დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.09.2015
საქმის ნომერი
ბს-469-462(კ-15)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-469-462(კ-15)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-469-462 (კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი,ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებული ... შესარჩევი საკონკურსო კომისია (მოპასუხე)

მესამე პირი -ს. ვ-ი

გასაჩივრებული განჩინება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 11 ივნისს მ.ლ-მა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებული ... შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების ... შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2014 წლის 12 აპრილის ს. ვ-ის დასანიშნად წარდგენის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების ... შესარჩევი საკონკურსო კომისიის დავალდებულება წარადგინოს მისი (მ.ლ-ის) კანდიდატურა ... ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის მარტში დამსაქმებლის - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოცხადდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების ... შესარჩევი კონკურსი. 2014 წლის 18 მარტს მოსარჩელემ გააკეთა განაცხადი ვაკანსიაზე, რაც დადასტურდა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრატორის ელექტრონული შეტყობინების მეშვეობით. 25 მარტს მოსარჩელე დაუკავშირდა ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო პირს, ი. გ-ას, რომელმაც განუმარტა, რომ ხდებოდა კონკურსის პირველი ეტაპისათვის კანდიდატების შერჩევა, რომელიც ჯერ არ იყო დასრულებული. ვინაიდან მოსარჩელეს არ დაუკავშირდნენ, 2014 წლის 14 აპრილს იგი კვლავ დაუკავშირდა გაბისონიას, რომელმაც უთხრა, რომ კონკურსი დასრულებული იყო. მიზანმიმართულად დაიბლოკა მისი კანდიდატურა. გამარჯვებული კანდიდატი, ს. ვ-ი, კონკურსამდე 2 კვირით ადრე გაწევრიანდა ადვოკატთა ასოციაციაში, მას არ გააჩნია საჭირო გამოცდილება, გარდა ამისა, მანამდე თავად იყო იმავე კომისიის წევრი. მ.ლ-ი მოქმედი ადვოკატია. ადვოკატთა ასოციაციის წევრების სია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე და კომისიას შეეძლო გადამოწმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით მ.ლ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ვ-ი.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინებით მ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 18 აპრილს მ.ლ-მა წარადგინა ელექტრონული განაცხადი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების ... ვაკანსიაზე. ეს უკანასკნელი კონკურსზე არ დაიშვა იმ მიზეზით, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მას არ გააჩნდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 31 მარტს N3459/4-6 წერილით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და გამოითხოვა ინფორმაცია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების ... ვაკანტურ თანამდებობაზე რეგისტრირებულ კონკურსანტებს გააჩნდათ თუ არა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, მათ შორის მ.ლ-ს. აღნიშნული ინფორმაცია კომიტეტს მიეწოდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2014 წლის 1 აპრილის N5-154 წერილით, რომლის თანახმად სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა მოქმედ სიაში მ.ლ-ი მითითებული არ იყო. 2014 წლის 15 აპრილს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ N5-186 წერილით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს აცნობა, რომ მათ მიერ 2014 წლის 1 აპრილს გაგზავნილ N5-154 წერილში გამორჩენილი იყო მ.ლ-ი, რომელიც იყო მოქმედი ადვოკატი. 2014 წლის 12 აპრილს შედგა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების ... შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის 9 წევრი. კომისიამ კონკურსში გამარჯვებულად ერთხმად ცნო ს. ვ-ი და მისი კანდიდატურა ... ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-153 მუხლის პირველი პუნქტით, საზოგადოებრივ დამცველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ბუნებრივი მონოპოლიების შესაბამისი სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ კომისიას ხარვეზი უნდა დაედგინა და განმარტა, რომ კომისიას აპლიკანტის განაცხადზე ხარვეზის დადგენის ვალდებულება გააჩნდა მის მიერ დებულებით (8.1 მუხლით) დადგენილი რომელიმე დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში. სადავო არ არის, რომ კონკურსანტმა განაცხადთან ერთად წარადგინა დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ასევე დადგენილია, რომ იგი კონკურსზე არ დაიშვა არა დოკუმენტების წარდგენის ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზის გამო, არამედ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2014 წლის 1 აპრილის N5-154 წერილით მიღებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა მოქმედ სიაში მ.ლ-ი არ ირიცხებოდა, შესაბამისად, არ დადასტურდა, რომ მ.ლ-ს გააჩნდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, რაც სავალდებულო მოთხოვნა იყო.

რაც შეეხება აპელანტის პოზიციას, რომ მისი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება აძლევდა უპირატესობას ყველა სხვა კონკურსანტთან შედარებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ.ლ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, საკონკურსო კომისია, რომელიც არის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. მასზე არ შეიძლება გავრცელდეს ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების უფლება, ვინაიდან ამით ირღვევა კომისიის საქმიანობის არსი და ფუნქციური დანიშნულება. თანაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-მე-8 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება კანონით დადგენილ ფარგლებში და მისმა გამოყენებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. თუ კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად, საკუთარი ნებით შეარჩევს გადაწყვეტილებას, მაშინ აზრს მოკლებულია საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური ორგანოს არსებობა.

სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ აპელანტის კონკურსზე არ დაიშვა არა დოკუმენტების წარდგენის ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზის გამო, არამედ სსიპ ადვოკატთა ასოციაციიდან გამოგზავნილმა წერილის საფუძველზე, რომლის თანახმად მ.ლ-ს არ გააჩნდა საადვოკატო უფლებამოსილება, რაც სავალდებულო იყო „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით. ადვოკატთა ასოციაციიდან გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, რომ მ.ლ-ს არ გააჩნდა საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება. კომისიამ წინასწარ გამიზნულად დაბლოკა მისი კანდიდატურა და არ გამოიძახა. ასეთი მსჯელობის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მ. ლ-ს ელექტრონულად ატვირთული ჰქონდა საადვოკატო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ასოციაციის წევრობის გადამოწმება მარტივად შეიძლებოდა ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით მ.ლ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ.ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="G2nQ4n9y5wGbHgMX2AjKxVm3uuzBqOV46DhKynzy";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize