დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 22.10.2015
საქმის ნომერი
ბს-416-410(2კ-15)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-416-410(2კ-15)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-416-410(2კ-15) 22 ოქტომბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჯ.ხ-ას და საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ.ხ-ამ 19.07.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ მორალური ზიანის - 100 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.12.2014წ. გადაწყვეტილებით ჯ.ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ჯ.ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 4000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, რომელმაც ჯ.ხ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ხ-ამ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.12.2014წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ჯ.ხ-ას მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და ჯ.ხ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრებს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა, ხოლო განსახილველ საქმეს - პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის,საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ზემოააღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ჯ.ხ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და ჯ.ხ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ.მურუსიძე

მ.ვაჩაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="pbNLNS35TKjrpPxMPNaDWjKoxnDyRDEGTku1uTp6";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize