,ო. გ-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,ო. გ-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...“, ი/მ „ს. დ-ე“ და ი/მ „ზ. გ-ი“ .
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ,,ო. გ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება ი/მ ,,ო. გ-ის” სარჩელზე ი/მ ,,ს. დ-ესთან” საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: აა-70 №085876, აა-70 №085148, აა-70 №080870, აა-70 №080857, აა-70 №082136, აა-70 №077161, აა-70 №077240, აა-70 №075333, აა-70 №075334, აა-70 №079334, აა-70 №077797, აა-70 №078527, აა-70 №078524, აა-70 №081441, აა-70 №081428, აა-70 №066899, აა-70 №077447 და შპს ,,...“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: აა-68 №016207, აა-68 №016193, აა-68 №016164, აა-68 №015091, აა-68 №015082, აა-68 №015076, აა-68 № 016782, აა-68 №017366, აა-68 №017361, აა-68 №017357, აა-68 №017347, აა-68 №017282, აა-68 №017242, აა-68 №016949, აა-68 №016370, აა-68 №016381, აა-68 №046481, აა-68 №016490, აა-68 №016491, აა-68 №016426, აა-68 №016388, აა-68 №015180, აა-68 №015147, აა-68 №015133, აა-68 №015128, აა-68 №015216, აა-68 №015192 წარმოებულ სასაქონლო ოპერაციებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენაზე უარის თქმისა და ამ ნაწილში ო. გ-ის საჩივართან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოებულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებების (შემოსავლების სამსახურის 17.09.2013წ. №45251; 12.11.2013წ. №57040, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 06.03.2014წ. №7074/2/13) ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში; სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ,,ო. გ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღუდგა ო. გ-ს ი/მ ,,ს. დ-ესა” და შპს ,,...” წარმოებულ სასაქონლო ოპერაციებზე (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: აა-70№085876, აა-70 №085148, აა-70 №080870, აა-70 №080857, აა-70 №082136, აა-70 №077161, აა-70 №077240, აა-70 №075333, აა-70 №075334, აა-70 №079334, აა-70 №077797, აა-70 №078527, აა-70 №078524, აა-70 №081441, აა-70 №081428, აა-70 №066899, აა-70 №077447 და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: აა-68 №016207, აა-68 №016193, აა-68 №016164, აა-68 №015091, აა-68 №015082, აა-68 №015076, აა-68 № 016782, აა-68 №017366, აა-68 №017361, აა-68 №017357, აა-68 №017347, აა-68 №017282, აა-68 №017242, აა-68 №016949, აა-68 №016370, აა-68 №016381, აა-68 №046481, აა-68 №016490, აა-68 №016491, აა-68 №016426, აა-68 №016388, აა-68 №015180, აა-68 №015147, აა-68 №015133, აა-68 №015128, აა-68 №015216, აა-68 №015192) გაუქმებული დღგ-ს ჩათვლები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.09.2013 წლის №45251 და 12.11.2013 წლის №57040, ასევე საქართველოს ფინასთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 06.03.2014 წლის №7074/2/13 გადაწყვეტილებები - ო. გ-ისათვის შპს ,,...“ და ი/მ „ს. დ-ესთან“ წარმოებულ სასაქონლო ოპერაციებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში (საგადასახადო ანგარიშფაქტურები: აა-15 №060648, აა-15 №060650, აა-15 №060649), ო. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც ი/მ „ო. გ-ისათვის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="vDwLdagD6cQVjC3UXKODgGB5CXR6Z7CQYrQubL1a";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize