საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.02.2009
საქმის ნომერი
2კ-1361აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1361აპ 24 თებერვალი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე.

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

ა. ს-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე ვადით. მას დამატებით სასჯელად დაენიშნა _ 5000 ლარი. Aა. ს-ს 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრასპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 მარტიდან.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ა. ს-ს განთავისუფლების შემდეგ მის ყოფაქცევაზე ზედამხედველობა და კონტროლი უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მ. მ-ა, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრასპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 მარტიდან.

ნ. ს-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 271-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ნ. ს-ს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 მარტიდან.

ნ. ს-ს ჩამოერთვა სატრასპორტო საშუალების მართვის უფლება _ 5 წლის ვადით, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.

ნივთმტკიცება _ მ. მ-ს პირადი ჩხრეკისა და ტ. ჩ-ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საკეცი დანა უნდა განადგურდეს, 2 ცალი პატარა ზომის ქაღალდში შეხვეული და დაფასოებული მორუხო-მოთეთრო ფერის ნივთიერება უნდა განადგურდეს, ხოლო «მოტოროლას» ფირმის ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

ნივთმტკიცება _ ნ. ს-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ფერის ნივთიერება, სამედიცინო შუშის ნამსხვრევები, 13 ცალი ნახმარი სამედიცინო შპრიცი უნდა განადგურდეს, ხოლო ფული _ 348 ლარი და 1 აშშ დოლარი, ასევე «მოტოროლას» ფირმის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ნ. ს-ს ოჯახს.

აღნიშნული განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება, კერძოდ:

გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ნ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 271-ე მუხლის I ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და იგი გამართლდა.

ნ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ნ. ს-ს ჩამოერთვა სატრასპორტო საშუალების მართვის უფლება _ 5 წლის ვადით, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.

მ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრასპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება _ მ. მ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საკეცი დანა უნდა განადგურდეს, 2 ცალი პატარა ზომის ქაღალდში შეხვეული და დაფასოებული მორუხო-მოთეთრო ფერის ნივთიერება უნდა განადგურდეს, ხოლო «მოტოროლას» ფირმის ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

ნივთმტკიცება _ ნ. ს-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ფერის ნივთიერება, სამედიცინო შუშის ნამსხვრევები, 13 ცალი ნახმარი სამედიცინო შპრიცი უნდა განადგურდეს, ხოლო ფული _ 348 ლარი და 1 აშშ დოლარი და ასევე «მოტოროლას» ფირმის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ნ. ს-ს ოჯახს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.